ნავიგაცია
ელ.სერვისები
ბიოტექნოლოგიის ცენტრი
ელ.ფოსტა: maia.kukh@gmail.com, ტელ: (+995)577796542 მის: აბაის ქუჩა 78, 0197, თბილისი, საქართველო
ინსტიტუტის შესახებ
314
პუბლიკაცია
128
კონფერენცია
77
პროექტი/გრანტი
5
ინტელექტ. საკუთრება
ბიოტექნოლოგიის ცენტრის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების დანიშნულება არის მსოფლიოში აპრობირებული, თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების, როგორც ფუნდამენტური კვლევა, ასევე ამ ტექნოლოგიების მოდიფიცირება საქართველოს გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების ელიტური სათესლე და სარგავი მასალის მიღება-გავრცელება, საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი-კონსერვაცია და კულტივირება და მდგრადი გამოყენება, ბიოპრეპარატების გამოცდა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მიკრობული დაავადებების შემცირების თვალსაზრისით, ყურძნისა და ხეხილოვანი კულტურების შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება-დანერგვა. ბიოტექნოლოგიის ცენტრის დანიშნულებაა, კვლევებით შესაძლებელი გახდეს სუფთა პროდუქტის მიღება. კარტოფილის უვირუსო სინჯარის მცენარეები წარმოადგენენ ეკოლოგიურად სუფთა მცენარეებს, შესაძლებელია მათი მიწოდება ფერმერებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებით, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბიომეურნეობების განვითარებას საქართველოში. ფიტოგენეტიკური რესურსის ( სამკურნალო, არომატული, თაფლოვანი, საღებავი, სანელებელი, შხამიანი) და ინოვაციური ტექნოლოგიების რაციონალური გამოყენება გლობალური კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით აქტუალურია, რის შედეგადაც უნდა მივიღოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი. ამავე დროს მოხდება ბუნებრივი რესურსის შენარჩუნება, შეიქმნება უსაფრთხო, სუფთა, ჯანმრთელი პროდუქცია. აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია მცირემიწიანი, უნიკალური ეკოსისტემისა და ბიომრავალფეროვნების მქონე საქართველოსთვის. კურკოვანი ხილის და ყურძნის ნედლად შენახვის ახალი ტექნოლოგიის შედეგების პრაქტიკული რეალიზაცია, საშუალებას მისცემს ფერმერებს აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები შეინახონ მაქსიმალური დროით , მინიმალური დანაკარგებით და მოახდინონ რეალიზაცია ზამთრის პერიოდში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც მათ სოციალურ- ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მნიშვნელოვან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზეც. აღნიშნული მისიის შესრულება მოიცავს რამდენიმე მიზანს, კერძოდ: 1. კარტოფილის in vitro სინჯარის მცენარეების შენახვა-განახლება(კოლექცია) 2. კარტოფილის ტუბერიზაცია in vitro პირობებში და მიკროტუბერების გატანა ღია გრუნტში ელიტური თესლის მიღების მიზნით და კაკლის in vitro მცენარეების მიღება 3. ნიადაგის და ბოსტნეული კულტურების ფესვთა სისტემის სოკოვანი დაავადების წინააღმდეგ ბიოპრეპარატის და ფუნგიციდის მოქმედების შედარებითი შესწავლა მცენარისა და ნიადაგისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო პირობების შესაქმნელად. 4. სამკურნალო, არომატული, თაფლოვან, საღებავ, სანელებელ და შხამიან მცენარეთა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი-კონსერვაცია და კულტივირება- მდგრადი ამოყენების ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოში 5. კურკოვანი, კენკროვანი ხილის, სასუფრე ყურძნის ინტროდუცირებული ჯიშების შენახვის ახალი ტექნოლოგიის შემუშავება, ბიოქიმიური კვლევა.
