ზურაბ კაკულია

მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი

დაასკანერე

1974 წელს წარჩინებით დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამტო-გეოლოგიური ფაკულტეტი ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის სპეციალობით და მომენიჭა სამთო ინჟინერ-ჰიდროგეოლოგის კვალიფიკაცია. 1976 – 1979 წწ. სწავლობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის სექტორის ასპირანტურაში. 1979 წლიდან დღემდე ვმუშაობ სტუ-ის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტში. 1991 წ. დავიცავი საკანდიდატო დისერტაცია და მომენიჭა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდადიტის სამეცნიერო ხარისხი. 2007 წლიდან დღემდე ვარ ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. 2013 წლიდან დღემდე ვკითხულობ ლექციებს სტუ-ის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე, ვხელმძღვანელობ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. 2018 წლიდან დღემდე ვარ სტუ-ის სამთო გეოლოგიის ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარი მოადგილე. ვარ ორმოცდაათამდე სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, საერთაშორისო საინჟინრო გეოლოგიური ასოციაციის (IAEG) საქართველოს საინჟინრო გეოლოგიის ჯგუფის პრეზიდენტი და საერთაშორისო ჰიდროგეოლოგიური ასოციაციის (IAH) საქართველოს ჰიდროგეოლოგიის ჯგუფის წევრი.

