ქეთევანი სოლომონიშვილი

მეცნიერებათა დოქტორი

სტუ ი. ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა დაბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი

დაასკანერე

დავიბადე ქ. თბილისში. 1988 წელს წარჩინებით დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. 1988-89 წლებში ვმუშაობდი «საქქალაქმშენსახპროექტში» არქიტექტორად. 1990 წელს საპატრიარქოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში - «წმინდა სამების საკათედრო ტაძრის პროექტი» - დავჯილდოვდი პატრიარქის მიერ. 1991 წელს მიწვეული ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქ. ატლანტაში, ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის რუფას ჰიუსის მიერ. გავეცანი ქ. ატლანტის თანამედროვე არქიტექტურას, რუფას ჰიუსის შემოქმედებას და ატლანტის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კოლეჯის სწავლების მეთოდებს. 1991-2000 წლებში ვმუშაობდი მხატვრად და გამოფენების კურატორად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მუზეუმში. ამავე წლებში მჭიდრო ურთიერთობა მქონდა მოსკოვის ცნობილ სამხატვრო გალერეებთან და საქართველოს საელჩოსთან, სადაც იმართებოდა ქართველ მხატვართა ჯგუფური გამოფენები. 2000-2007 წლებში ვიმუშავე მოსკოვში დეველოპერულ და სამშენებლო-საპროექტო კორპორაციულ ორგანიზაციებში, არქიტექტორად და საპროექტო განყოფილების უფროსად. ვხელმძღვანელობდი პროექტის განხორციელებას ნულოვანი ეტაპიდან - ობიექტის ექსპლუატაციამდე. ვახდენდი კოორდინირებას პროექტის მონაწილე ორგანიზაციებს შორის. 2004 წელს მივიღე ჟურნალ «Современный дом»-ის პრემია საცხოვრებელი სახლი-«პირამიდა»-ს პროექტში. (მოსკოვის არქიტექტორთა კავშირის ყოველწლიური კონკურსი - «Азбука загородного строительство»). 2004 წელს კვალიფიკაცია ავიმაღლე ბაუმანის სახელობის მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში სპეციალობით თანამედროვე ინტერიერის დიზაინერი, . 2005 წელს მოსკოვის ცენტრალური მხატვრის სახლში მოვაწყე პერსონალურ გამოფენა - «Любовь спасет Мир». 2006-07 წლებში მივიღე განათლება სპეციალობით-"თანამედროვე ორგანიზაციის მენეჯმენტი", მოსკოვის აკადემიაში «Народного Хозяйство при правительстве Российской Федерации, в центре подготовки управленческих кадров Российской Федерации, факультет «Институт менеджмента и маркетинга» 2000 წ-დან 2007 წ-მდე მოსკოვსა და მის შემოგარენში მაქვს განხორციელებული საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ობიექტები. 2007 წელს გადავედი ქ. კიევში. ვიმუშავე კომპანიაში «Магнат Дизайн Центр», მთავარ არქიტექტორად. შევასრულე კომპანია «Лукойл-Украина»-ის ოფისის გეგმარება და დიზაინ პროექტი. 2007 წელს კიევში გავხსენი საპროექტო სტუდია “RED HOUSE”. 2007წ-დან 2010 წ-მდე კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში მაქვს საცხოვრებელი და საზოგადო შენობები განხორციელებული. 2010 წელს - დავბრუნდი საქართველოში. დავაარსე საპროექტო სტუდიო “RED HOUSE”-სი. 2017 წელს კი - შემოქმედებითი სასწავლო სტუდიის „Apollo". 2017 წლიდან ვარ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წევრი. 2020 წელი - „RED HOUSE“- ს რეორგანიზაცია, „Prime Houses“ -ის დამფუძნებელი, დირექტორი. www.primehouse.ge 2019 წელი- სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის დოქტორანტი. 2019 წლიდან დღემდე - სტუ -ს ი. ჟორდანიას სახელობის სამრეწველო და ბუნებრივი რესურსების ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი

„ერთი საუნივესიტეტო საგნის სწავლებისთვის დოქტორანტურაში“ ავთანდილ ასათიანი, რევაზ ძნელაძე, ქეთევან სოლომონიშვილისტატიასტუ ჟურნალი "განათლება" 02.2022 №2- ISSN 2346-8300 ქართულისახელშეკრულებო
არქიტექტორთა როლი ქვეყნის მდგრადი განვითარების პროექტების შემუშავებასა და მართვაშიქეთევან სოლომონიშვილი, მერაბ ბოლქვაძესტატიასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი. ჟურნალი "არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის თანამედროვე პრობლემები". 2021 წ. სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალი №14,15 გვ. 15,16,17,18,19,20,21,22,23,24,25,26- ISSN 2233-3266 ქართულისახელშეკრულებო
ატლანტა - თბილისის ძმადნაფიციქეთევან სოლომონიშვილი, თამაზ გოგოლაძესტატიაჟურნალ-გაზეთების გამომცემლობა "სამშობლო". ჟურნალი "დროშა".03/03/1993. №3. გვ. 11,12,13- ISSN 0130-1624 ქართულისახელშეკრულებო

არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის თანამედროვე პრობლემებიქ.თბილისი საქართველო202016/12/2020 - 23/12/2020სტუ არქიტექტურის,ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი„ქვეყნის მდგრადი განვითარების პოლიტიკა, რეგიონებში დეგრადირებული გარემოსა და ეკოლოგიური პრობლემების წარმოშობის საფრთხეები (ბაზალეთის ტბის განაშენიანების მაგალითზე)“სტენდური

ჩემი საკონფერენციო თემა განიხილავს ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა უნიკალური არეალის, კერძოდ ბაზალეთის ტბის ეკოლოგიური პრობლემები. ვაანალიზებ იმ საფრთხეებს, რომელიც ემუქრება ამ ტერიტორიას ახალი დეგრადირებული განაშენიანების წარმოშობის გამო. კონფერენციაზე წარმოვაჩენ უკვე არსებულ დეგრადირებულ ობიექტებს, რომელნიც ამცირებენ ამ საკურორტო, ტურისტული არეალის პოტენციალს. თემა დავყავი 3 ნაწილად: 1.არსებული სიტუაციის აღწერა; 2. პრობლემების წარმოშობის მიზეზების ანალიზი;   3.  პრობლემების გადაჭრის გზები.

        ფართო მასალის დასაკონკრეტებლად, კონფერენციისათვის გამოვიყენე მიდგომა 10-10-10, რომელიც გულისხმობს 10 მნიშვნელოვანი საკითხის ანალიზს.

        თემა არქიტექტურულ კონტექსტშია განხილული. ასეთი შეფასების დროს, არქიტექტორი ვასრულებ გარემოს ექსპერტის როლს, როგორც არქ.ზედამხედველი და ანალიტიკოსი. სიტუაციის ასეთ კონტექსტში განხილვა საფუძველია ჩემი სადოქტორო თემის ნაშრომისა, რომლის ძირითად მიზანს ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრის, მისი უნიკალური ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების გონივრული გამოყენება-განვითარება და გეგმარება წარმოადგენს.  სამეცნიერო ნამუშევრი კი პრაქტიკული გამოყენების მიზნით იქმნება და წარმოადგენს  ერთგვარ კონცეფციას მომავალი გენერალური გეგმისა და განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისათვის.  

https://institutes.gtu.ge/uploads/სერტიფიკატი ახალი.pdf
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია «საქართველოს ბუნებრივი რესურსები და საწარმოო ძალების მდგრადი განვითარების პერსპექტივები» თბილისი, საქართველო202117 ნოემბერი - 18 ნოემბერისტუ-ს ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრისაქართველოს ბუნებრივი რესურსების საინფორმაციო ელექტრონული პლატფორმის კონცეფციის შემუშავებაზეპირი

სტუ-ს ი.ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრში შემუშავდა საქართველოს რესურსული პოტენციალის საინფორმაციო ელექტრონული პლატფორმის კონცეფცია.

პლატფორმაზე ასახვას ჰპოვებს დღეისათვის ჩვენთვის ხელმისაწვდომი სრული მონაცემები საქართველოს ამა თუ იმ რეგიონის ბუნებრივი რესურსების შესახებ, როგორიცაა: წიაღისეული, სამშენებლო ნედლეული, სათბობ-ენერგეტიკული, განახლებადი და არატრადიციული ენერგორესურსები, გეოთერმული და მინერალური წყლები, მიწის, წყლის და ტყის რესურსები, რეკრეაციული, სამკურნალო ტურისტული და სხვ. მათი ადგილმდებარეობა, მარაგები, გამოყენების სფერო, ეფექტიანობა და შესაძლო მასშტაბები, რეგიონის ეკონომიკური დახასიათება და სხვ.

პლატფორმა საშუალებას მოგვცემს რეგიონის რესურსული პოტენციალის შესახებ სრული ინფორმაცია თვალსაჩინო ფორმით მიეწოდოს დაინტერესებულ პირებს, რაც ხელს შეუწყობს მათი ეკონომიკურ ბრუნვაში აქტიურად ჩართვისთვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას. 

https://gtu.ge/cspfnr/News/?ELEMENT_ID=18329

Web of Science: 0
Scopus: 0
Google Scholar: 0

დისერტაციის რეცენზირება


სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა


სადოქტორო თემის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა


უცხოურ ენებზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


ქართულ ენაზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


რეფერირებული ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის მთავარი რედაქტორობა


სამეცნიერო პროფესიული ჟურნალის/ კრებულის რეცენზენტობა


რეფერირებული სამეცნიერო ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრობა


საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტში/გრანტში მონაწილეობა


სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მხარდაჭერილ პროექტში/ გრანტში მონაწილეობა


პატენტის ავტორობა


უფლება ქართულ ან უცხოურ სასაქონლო ნიშანზე, სასარგებლო მოდელზე


-

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ან სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრობა


საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრობა


კონფერენციის საორგანიზაციო/ საპროგრამო კომიტეტის წევრობა


ჯილდო ეროვნული/ დარგობრივი პრემია, ორდენი, მედალი და სხვ.


საპატიო წოდება


მონოგრაფია


სახელმძღვანელო


სტატია მაღალ რეიტინგულ და ადგილობრივ ჟურნალებში


პუბლიკაცია სამეცნიერო კონფერენციის მასალებში, რომლებიც ინდექსირებულია Web of Science-ში და Scopus-ში