სტრუქტურული ერთეულები
ს/ს კუტურათა in vitro ლაბორატორია ბიომრავალფეროვნების ლაბორატორია მცენარეთა მიკრობიოლოგიის ლაბორატორია ყურძნისა და ხილის შენახვა-გადამუშავების ლაბორატორია
სამეცნიერო დანადგარები
აპარატის დასახელება | ტექნიკური მახასიათებლები | გამოშვების წელი | ექსპლუატაციაში მიღების წელი | დანადგარის დანიშნულება | გამოყენების მიზანი | ტექნიკური მდგომარეობა |
pH მეტრი, HI-2002 Edge® pH Meter by Hanna Instruments (USA) | pH; სტანდარტული რეჟიმი: -2000-დან 16000-მდე pH გარჩევადობა: ძირითადი რეჟიმი: 0.01 pH; სტანდარტული რეჟიმი: 0.001 pH სიზუსტე (@25°C): ძირითადი რეჟიმი: ±0.01 pH;სტანდარტული რეჟიმი: ±0.002 pH კალიბრაცია: ძირითადი რეჟიმი: ავტომატური, სამ წერტილამდე კალიბრაცია, ხელმისაწვდომია 5 სტანდარტული ბუფერი; სტანდარტული რეჟიმი: ავტომატური, ხუთ წერტილამდე კალიბრაცია, ხელმისაწვდომია 7 სტანდარტული ბუფერი და ორი მორგებული ბუფერი | 2002 | 2016 | სამუშაო სხნარების ტუტე/ მჟავიანობის დადგენა | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
სპექტროფოტომეტრი- Elisa Rider- Start Fax-2100, Awareness Technolog INC, GMI(USA) | ვოლფრამის ნათურა, სტანდარტული ტალღის სიგრძე:405, 450, 492, 630nm; 6 UV ფილტრი: 405, 450, 492, 630, 545, and 340 nm;ექვსი VIS ფილტრი: 405, 450, 492, 630, 600, and 545 nm; 96 არხიანი იმუნოთეფშის ფორმატი, შიდა პრინტერით, კალკულაციის მოდელი: ერთი და მრავალპუნქტიანი კალიბრაცია რეგრესიით ან მრუდის საშუალებით, გათიშვის კონტროლი, შტანთქმის მრავალპუნატიანობა, შეწოვა. | 2006 | 2008 | ბიოქრომატული შესაძლებლობით, მკითხველი ყველაზე იდეალურია ინ ვიტრო დიაგნოსტიკური გამოყენებისთვის, კოლორიმეტრული ანალიზის შედეგების გამოთვლაში.გამოიყენება მცენარეული ვირუსების ტესტირებისათვის იმუნოფერმენტული მეთოდით | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
სპექტროფოტომეტრი,UV-5100B UV/VIS Spectrophotometer, M&A INSTRUMENTS INC | ოპტიკური სისტემა: ერთი სხივი ტალღის სიგრძის დიაპაზონი:190-1000ნმ გამტარუნარიანობა:2ნმ ტალღის სიგრძის სიზუსტე:±1ნმ ტალღის სიგრძის განმეორებადობა:0.5ნმ ტალღის სიგრძის დაყენება: ავტომატური ფოტომეტრიული სიზუსტე:±0,5%T ფოტომეტრიული განმეორებადობა:0.3%T ფოტომეტრიული დიაპაზონი:-0.3-3A,0-200%T სინათლის სხივი:≤0.3%T სტაბილურობა:± 0.002A/სთ @500nm დისპლეი:128*64 წერტილი LCD დეტექტორი:სილიკონის ფოტოდიოდი სინათლის წყარო: ვოლფრამის და დეიტერიუმის ნათურა | 2013 | 2017 | სპექტროფოტომეტრია არის სამეცნიერო ოპტიკური ტექნიკა, რომელიც გამოიყენება გაზის, თხევადი ან მყარი ნიმუშებიდან გადაცემული ან არეკლილი სინათლის ინტენსივობის გასაზომად. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