თიხური ქანების ბიოქიმიური გამოფიტვის პროცესების ექსპერიმენტული გამოკვლევების ზოგიერთი შედეგილ. ცერცვაძე, ზ. კაკულია, დ. ჩუტკერაშვილი, შ. პეტრიაშვილი სტატიამეცნიერება/სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2001/ #12, გვ. 102-1080 ISBN 978-9941-405-01-4 0ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
საქ. ლიოსისებურ ქანებზე ანტროპოგენულ ზემოქმედებასთან დაკავშირებულ საინჟინრო-გეოლოგიური პროცესების გააქტიურების შესწავლისათვის ზ. კაკულია, ჯ. იოსებიძე, მ. თხინვალელისტატიამეცნიერება/სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2003/#14, გვ. 109-117 0 ISBN 978-9941-405-01-4 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
კოლხეთის დაბლობის საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობის პროგნოზირება და მათი უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება ზ. კაკულია, ჯ. იოსებიძე, მ. თხინვალელისტატიამეცნიერება/სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2003/ #14, გვ. 117-124 0 ISBN 978-9941-405-01-4 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ჰიპერგენეზისის ბიოქიმიური პროცესები ტენიანი სუბტროპიკების პირობებშილ. ცერცვაძე, ზ. კაკულია, დ. ჩუტკერაშვილი, შ. პეტრიაშვილი სტატიამეცნიერება/სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2003/#14, გვ. 198-210 0 ISBN 978-9941-405-01-3 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
კავკასიონის სამხრეთ ფერდის აღმოსავლეთ ნაწილის ქანების გამოფიტვის 8ქერქის პ9როცესების ჩასახვის კერის შესწავლა ზ. კაკულის, ჯ. იოსებიძე, მ. თხინვალელისტატია სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2005/ #15, გვ. 232-238 0 ISBN 978-9941-405-01- 5 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
კოლხეთის გალებებული გრუნტის გამაგრება ზემაღალი სიხშირის ელექტროდენითგ. ჭოხონელიძე, ზ. კაკულის, ჯ. იოსებიძე, მ. თხინვალელი, გ. გოგიჩაიშვილისტატია სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2005/ #15, გვ. 238-2470 ISBN 978-9941-405-01- 4 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ლიტიფიკაციის სხვადასხვა ხარისხის თიხური ქანების ჰიპერგენეზის თავისებურებანი ტენიან სუბტროპიკულ პირობებში. ლ. ცერცვაძე, შ. პეტრიაშვილი, ზ. კაკულია, დ. ჩუტკერაშვილი სტატია სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2007/ #16, გვ.154-1600 ISBN 978-9941-405-01- 3 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ქ.თბილისის არგილიტების და ქვიშაქვების მორიგეობის მზიდუნარიანობის განსაზღვრის მეთოდიკის შესახებ ზ.კაკულია, გ. ჭოხონელიძე, ი. მშვიდობაძესტატია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2007/ტ. XVI, გვ. 160-1630 ISBN 978-9941-405-81-7 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ლავური ქანების მიწისქვეშა რეზერვები და მათი როლი მიწისქვეშა წყლების რესურსების ფორმირებაში ზ. კაკულია, ლ. ხარატიშვილი, თ. გაბეცაძესტატიასამთო ჟურნალი, 2009/2 (23) გვ. 17-190 ISSN:1512-407X ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
გლობალური დათბობა და მასთან დაკავშირებული გაუდაბნოების პროცესები სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშილ. ხარატიშვილი, ზ. კაკულია, თ. გაბეცაძე, ბ. უკლებასტატიასამთო ჟურნალი, 2009/2 (23) გვ. 79-800 ISSN:1512-407X ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ქ. გორის მიმდებარე საავტომობილო გზაზე განვითარებული მეწყრის საინჟინრო-გეოლოგიური პირობები და მისი სტაბილიზაციის ღონისძიებანიზ.კაკულია, გ.ჭოხონელიძე, მ.თხინვალელი, ზ.ორაგველიძე, ი. მშვიდობაძესტატიასაქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2009/ტ. XVII, გვ. 17-210 ISBN 978-9941-405-81-5 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ჯავახეთის ლავური ზეგნის მდინარეთა მინიმალური ხარჯების ფორმირების პირობები და კანონზომიერებანი ზ.კაკულია, ლ. ხარატიშვილი, თ. გაბეცაძესტატიასაქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2009/ტ. XVII, გვ. 70-740 ISBN 978-9941-405-81-5 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ქ. ქუთაისის პერსპექტიული წყალმომარაგებისათვის ტობის ხეობის კარსტული წყაროების გამოყენების საკითხისათვისბ. მხეიძე, ზ. კაკულია, ა. სონღულაშვილი სტატიასაქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2009/ტ. XVII, გვ. 8-160 ISBN 978-9941-405-81-5 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ლიოსისებრი გრუნტების საწყისი ჩაჯდომადი წნევის განსაზღვრის შესახებ გ. ჭოხონელიძე, ზ. კაკულია, თ.იაშვილი სტატიასამთო ჟურნალი, 2013/1 (30), გვ. 75-770 ISSN:1512-407X ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ლითონების მოპოვების ექსპერიმენტული კვლევების ზოგიერთი შედეგები და მათი გეოეკოლოგიური მნიშვნელობა თ. ძაძამია, ლ. ცერცვაძე , ზ. კაკულია, დ. ჩუტკერაშვილი, შ. პეტრიაშვილი, ლ. ღლონტი სტატიაენერგია, 2014/#1(69), გვ. 78-810 ISSN 1512-0120 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ბაქტერიული მეთოდის გამოყენებით კვარცის მადნიდან სილიციუმის ამოწვლილვის ზოგიერთი საკითხი თ. ძაძამია, ზ. კაკულია, უ. ზვიადაძე, მ. მარდაშოვა, დ. ჩუტკერაშვილი, შ. პეტრიაშვილი, ლ. ღლონტი სტატიაენერგია, 2015/ #1(73), გვ. 82-860 ISSN 1512-0120 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
გრუნტის ფიზიკური თვისებების შესწავლა თბილისში, დიღმის ველზე სასმელი წყლის მილსადენის განთავსების ტრანშეაშიზ. კაკულია, მ. ლაპიაშვილი, ხ. ავალიანი სტატიასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შრომათა კრებული, 2016/N4 (502) , გვ. 46-53 0 ISSN 1512-0996 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
აჭარისწყლის ხეობის მინერალური და თერმული წყლების რესურსების გაზრდისა და ათვისების პერსპექტივები.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტისტატიატექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2016/1(721), 54-610 ISSN 0310-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
მდ. ენგურსა და რიონს შორის ზღვის სანაპირო ზოლის თანამედროვე საინჟინრო-გეოლოგიური პირობები ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებითგ. იაშვილი, ზ. კაკულია, თ. იაშვილი, ზ.ვარაზაშვილისტატიასამთო ჟურნალი, 2017/1 (38) გვ. 47-520 ISSN:1512-407X ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ბიოკოროზიის გამომწვევი მიკროორგანიზმების ფიზიოლოგიური ჯგუფების განსაზღვრა სარეაბილიტაციო მილსადენის ლითონის მილებზე და მათი განთავსების გრუნტში (დიღმის ველზე) თ. ძაძამია, უ. ზვიადაძე, მ. მარდაშოვა, ზ. კაკულია, ლ. ღლონტი, დ. ჩუტკერაშვილი სტატიასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2017/ #1 (724), გვ. 45-56 0 ISSN 0130-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
Rational Use of Ajara-Trialeti Mineral Waters - One of the Reliable Ways to Resolve Social and Economic Problems of the Region.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტიკონფერენციის კრებულიმე-3 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2017/ გვ.89-920 ISBN 978-9941-20-832-4 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების მონიტორინგის ზოგიერთი შედეგის შესახებბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტისტატიატექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2017/2(725), გვ.105-1100 ISSN 0310-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
აჭარა-თრიალეთის მთიან-ნაოჭა ზონის მინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივა რეგიონში ბალნეოლოგიური კურორტების და სასმელ-სამკურნალო წყლების ჩამომსხმელი ქარხნების განვითარების საქმეში ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტისტატიატექნიკური უნივერსიტეტი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2018/1(727), გვ.69-750 ISSN 0310-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
მინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივები აჭარა-თრიალეთის რეგიონის მთის კურორტების განვითარების საკითხში.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულიაკონფერენციის კრებულიმე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2018/, გვ.85-870 ISBN 978-9941-28-064-1 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
Result of studies of causes contributing to deformation of accident-sensitive buildings and constructions in Tbilisiზ. ვარაზაშვილი, ზ. კაკულია, გ. ჭოხონელიძეკონფერენციის კრებულიმე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2018/ გვ.109-1110 ISBN 978-9941-28-064-1 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
იურული თიხაფიქლებიდან მანგანუმის მიღების შესაძლებლობის შესწავლა თ. ძაძამია, ზ. კაკულია, დ. ჩუტკერაშვილი, მ. მარდაშოვა სტატიასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2018/ #1 (727 ) 22-290 ISSN 0130-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
“SSPC” classification system-based assessment of slope sustainability of third mine tailingspile of the Madneuli quarryნ. ფოფორაძე, მ. მარდაშოვა, ზ. კაკულია, გ. ჭიაურელი, ნ. მომცემლიძე, ნ.ფოფორაძე კონფერენციის კრებულიმე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2019/ გვ.117-1200 ISBN 978-9941-28-432-8 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
The Study of Deposition Conditions and Geotechnical Properties of Loess-Like Sediments from the Midstream of the Kura River for the Improvement of Construction of Irrigation Systems.ზ. ვარაზაშვილი, ზ. კაკულია, ა. გიორგაძე, დ. ჩუტკერაშვილი, ო. ოქრიაშვილიკონფერენციის კრებულიმე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2019/ გვ.145-1470 ISBN 978-9941-28-432-8 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
საქართველოს სამხედრო გზის სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილზე მდებარე მინერალური წყლები მთის კურორტების განვითარების მნიშვნელოვანი რესურსია.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ხ. ზაგაშვილიკონფერენციის კრებულიმე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2019/ გვ.99-1010 ISBN 978-9941-28-432-8 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
    მათემატიკური მოდელირების მეთოდები გეოლოგიაში და ეკოლოგიაში (პროგრამული პაკეტი Excel) ვ. აბზიანიძე, დ. აბზიანიძე, ზ. კაკულია სტატია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომები 2019/ # 3(513), 29-39UDC 004 942, SCOPUS CODE1706 ISSN 1512-0996 https://doi.org/10.36073/1512-0996-2019-3-29-39ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა მათემატიკური ეკოლოგიის მეთოდების და გეოსაინფორმაციო სისტემის პროგრამების გამოყენებით ვ. აბზიანიძე, დ. აბზიანიძე, ზ. კაკულიასტატიასტუ-ს შრომები, 2021/# 3(521), 137-144UDC 502.7, SCOPUS CODE 2303 ISSN 1512-0996 DOI: https://doi.org/10.36073/1512-0996-2021-3-137-144ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ლოესისმაგვარი გრუნტების საინჟინრო გეოლოგიური კვლევა მდინარე მტკვრის შუა დინებიდანზ. ვარაზაშვილი, ა. გიორგაძე, ზ. კაკულია, დ. ჩუტკერაშვილიკონფერენციის კრებულიმე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2020, გვ.58-600 ISBN 978-9941-8-2574-3 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
არსებული ანთროპოგენური გეოლოგიური წარმონაქმნების ზემოქმედების შეფასება გარემოზე საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვისა. გიორგაძე, ზ. კაკულია, ზ. ვარაზაშვილიკონფერენციის კრებულიმე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2020/ გვ.27-280 ISBN 978-9941-8-2574-3 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ვაშლიჯვარის მეწყერის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა და მისი დინამიკის შეფასებაზ. კაკულია, ზ. ვარაზაშვილი, მ. მარდაშოვა, ა. სონღულაშვილი, დ. ჩუტკერაშვილიკონფერენციის კრებულიმე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2021/ გვ.58-600 ISBN 978-9941-28-854-8 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

კავკასიის გეოლოგიური პრობლემებითბილისი, საქართველო201026/11/2010 - 27/11/2010 ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდიBioremediation of Terra Rossa Soil in Territory of Oil Refineryზეპირი

ბოლო დროს ნავთობის დაბინძურებამ იმდენად დააზიანა გარემო, ბუნებრივი რემედიაციაც კი, რომელიც ხანგრძლივი პროცესია, ვერ უზრუნველყოფს ეკოლოგიურ ბალანსს, განსაკუთრებით განვითარებული მოსავლიანობის მქონე რეგიონებში, ისევე როგორც გადამამუშავებელი ინდუსტრია. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აკისრია მიკროორგანიზმებს, რომლებიც მთავარი მიზეზია, რომელიც იწვევს რემედიაციას. ჩვენ ვიყენებთ მიკროორგანიზმების სუფთა და შერეულ კულტურებს სხვადასხვა საკითხებთან ერთად უფრო სწრაფი რემედიაციისთვის, უფრო მეტი საკითხი განხილულია მოხსენებაშ. არსებობს მეტი ინფორმაცია გამოძიების შესახებ, რომელმაც მიგვიყვანა ამ გადაწყვეტამდე.

https://institutes.gtu.ge/uploads/2010 konferencia11.pdf
კავკასიის გეოლოგიური პრობლემებითბილისი, საქართველო201026/06/2010 - 27/06/2010 ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისამთო რეგიონის ეკოლოგიური პრობლემები და მინერალური რესურსების რაციონალური გამოყენებაზეპირი