სპექტროფოტომეტრი- METASH, UV-5100B(Instruments CO., LtD) | ავტომატური, ფოტომეტრული სიზუსტე:±0.5%T;ფოტომეტრული განმეორებადობა ≤0.2%T;ფოტომეტრული ზღვარი-≤0.2%T; სინათლის გაბნევა≤0.05%T@220,360nm;სტაბილურობა ±0.001A/h@500nm; განათებული ეკრანი:128*64LCD;დეტექტორი სილიკონ ფოტოდიოდი, სინათლის წყარო- ვოლფრამის ნათურა, პრონტერის შესაერთებელი | 1983 | 1985 | სპექტროფოტომეტრია არის სამეცნიერო ოპტიკური ტექნიკა, რომელიც გამოიყენება გაზის, თხევადი ან მყარი ნიმუშებიდან გადაცემული ან არეკლილი სინათლის ინტენსივობის გასაზომად. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
ავტოკლავი BK-30, ТЗМОИ(Russia) | სამუშაო წნევა წყლის ორთქლში და სტერილიზაციის კამერებში, kgf/kv.sm: 2,2 ზომები, მმ: 700х750х920; მიმდინარე დალაგება: ცვლადი, სამფაზიანი; სასტერილიზაციო კამერის მოცულობა, dm3-30; ჩაშენებული ორთქლის გენერატორის პროდუქტიულობა, ორთქლი კგ/სთ-5.1; მართვა-ნახევრად ავტომატური | 1988 | 2009 | ავტოკლავი არის ხელსაწყო, რომელიც ორთქლს წნევის საშუალებით ანადგურებს მავნე ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს და სპორებს იმ ნივთებზე, რომლებიც მოთავსებულია ჭურჭელში. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
ლამინარული ბოქსი-Laminar Air Flow, BL-1200F Radel&hahn zrt, DEFI | სამუშაო ფართობი: ლამინარული ბოქსის სამუსაო არეალი კლასიფიცირებულია ISO მე-5 კლასში EN ISO 14644 სტანდარტის მიხედვით; წინასწარი ფილტრი: ბრტყელი ფილტრი G4; მთავარი ფილტრი: HEPA H14 წვრილი ფილტრი არის 99,997% ფილტრაციის ეფექტურობის ნაწილაკებზე, რომელთა ზომა აღემატება 0,3 μm; ჰაერის ნაკადის სიჩქარე: 0,45 მ/წმ ± 20%; ოპერაციული ძაბვა: 230V; 50 ჰც მოწყობილობის ზომა: სიგრძე: 1260 მმ სიმაღლე: 1385 მმ სიგანე: 870 მმ სამუშაო სივრცის ზომა: სიგრძე: 1130 მმ სიმაღლე: 570 მმ სიგანე: 520 მმ; განათება: 2x36 W ფლუორესცენტური ნათურა; ენერგიის მოხმარება: 600 W წონა: 200 კგ | 1984 | 1992 | ლამინარული ბოქსი ფილტრავს დაბინძურებულ ჰაერს და ინარჩუნებს სტერილურ გარემოს | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
ლამინარული ბოქსი-Laminar Air Flow, BL-1200F Radel&hahn zrt, DEFI | სამუშაო ფართობი: ლამინარული ბოქსის სამუსაო არეალი კლასიფიცირებულია ISO მე-5 კლასში EN ISO 14644 სტანდარტის მიხედვით; წინასწარი ფილტრი: ბრტყელი ფილტრი G4; მთავარი ფილტრი: HEPA H14 წვრილი ფილტრი არის 99,997% ფილტრაციის ეფექტურობის ნაწილაკებზე, რომელთა ზომა აღემატება 0,3 μm; ჰაერის ნაკადის სიჩქარე: 0,45 მ/წმ ± 20%; ოპერაციული ძაბვა: 230V; 50 ჰც მოწყობილობის ზომა: სიგრძე: 1260 მმ სიმაღლე: 1385 მმ სიგანე: 870 მმ სამუშაო სივრცის ზომა: სიგრძე: 1130 მმ სიმაღლე: 570 მმ სიგანე: 520 მმ; განათება: 2x36 W ფლუორესცენტური ნათურა; ენერგიის მოხმარება: 600 W წონა: 200 კგ | 1984 | 1992 | ლამინარული ბოქსი ფილტრავს დაბინძურებულ ჰაერს და ინარჩუნებს სტერილურ გარემოს | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
მაცივარი- Polaris RL3(Poland) | იზოლირებული პანელები პოლიურეთანის ქაფით (PUR) 43 კგ/მ3 სიმკვრივით, აგებულია შიდა და გარე თეთრი წინასწარ შეღებილი ნაკაწრებიანი გალვანზირებული ლითონის ფურცლით. 80 მმ ჩამოკიდებული კარი, პანელების მოპირკეთებასთან შესაბამისობაში, ჩარჩოთი, რომელიც აღჭურვილია სტანდარტული გამჭვირვალე გადასასვლელით 80*190H ან 90*190H, ფოთოლი ალუმინის პერიმეტრის პროფილით, ანჯები კომპოზიტური კოროზიის მდგრადი მასალისგან პანდუსით და სიმაღლის რეგულირებით. გარე სახელური უსაფრთხოების გასაღებით. შიდა მოპირკეთება ნაცრისფერი პლასტმასით დაფარული არამოცურავი ფოლადის ფურცლით, პოლიურეთანის (PUR) იზოლაციით, 43 კგ/მ3 სიმკვრივით და ქვედა გარეგანი საფარით გალვანზირებული წინასწარ შეღებილი ლითონის ფურცლით. | 2002 | 2019 | შეანახი მაცივრის ფუნქციებია: პროდუქტის მოკლე, საშუალო ან გრძელვადიანი შენახვა, გაგრილება დადებით (გაგრილება) ან უარყოფით (ღრმა გაყინვა) ტემპერატურაზე და ტენიანობის ზუსტი კონტროლი. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
წყლის ულტრა გამასუფთავებელი-Ultra-Pure Water system,HRZ-100,JVG,(Korea) | სიმძლავრე: 220V / 60Hz - ზომა: 450W * 400L * 930H – G. წონა: 37 კგ – შესანახი ავზი: PE 50 ლიტრი. | 2011 | 2020 | ულტრა სუფთა წყლის სისტემა ანადგურებს ბაქტერიებს UV გამოსხივებით. ამ ლაბორატორიული წყლის გამწმენდ სისტემებს შეუძლიათ მიაღწიონ 18,2 MOhm-cm-მდე რეზისტენტობას (მაღალი წინაღობა მიუთითებს ანიონური დაბინძურების დაბალ დონეებზე) და შეუძლიათ ორგანული ნახშირბადის შემცირება 50 ppb-ზე ნაკლებამდე. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
თერმოსტატი-Pol-EKO Aparatura, RS232 | შიდა მინის კარი CL და IL ტემპერატურის დიაპაზონი: SL (+5 C ატმოსფერულ ტემპერატურაზე... 300 C), CL (+5 C ატმოსფერულ ტემპერატურაზე... +100 C), IL (0 C-დან 70 C / სურვილისამებრ o o -10 C 70 C-მდე) მავთულის უჟანგავი ფოლადის თაროები ხარისხის კონტროლის პროტოკოლი ტემპერატურის დაცვის კლასი 2.0-დან DIN 12880-მდე კარის საკეტი; ღია კარის სიგნალიზაცი;ა დაშვების პორტი: Ø30 მმ | 2007 | 2017 | თერმოსტატი აკონტროლებს გათბობის ან გაგრილების მოწყობილობების ჩართვით ან გამორთვით, ან საჭიროებისამებრ სითბოს გადამცემი სითხის ნაკადის რეგულირებით, სწორი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
თერმოსტატი TC-1/80 CPY No 51732,Shymkent (Kazakhstan) company Reaktivsnab, TOO. | სამუშაო კამერის მოცულობა, 80ლ. რეგულირებადი ტემპერატურის დიაპაზონი, ºС ტემპერატურის შენარჩუნების სიზუსტე თერმოსტატის კამერაში მუშაობისას, ºС ±0,4 ტემპერატურის მაქსიმალური გადახრა კამერის მოცულობაზე, ºС, არა უმეტეს: + 25º-დან + 45º-მდე ჩათვლით: ±1 + 45º-დან + 60º-მდე: - 2-დან + 1-მდე საერთო ზომები, მმ. : სიგანე 521/სიმაღლე 721/სიღრმე 525 გარემოს ტემპერატურა ექსპლუატაციის დროს, ºС + 10 … + 35 | 1984 | 1985 | თერმოსტატი აკონტროლებს გათბობის ან გაგრილების მოწყობილობების ჩართვით ან გამორთვით, ან საჭიროებისამებრ სითბოს გადამცემი სითხის ნაკადის რეგულირებით, სწორი ტემპერატურის შესანარჩუნებლად. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