მოხსენსბაში განხილულია სამთო რეგიონის ეკოლოგიური პრობლემები და მინერალური რესურსების რაციონალური გამოყენება. სამთო მოპოვებით გამოწვეული პრობლემები არღვევს გარემოს და ეკოლოგიურ სტაბილურობას. ჩვენ განვიხილავთ რა არის შესაძლო გადაწყვეტილებები გარემოსდაცვითი და თავად სამთო მოპოვებისთვის. დღესდღეობით მიკრობიოლოგიური გამოტუტვა არის საუკეთესო გამოსავალი, რომელიც საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ დავიცვათ გარემო ზიანისგან, არამედ შევინარჩუნოთ მოპოვება და კიდევ უფრო მეტი რესურსის გამომუშავება. მიკრობიოლოგიური გამოტუტვის უპირატესობა ის არის, რომ ის უფრო იაფია და ბევრად უფრო ეფექტურია. ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, სჭირდებათ ამ სახის გადაწყვეტის შემუშავება მათი სხვადასხვა უხვი მინერალური რესურსებისთვის. ამ მოხსენებაში ნახსენები კიდევ ერთი თემაა ბაქტერიული დამუშავების ტექნიკა, რომლის შემუშავება საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ რადიოაქტიური და კეთილშობილური ლითონების გამოტუტვის მეთოდი.

https://institutes.gtu.ge/uploads/2010 konf.pdf
მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო201701/06/2017 - 02/06/2017სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება აჭარა-თრიალეთის რეგიონის მინერალური წყლების რაციონალური გამოყენება -რეგიონის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საიმედო გზაზეპირი

. აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების მონიტორინგის შედეგად მოპოვებული მონაცემებისა და ფონდური და გამოქვეყნებული მასალის შეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია რეგიონის ჰიდროთერმო-მინერალური რესურსების პოტენციალის შეფასება. აჭარა-თრიალეთის მრავალფეროვანი ქიმიური შედგენილობისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე მინერალური წყლების რესურსების რაციონალური ათვისება, ეჭვი არაა, ხელს შეუწყობს სასმელი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი წყლების ჩამომსხმელი წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას და ბალნეოლოგიური და ბალნეო-კლიმატური კურორტების ქსელის გაფართოებას, რაც საგრძნობ წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური პრობლემების, პირველ რიგში, დასაქმების პრობლემის გადაჭრის საქმეში.  

http://www.msgeorgia2012.com/files/krebuli_2017.pdf
მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო201829/05/2019 - 30/05/2019სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებამინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივები აჭარა-თრიალეთის რეგიონის მთის კურორტების განვითარების საკითხში.ზეპირი

 საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აჭარა-თრიალეთის რეგიონში გვხვდება ცივთან ერთად ცხელი ნახშირმჟავა მინერალური წყლები. პირველები ძირითადად გავრცელებულია რეგიონის დასავლეთ ნაწილში (ნაბეღლავი, საირმე, დანისპარაული, ნამონასტრევი, კოკოტაური) და ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში (მიტარბი, მაჭარწყალი, წინუბანი, ვარდევანი, გუჯარეთი. რამნისხევი, ფლატე). ცხელი ნახშირმჟავა მინერალური წყლები თავმოყრილია რეგიონის ცენტრალურ ნაწილში (ბორჯომის ხეობა) და ახალციხის დეპრესიის ფარგლებში (ახალციხე, ნაქალაქევი და სხვ). რეგიონის მინერალური წყლების ნაწილი მეტნაკლებად ათვისებულია, მაგრამ არის ისეთი გამოვლინებები, რომელთა რესურსები მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენება, ან საერთოდ ხელუხლებელია (ზეკარის, აბასთუმნის, დვირის, სადგერის თერმები, მდინარეების გუჯარეთისწყლის და აჭარისწყლის ხეობების ნახშირმჟავა წყლები).რესურსების დიდი პოტენციალით თერმულ წყლებს შორის აღსანიშნავია აბასთუმნისა და ზეკარის მინერალური წყლების საბადოები. თავისი მოხერხებული ადგილმდებარეობით და შესანიშნავი ბუნებრივი პირობებით გამოირჩევა აბასთუმნის საბადო, რომლის სუსტი მინერალიზაციის (0,6გ./ლ-მდე) ქლორიდულ-სულფატური ნატრიუმიან-კალციუმიანი წყლის ტემპერატურა 480C-ს აღწევს. ათვისების თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესოა ზეკარის თერმული დიდდებიტიანი წყაროები, რომლებიდანაც გადმოედინება სუსტი მინერალიზაციის (0,15-0,20 მგ/ლ) 37 0C-იანი წყალი სილიციუმის მჟავის მომატებული შემცველობით (50მგ/ლ).ნახშირმჟავა წყლების დიდი რესურსის მიღების პერსპექტივით ძალზე მიმზიდველია მდ. გუჯარეთისწყლის ხეობაში არსებული გამოსავლები. აქ მიტარბის მინერალური წყლის ჭაბურღილიდან დაწყებული ხეობის მაღლა აყოლებით რამდენიმე გამოსავალია. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საშუალო მინერალიზაციის სოდიანი მინერალური წყლები: მაჭარწყალი, წინუბანი, აგრეთვე დაბალი მინერალიზაციის „ნარზანის“ ტიპის წყლები: ვარდევანი, რამნისხევი. ნახსენები ხეობის მინერალური წყლები გამოირჩევა გახსნილი თავისუფალი ნახშირორჟანგის აირის მაღალი შემცველობით. გეოლოგიური-საძიებო სამუშაოები არ შეხებია აგრეთვე მდ. აჭარისწყლის ხეობის ნახშირმჟავა წყლების გამოსავლებს. თავისი საინტერესო ქიმიური შედგენილობით მათ შორის საყურადღებოა დანისპარაულის საშუალო მინერალიზაციის (6,0 გ/ლ) სოდიანი წყალი. მართალია წყაროს დებიტი უმნიშვნელოა, მაგრამ საძიებო და საკაპტაჟო სამუშაოების ჩატარების შედეგად აქ შესაძლოა მიღებული იქნას მაღალი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე მინერალური წყლის რესურსი. ამ ხეობაში აღინიშნება ნამონასტრევის დაბალი მინერალიზაციის ნახშინმჟავა წყლების მცირედებიტიანი გამოსავლები.ამჟამად მიმდინარე მთის კურორტების განვითარების პროცესში საგრძნობი წვლილის შეტანა შეუძლია ამ რეგიონში არსებული სხვადასხვა ტიპის მინერალური წყლების რესურსების რაციონალურად ათვისებას. 