რეფრაქტომეტრი_RL 3, Poland,Nr 8508/85 | ტიპი: ოპტიკური რეფრაქტერმეტრი გაზომვის სიზუსტე:±0.0002 მინ. გადახრა.: 0.0005 ბრიქსის დიაპაზონი:(0~95)% ბრიქს მინ. გადახრა.:0.25% გაზომვის დიაპაზონი:1.300~1.700 რეფრაქციული ინდექსი(nD) დიაპაზონი:1.300~1.700 რეფრაქციული ინდექსი (nD) სიზუსტე:±0.0002 რეფრაქციული ინდექსი (nD) მინ.დივ.:0.0005 " | 1982 | 1986 | რეფრაქტომეტრი არის კარგად დამკვიდრებული ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სითხეებში წყლის შემცველობის გასაზომად. ის ზომავს სითხის რეფრაქციულ ინდექსს, რომელიც იცვლება ტენიანობის მიხედვით. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
ანალიზური სასწორი GJ 2003, Int-Calibration,METTLER TOLEDO | განულების რეგულირება, ფილტრაციის რეგულირება, აწონვის ერთეულის დაბლოკვა, პროცენტული რეჟიმი, დათვლის გაზომვის რეჟიმი, აწონის 10 ერთეული, ჰორიზონტალური დონის რეგულირება, დიდი LCD ეკრანი, აწონვის დიაპაზონი-200გრ, განმეორებადობა (მგ): ±2; სამუშაო ტემპერატურა°C:10-35 | 2003 | 2017 | ანალიზური სასწორი არის ძალიან მგრძნობიარე ლაბორატორიული ინსტრუმენტები, რომლებიც შექმნილია მასის ზუსტად გასაზომად. მ წაკითხვადია 0.1მგ-0.01მგ სიზუსტით | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
ფიტოტრონი პატარა | ფიტოტრონი არის კამერები, რომლებიც უზრუნველყოფს კონტროლირებად გარემო პირობებს მცენარეთა გამრავლებისათვის. ფიტოტრონების კომპლექსი შექმნილია სპეციალურად კულტურების კომერციული წარმოებისთვის. ფოტოტრონის ნაკრები უზრუნველყოფს: 1. სინათლის პერიოდის განრიგს 2. სინათლის და სიბნელის პერიოდის ხანგრძლივობას 3. ტემპერატურა სინათლის პერიოდში 4. ტემპერატურა სიბნელის (არა სინათლის) პერიოდში. 5. ტენიანობის შენარჩუნებას საჭირო მნიშვნელობაზე | 1990 | 1992 | ფიტოტრონი უზრუნველყოფს მცენარეთა გასაზრდელად კონტროლირებად გარემოს. შესაძლებელია გაიზომოს სხვადასხვა გარემო მახასიათებლების, როგორიცაა სინათლის, ტემპერატურის, ტენიანობის და სხვა ატმოსფერული პირობების გავლენა მცენარის ზრდასა და ფუნქციონირებაზე. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
ფიტოტრონი დიდი | ფიტოტრონი არის კამერები, რომლებიც უზრუნველყოფს კონტროლირებად გარემო პირობებს მცენარეთა გამრავლებისათვის. ფიტოტრონების კომპლექსი შექმნილია სპეციალურად კულტურების კომერციული წარმოებისთვის. ფოტოტრონის ნაკრები უზრუნველყოფს: 1. სინათლის პერიოდის განრიგს 2. სინათლის და სიბნელის პერიოდის ხანგრძლივობას 3. ტემპერატურა სინათლის პერიოდში 4. ტემპერატურა სიბნელის (არა სინათლის) პერიოდში. 5. ტენიანობის შენარჩუნებას საჭირო მნიშვნელობაზე | 2007 | 2007 | ფიტოტრონი უზრუნველყოფს მცენარეთა გასაზრდელად კონტროლირებად გარემოს. შესაძლებელია გაიზომოს სხვადასხვა გარემო მახასიათებლების, როგორიცაა სინათლის, ტემპერატურის, ტენიანობის და სხვა ატმოსფერული პირობების გავლენა მცენარის ზრდასა და ფუნქციონირებაზე. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
საშრობი კარადა Sterilizing AS2, N12-01-065 | ლაბორატორიული ღუმელი-სტერილიზატორი არის გამათბობელი მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს ლაბორატორიული სამუშაოებისთვის ტემპერატურის ზუსტი კონტროლისა და ტემპერატურის დონის შენარჩუნებსი მოთხოვნებს. ეს არის სტანდარტული მოწყობილობა მრავალ ლაბორატორიაში, გამოიყენება ფართო სპექტრისთვის, როგორიცაა გაშრობა, აორთქლება და სტერილიზაცია. ლაბორატორიული ღუმელი-სტერილიზატორის სამუშაო ტემპერატურა 300°C-მდე. ღუმელის მოცულობა 800 ლიტრია. ღუმელები დიდი ზომისაა და იატაკზეა. პალატა ვენტილირებადია | 1984 | 1985 | სტერილიზატორის ფუნქციაა არასასურველი მიკროორგანიზმების მოკვლა ინსტრუმენტებზე, კულტურებში და სითხეებშიც კი, რადგან უცხო მიკრობების არსებობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტესტის შედეგზე ან ნიმუშის სისუფთავეზე. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
ამწოვი კარადა | გამწოვები ძირითადად შექმნილია ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, ნეგატიური წნევის შენარჩუნებით ამწოვის შიგნით ლაბორატორიასთან შედარებით. აქვს ორმაგი კონსტრუქცია, რათა უფრო უსაფრთხო იყოს. აქვს ფენოლური ფისოვანი ლამინატები,აეროდინამიკური ზედაპირი -უჟანგავი ფოლადი; დამცავი შუშის ვერტიკალურად აწევის ფუნქცია არის თაროების საწინააღმდეგო უხეში სამუშაოებისთვის. | 1984 | 1985 | გამწოვები ძირითადად შექმნილია ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, ნეგატიური წნევის შენარჩუნებით ამწოვის შიგნით ლაბორატორიასთან შედარებით. აქვს ორმაგი კონსტრუქცია, რათა უფრო უსაფრთხო იყოს. აქვს ფენოლური ფისოვანი ლამინატები,აეროდინამიკური ზედაპირი -უჟანგავი ფოლადი; დამცავი შუშის ვერტიკალურად აწევის ფუნქცია არის თაროების საწინააღმდეგო უხეში სამუშაოებისთვის. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
ამწოვი კარადა | გამწოვები ძირითადად შექმნილია ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალის უსაფრთხოებისთვის, ნეგატიური წნევის შენარჩუნებით ამწოვის შიგნით ლაბორატორიასთან შედარებით. აქვს ორმაგი კონსტრუქცია, რათა უფრო უსაფრთხო იყოს. აქვს ფენოლური ფისოვანი ლამინატები,აეროდინამიკური ზედაპირი -უჟანგავი ფოლადი; დამცავი შუშის ვერტიკალურად აწევის ფუნქცია არის თაროების საწინააღმდეგო უხეში სამუშაოებისთვის. | 1984 | 1985 | ამწოვის დანიშნულებაა თავიდან აიცილოს საშიში ნივთიერებების არსებობა საერთო ლაბორატორიულ სივრცეში საშიში და/ან სუნიანი ქიმიკატების კონტროლით და შემდეგ შეწოვით. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