https://publishhouse.gtu.ge/ge/post/1048
მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო201829/05/2018 - 30/05/2018სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებაResult of studies of causes contributing to deformation of accident-sensitive buildings and constructions in Tbilisiზეპირი

განხილულია თბილისში არსებული ავარიებისადმი მგრძნობიარე, სახიფათო შენობებისა და ნაგებობების დეფორმაციის გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგები. თბილისში არსებული დეფორმირებული შენობა-ნაგებობების საძირკველად ძირითადად გამოიყენება შემდეგი ტიპის გრუნტები: 1. ანთროპოგენური, ანუ შევსებული გრუნტები, რომლებიც გავრცელებულია ქალაქის თითქმის მთელ ტერიტორიაზე და ფარავს მისი რელიეფის ზედა ფენებს. ეს ქანები ძალიან არაერთგვაროვანი სტრუქტურისაა და ძირითადად წარმოდგენილია თიხნარი ნიადაგებით სხვადასხვა სამშენებლო შიგთავსითა და ყოველდღიური ნარჩენებით. ეს ქანები არასწორად შესრულებული საინჟინრო-გეოლოგიური შეფასების შედეგად გამოიყენება შენობების საძირკვლად, რაც ხშირად იწვევს საკმაოდ უარყოფით შედეგებს; 2. დილუვიურ-პროლუვიუმრი წარმოშობის თიხნარი ტიპის ქანები; 3. თიხიანი ქანების შესწავლისას ჩვენს ყურადღებას იპყრობს ლოეს ნიადაგი. ეს საფუძვლები ფართოდ არის გავრცელებული. გაშრობისას მათ ახასიათებთ თიხნარის მსგავსი თვისებები, მაგრამ დასველებისას იწვევს დიდ ვერტიკალურ დეფორმაციას, ანუ მიწის ჩაძირვას, რაც საკმაოდ საშიშია შენობების ძირებისთვის.

https://publishhouse.gtu.ge/ge/post/1048
მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო201929/05/2019 - 30/05/2019სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება“SSPC” classification system-based assessment of slope sustainability of third mine tailingspile of the Madneuli quarryზეპირი


მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო201929/06/2019 - 30/06/2019სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებაThe Study of Deposition Conditions and Geotechnical Properties of Loess-Like Sediments from the Midstream of the Kura River for the Improvement of Construction of Irrigation Systems.ზეპირი

მოხსენება ეხება საქართველოში გავრცელებულ ლიოსისებურ ქანებს, მათ განსაკუთრებულ თვისებებს და ამ თავისებურებების გავლენას მშენებლობასა და ტერიტორიების ათვისებაზე. მოყვანილია მდ. მტკვრის შუა წელში გავრცელებული ლიოსისებური ქანების დაჯდომადი თვისებების მახასიათებლები და გათვალისწინებულია ის შესაძლო მოვლენები, რომელებიც შესაძლოა ამ ქანების გავრცელების ზონაში მშენებლობის წარმოებისას წარმოიშვას.

https://institutes.gtu.ge/uploads/2019 konfertencia.pdf
მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო201929/05/2019 - 30/05/2019სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებასაქართველოს სამხედრო გზის სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილზე მდებარე მინერალური წყლები მთის კურორტების განვითარების მნიშვნელოვანი რესურსია.ზეპირი