შეიკერი MM-5 Meshalka,TY25-11.834-80 | შეიკერი მაგნიტური შემრევით, მაგნიტური კოჭის ტექნოლოგია მუშაობს ინდუქციური პრინციპით ალტერნატიული დენით (AC), როგორც მამოძრავებელი ძალა. წარმოქმნილი მოძრავი მაგნიტური ველი უბიძგებს ჭურჭელში მორევის ზოლის ბრუნვას. მაგნიტური ინდუქციის შემრევი იდეალურია ზოგად კვლევებში, სიცოცხლის შემსაწავლელ მეცნიერებაში, სამრეწველო, ხარისხის ანალიზსა და კლინიკურ ლაბორატორიებში გამოსაყენებლად. მოცულობა-3 ლ +;სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი 2°C-დან 100°C-მდე; სიჩქარის დიაპაზონი; ცვლადი 10-დან 3000 rpm-მდე | 1984 | 1985 | შეიკერი არის ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება სინჯარაში ან კოლბაში ნივთიერებების შერევისათვის მათი შენჯღრევის გზით. იგი ძირითადად გამოიყენება ქიმიისა და ბიოლოგიის დარგებში. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
შეიკერი MM-5 Meshalka,TY25-11.834-80 | შეიკერი მაგნიტური შემრევით, მაგნიტური კოჭის ტექნოლოგია მუშაობს ინდუქციური პრინციპით ალტერნატიული დენით (AC), როგორც მამოძრავებელი ძალა. წარმოქმნილი მოძრავი მაგნიტური ველი უბიძგებს ჭურჭელში მორევის ზოლის ბრუნვას. მაგნიტური ინდუქციის შემრევი იდეალურია ზოგად კვლევებში, სიცოცხლის შემსაწავლელ მეცნიერებაში, სამრეწველო, ხარისხის ანალიზსა და კლინიკურ ლაბორატორიებში გამოსაყენებლად. მოცულობა-3 ლ +;სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი 2°C-დან 100°C-მდე; სიჩქარის დიაპაზონი; ცვლადი 10-დან 3000 rpm-მდე | 1984 | 1985 | შეიკერი არის ლაბორატორიული აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება სინჯარაში ან კოლბაში ნივთიერებების შერევისათვის მათი შენჯღრევის გზით. იგი ძირითადად გამოიყენება ქიმიისა და ბიოლოგიის დარგებში. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
ცენტროფიგა MPW-310(პოლონეთი),MPW Med. Instruments | კონფიგურაცია: სამაგიდე, სიჩქარე - 3000 rpm-მდე, სინჯარის მოცულობა: 15 მლ, სინჯარის რაოდენობა; 12, დროის დაყენების შესაძლებლობა: დიახ | 1984 | 1985 | ლაბორატორიული ცენტრიფუგა გამოიყენება სითხეების გამოყოფისთვის სიმკვრივის მიხედვით. ნიმუშები ექვემდებარება მაღალსიჩქარიან როტაციას განცალკევების მისაღწევად. | სამეცნიერო | აქტიური გამოყენება-მუშა მდგომარეობა |
სამეცნიერო ნაგებობები
სამეცნიერო საგრანტო პროექტები
პროექტის ნომერი/შიფრი | პროექტის დასახელება | კონკურსის დასახელება | დამფინანსებელი ორგანიზაცია | საგრანტო ბიუჯეტი | დაწყების/დასრულების თარიღები | ხელმძღვანელი | ძირითადი პერსონალი |
---|---|---|---|---|---|---|---|
CGS 03-61 | მაღალეფექტური კოლხური კატაბალახას Valeriana colchica წარმოების ტექნოლოგიის გავრცელება-დემონსტრირება | - | მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტი | 21 000 აშშ დოლარი | 2002-2004 | თამარვ კაჭარავა | - |
014-13 | ფიტოგენეტიკური რესურსის მარაგებიდან მძიმე ლითონების და რადიონუკლეიდების გამომტანი მცენარეების დიფერენცირება შემდგომში ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის მისაღებად | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ივლისი-აგვისტოს კონკურსი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი | 15 000 ლარი | 2013-2014 | თამარვ კაჭარავა | ლიანა ქოიავა, ნინო წიკლაური |
N12/73 | თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდით კაკლის in vitro სანერგე მასალის წარმოება საქართველოში | ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევევი(YS) | სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი | 14300ლარი | 19/11/2012-19/11/2013 | ივეტა მეგრელიშვილი | ნინო მურვანიძე, ეკატერინე ბულაური, თამარ ჭიპაშვილი |
02.03.63 | კარტოფილის უვირუსო სინჯარის მცენარეებიდან ელიტური თესლის მიღება ახალქალაქის რაიონის სოფელ ქოთელიაში | ახალი ინოვაციები სოფლის მეურნეობაში | ამერიკულ ჰუმანიტარული ორგანიზაცია “CARE” | 20 000 ლარი | 2009-2011 | მაია კუხალეიშვილი | გოდერძი გოდერძიშვილი |
N506 | საქართველოს მეკარტოფილეობის რეგიონებისათვის ადაპტირებული მაღალპროდუქტიული კლონების შერჩევა დამათგან in vitro უვირუსო კარტოფილის თესლის წარმოება | ფუნდამენტური კვლევები(FR) | სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი | 141645 | 01/03/2009 - 01/03/2012 | მაია კუხალეიშვილი | რამაზ გიორგობიანი, ვლადიმერ ბარამიძე |
კონტაქტი
ტელ: (+995)577796542
ვებ გვერდი: https://biotech.gtu.ge/
ელ.ფოსტა: maia.kukh@gmail.com
მისამართი: აბაის ქუჩა 78, 0197, თბილისი, საქართველო
თანამშრომლები
მერაბ ჟღენტიმეცნიერებათა დოქტორი / მთავარი მეცნიერ თანამშრომელი |
|
მაია კუხალეიშვილიაკადემიური დოქტორი / მთავარი მეცნიერ თანამშრომელი |
|
ლეილა ზვიადაძეაკადემიური დოქტორი / მეცნიერ თანამშრომელი |
|
თამარ ჭიპაშვილიმეცნიერებათა დოქტორი / მეცნიერ თანამშრომელი |
|
მაია კობახიძეაკადემიური დოქტორი / მეცნიერ თანამშრომელი |
|
ზურაბ გელიაშვილიაკადემიური დოქტორი / მეცნიერ თანამშრომელი |
|
თინათინ ეპიტაშვილიაკადემიური დოქტორი / მეცნიერ თანამშრომელი |
|
თამარ შამათავააკადემიური დოქტორი / უფროსი მეცნიერ თანამშრომელი |
|
გულიკო დვალიაკადემიური დოქტორი / უფროსი მეცნიერ თანამშრომელი |
|
ნაილი ლომთაძეაკადემიური დოქტორი / მეცნიერ თანამშრომელი |
|
გულნაზი კაიშაურიაკადემიური დოქტორი / უფროსი მეცნიერ თანამშრომელი |
|
ეკატერინე ბულაურიაკადემიური დოქტორი / მეცნიერ თანამშრომელი |
|
ივეტა მეგრელიშვილიაკადემიური დოქტორი / მთავარი მეცნიერ თანამშრომელი |
|