საქართველოს სამხედრო გზა საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო მაგისტრალია, რომელზეც წლის ნებისმიერ დროს სამხრეთიდან ჩრდილოეთით და პირიქით უწყვეტ ნაკადად მიედინება სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტი. სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე მიმდებარე ტერიტორიას მთის კურორტების აღსაშენებლად კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს ჯანსაღი ჰაერი და კამკამა ნახშირმჟავა მინერალური წყლების გამოსავლების სიმრავლე. გეოტექტონიკური თვალსაზრისით აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის ნაოჭა სისტემის ორი ზონის ყაზბეგ-ლაგოდეხის და მესტია-თიანეთის ნაოჭა ზონების კონტაქტზე.შეუწყობს მთიანი რეგიონის-ხევსურეთის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. საკვლევი ტერიტორიის მინერალური წყლების მრავალრიცხოვანი წერტილოვანი, თუ ფრონტალური გამოსავლები სივრცული სიახლოვის და წყლის ქიმიური შედგენილობის იდენტურობის მიხედვით შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: (ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ) ფანშეტის საბადო, სიონის წყარო, ყანობის ჭაბურღილი, კობის საბადო, საძელის ხევის ჯგუფი, კულაგინის ჯგუფი, დიდი და პატარა მაიორშა.ეს მინერალური წყლები გაჯერებულია ნახშირორჟანგა აირით; მათი მინერალიზაცია ძირითადად 2,0-4,0 გ/ლ ფარგლებშია. მინერალური წყლების გავრცელებაში ვლინდება მკაფიოდ გამოხატული კანონზომიერება: ყაზბეგ-ლაგოდეხის ზონის ფარგლებში გავრცელებული წყლები (ფანშეტიდან კობის ჩათვლით). საკვლევი ტერიტორიის მინერალური წყლები ცივია (ტემპერატურა 7-120ჩ ფარგლებში), არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, კამკამა გამჭირვალობისაა, უსუნოა, სასიამოვნო გემოსია, რასაც აძლიერებს მათი გაჯერება CO2-ით. პირველ რიგში ფრიად საინტერესოა ნახშირმჟავა ტუტე-მარილოვანი წყლების ტიპი (ფანშეტი, სიონი, კობის ჭაბურღილი), რომელთა რესურსების ბაზაზე ხელსაყრელია ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტების დაფუძნება. საკვლევი ტერიტორიის მინერალურ წყლებს შორის სოდის მაღალი შემცველობით მკვეთრად გამოირჩევა კობის ჭაბურღილი № 9-ში მიღებული მინერალური წყალი, რომლის მინერალიზაცია 4.0 გ/ლ-ს შეადგენს. კობის ჭაბურღილის მინერალური წყალი ქიმიური შედგენილობით ძლიერ წააგავს ბორჯომის საქვეყნოდ სახელგანთქმულ მინერალურ წყალს და მას გამოყენების ფართო პერსპექტივა აქვს, როგორც ბოთლირებულ, ისე ადგილზე მიღების გზით სასმელ-სამკურნალო თვალსაზრისით. დანარჩენი მინერალური წყლები დაბალი და სუსტი მინერალიზაციის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან ტიპს მიეკუთვნებიან (პატარა და დიდი მაიორშა, კულაგინის, საძელის ხევის და სხვ. წყაროები). მათ ბაზაზე ხელსაყრელია მინერალური წყლების პავილიონებისა და გადახურული ბიუვეტების მოწყობა. მდ. თერგის მარჯვენა შენაკადის მდ. ბიდარას ხეობაში არაღრმა (100-200 მ-ს სიღრმის) ჭაბურღილების გაყვანის შედეგად შესაძლებელია დიდი რაოდენობით მინერალური წყლების მოპოვებასთან ერთად ნახშირორჟანგა აირის მნიშვნელოვანი მარაგების გამოვლენა.

https://institutes.gtu.ge/uploads/2019 მე-5 ბ. მხეიძე, ზ.კაკულია, ა.სონღულაშვილ, ხ.pdf
მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო202024/09/2020 - 25/09/2020სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებაარსებული ანთროპოგენური გეოლოგიური წარმონაქმნების ზემოქმედების შეფასება გარემოზე საქართველოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვისზეპირი

მსოფლიოში ბოლოდროინდელმა სამეცნიერო პროგრესმა ძლიერი სტიმული მისცა ტექნოლოგიური პოტენციალის წინსვლას, რასაც მოჰყვა სამრეწველო, სატრანსპორტო, სამთო-გადამამუშავებელი ენერგეტიკული საწარმოების განვითარება და მშენებლობა, რომლებიც ტოვებენ ნეგატიურ ტექნოლოგიურ კვალს დედამიწის ზედაპირზე, ბუნებასა და ჩვენს საცხოვრებელ გარემოზე. უკვე აღიარებულია, რომ ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება დიდი რაოდენობით სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმოქმნა და დაგროვება მყარი ნარჩენების სახით. მაღალი ინდუსტრიული განვითარების ზოგიერთ რაიონში ეს პროცესი აღწევს იმ დონეს, რაც იწვევს ჩვენს ირგვლივ თანამედროვე გეოლოგიური წარმონაქმნების შექმნას, რაც იწვევს ორიგინალური ბუნებრივი ლანდშაფტის აშკარა ცვლილებას. ვინაიდან ეს წარმონაქმნები ჩაწერილია არაკონსოლიდირებული მყარი ნარჩენების გროვების სახით, ისინი ადვილად განიცდიან თანამედროვე გეოდინამიკურ და ჰიდროგეოლოგიურ პროცესებს და მათი გავრცელება და გავლენა გარემოზე უზარმაზარია. ხშირად ისინი უარყოფით გავლენას ახდენენ არა მხოლოდ საცხოვრებელ გარემოზე, არამედ მთელ ეკოსისტემაზე - მრავალი მავნე ნივთიერება, მძიმე ლითონი, ციანიდები, ნიტრატები, პესტიციდები, და ა.შ. იწვევს სასმელი წყლის, სასოფლო-სამეურნეო მიწის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების დაბინძურებას. საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. ამჟამად აქაც არის მსგავსი პრობლემები და არ არსებობს არანაირი მართვის ან რეგულირების ინსტრუმენტი ამ წარმონაქმნების აღრიცხვისა და კვლევისთვის. ზოგიერთ სფეროში არსებული ვითარება მოითხოვს საკითხის დაუყოვნებლივ გადაწყვეტას. მაგალითად, მადნეულის სამთო-გამდიდრების ქარხანა, მისი კუდსაწყობები და ნაგავსაყრელები, ჭიათურის მაღაროს საბადოები, ნედლეულის მაღაროები, საერთაშორისო ენერგეტიკული და სატრანსპორტო დერეფნები ზემოაღნიშნული ანთროპოგენური მასივების სისტემური მეცნიერული კვლევა ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა შემუშავებული. გარდა სხვა გარკვეული პროექტების ფარგლებში ჩატარებული კვლევებისა, რომლებიც მოიცავს აბსოლუტურად განსხვავებულ საკითხებს, როგორიცაა ღია მაღაროების ლიცენზირება, გზების და სხვა ხაზოვანი ნაგებობების მშენებლობა და ა.შ. შემოთავაზებული პროექტით გათვალისწინებული სიახლე მდგომარეობს იმაში. რომ ის საფუძველს ჩაუყრის სამრეწველო ნარჩენების მართვას საქართველოს ტერიტორიაზე, გაუმკლავდება მის პოტენციურ წარმოქმნას და გახდება მისი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ყოვლისმომცველი მექანიზმის ნაწილი, რომელიც ხელს შეუწყობს წარმონაქმნების გავრცელების და მათი საზღვრების ცვალებადობის შეფასებას. ასევე მიმდინარე პროცესების ფუნდამენტური კვლევა. ყოველივე ეს მოითხოვს საკითხების მეცნიერულ შესწავლას და მიგნებებზე დაყრდნობით ერთიანი მართვის სისტემის შემუშავებას საერთო ხედვის ჩამოყალიბებისა და დროული პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად. ყველა ეს ქმედება იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი და ემსახურება ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და მთელი ეკოსისტემის გაუმჯობესებას.

https://institutes.gtu.ge/uploads/2020 konferecia 24-25 septemberi .pdf
მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო202024/09/2020 - 25/09/2020საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, სტულოესისმაგვარი გრუნტების საინჟინრო გეოლოგიური კვლევა მდინარე მტკვრის შუა დინებიდანზეპირი

გამოკვლეული იყო მდინარე მტკვრის შუა დინება და კლასიფიცირებული იყო საველე პირობებში. გარდა ამისა, განხორციელდა ქანების სინჯების აღება ლაბორატორიული ტესტირებისა და ანალიზისთვის. განისაზღვრა საკვლევი ტერიტორიის საინჟინრო გეოლოგიური თვისებები, მათ შორის in situ ველის სიმკვრივე, სპეციფიკური სიმძიმე, სითხის ზღვარი, პლასტიკური ზღვარი, პლასტიურობის ინდექსი, შეკუმშვის ზღვარი და კონსოლიდაციის მახასიათებლები, როგორიცაა ჩაძირვის კოეფიციენტი (კოლაფსი). გამოვლინდა სამი სხვადასხვა ტიპის ლოსის მსგავსი სილა, მათ შორის მოყვითალო-ყავისფერი და მოყვითალო-ნაცრისფერი სილა და ქვიშა. ნალექების მიკროსკოპული კვლევების შედეგები დაკავშირებული იყო ფიზიკურ და მექანიკურ თვისებებთან. შესწავლილი ნიადაგები კოლაფსირებული ტიპისაა და მუდმივი ზეწოლის ქვეშ ჭარბი დატენიანებით მკვეთრად იზრდება მათი ჩაძირვა. სხვადასხვა ტიპის კრიტერიუმები შემოწმდა ლოესის მსგავსი ნალექების კოლაბუნდობის შესაფასებლად, ყველაზე მისაღები და აქტუალური შეირჩა და დაზუსტდა როლურ კრიტერიუმად. ტერიტორიის გამოკვლევისა და ლაბორატორიული ტესტების ჩატარების შემდეგ ნიადაგის დაშლის პოტენციალი დადასტურდა შერჩეული კრიტერიუმების შედარების გზით.

https://institutes.gtu.ge/uploads/2020 6 კონფერენცია.pdf
მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო202128/10/2021 - 29/10/2021საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, სტუვაშლიჯვარის მეწყერის საინჟინრო-გეოლოგიური შესწავლა და მისი დინამიკის შეფასებაზეპირი

ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, საბურთალოსა და დიღომის დამაკავშირებელ გზაზე (მ მაჭავარიანის ქუჩა) მომხდარმა მეწყერმა დიდი რეზონანსი გამოიწვია ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალისტთა ჯგუფი. მიმდინარე წლის მარტში ჯგუფმა რამდენჯერმე დაათვალიერა მეწყერისა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც გამოიტანა შემდეგი დასკვნები: ასეთი შემთხვევების წარმოშობის ფაქტორები უნდა ვეძებოთ გეოლოგიურ პირობებში, კერძოდ ლითოლოგიურ სტრუქტურაში. აღნიშნული ფერდობი, წარმოდგენილია შუა ეოცენის ქვიშაქვებისა და არგილიტების მონაცვლეობით. ფერდობებზე ჩამოყალიბებულია შესუსტების ზონები. ამ ყველაფერს ემატება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება: ამ კლდეების კალაპოტის ფორმები ემთხვევა ფერდობის მიმართულებას, რაც აორმაგებს მეწყრების ალბათობას.

კვლევამ შესაძლებელი გახადა იმ ბუნებრივი ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც ხელს უწყობდნენ მეწყერს, მათ შორის:

1. გეოლოგიური ფაქტორები:

- ფერდობების აგებაში მონაწილეობენ ქვიშაქვები არგილიტის შრეებით. ამ ქანების დახრილობა ფერდობის მსგავსია, რაც რამდენჯერმე ზრდის მეწყრების ალბათობას;

-ქვიშაქვები და განსაკუთრებით არგილიტები - ძალიან ადვილად გამორეცხილი ქანებია, რის გამოც ფერდობებზე სუსტი ზონები წარმოიქმნება.

2. ზემოხსენებულ გეოლოგიურ ფაქტორებს უნდა დავუმატოთ შემდეგი ბუნებრივი ფაქტორები:

- ატმოსფერული ნალექების ზემოქმედება - ქანების გაბზარვის გამო ისინი დაუბრკოლებლად შედიან ფერდობის სიღრმეში და ამცირებენ ქანებს შორის დატკეპნას,

-სეისმური დარტყმები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეწყრული ფერდობის სტაბილურობის შესუსტებაში. მეწყერის წინა პერიოდში ეს მოვლენები საკმაოდ აქტიური იყო

  მეწყერის ჩამოწოლის ძირითადი მიზეზი გზის სამშენებლო სამუშაოებია, რომლის დროსაც ფერდობები არასწორად მუშავდება, რაც მამოძრავებელი ძალების გაჩენას უწყობს ხელს.


https://institutes.gtu.ge/uploads/2021 წ. თეზისი.pdf

Web of Science: 0
Scopus: 0
Google Scholar: 0

მძიმე მეტალებით დაბინძურებული საქართველოს მსხვილი სამთამადნო რეგიონების მიმდებარე ტერიტორიების ბიორემედიაცია. აღნიშნული პროექტი ფარგლებშ ჩატარდა საველე ექსპედიცია დაბა კაზრეთსა და ჭიათურაში. აღედულ იქნა მადნეულიდან და ჭიათურიდან წარმოების ნარჩენების ნიმუშები და სპეციალურად მომზადებულ ტორფის ხსნარში ჩატარედა ანალიზები. ატომურ-აბსორბციულ ხელსაწყოზე მოხდა ტოქსიკურობის შეფასება.ჭიათურა - კაზრეთი15/06/2003 - 17/07/2003სახელმწიფო ბიუჯეტი
პროექტი: მათემატიკური ეკოლოგიის მეთოდების გამოყენება მდინარეული წყლების ტოქსიკური მეტალებით დაბინძურების პრობლემების გადასაჭრელად (მდ. ლუხუნი და ყვირილა). ჩატარებული იყო ექსპედიცია ამბროლაურის რაიონში. ექსპედიციების მიზანი იყო საჭირო მასალების მოპოვება (წყლის სინჯების აღება მდ. ლუხუნის) იმისათვის, რომ განსაზღვრულიყო მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობა.ამბროლაურის რაიონი01/09/2020 - 01/10/2020სახელმწიფო ბიუჯეტი
პროექტის: მათემატიკური ეკოლოგიის მეთოდების გამოყენება მდინარეული წყლების ტოქსიკური მეტალებით დაბინძურების პრობლემების გადასაჭრელად (მდ. ლუხუნი და ყვირილა) ჩატარებული იყო რამოდენიმე ექსპედიცია ამბროლაურის რაიონში. ექსპედიციების მიზანი იყო საჭირო მასალების მოპოვება (წყლის სინჯების აღება მდ. ლუხუნის) იმისათვის, რომ განსაზღვრულიყო მდინარის ეკოლოგიური მდგომარეობა.ზაჰესი - წითელი ხიდი19/05/2019 - 30/05/2019სახელმწიფო ბიუჯეტი
ჭიათურის მანგანუმის საბადოს რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის პერსპექტივები და გარემოს დაცვის შესაძლებლობები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა ჭიათურის რაიონში და მის შემოგარენში სარეკოგნოსცირებო სამუშაოები. დარკვეთის, რგანის, ითხვისის, მღვიმევისა და პერევის მაღაროების ბიბდებარე ტერიტორიებიდან აღებული იქნა მანგანუმის საბადოს წარმოების ნარჩენების, ფუჭი და გადასახსნელი ქანების, ნაყარისა და კუდების ნიმუშები. მოხდა მათი ტრანსპორტირება, საანალიზოდ პრეპარირება და ლაბორატორიული ცდების ჩატარება იშვიათი ლითონების ბაქტერიული გამოტუტვის შესაძლებლობის დასადგენად.ჭიათურის რაიონი15/10/2012 - 30/10/2012სახელმწიფო ბიუჯეტი
იურული თიხაფიქლებიდან მანგანუმის მიღების ბიოქიმიური მეთოდის დამუშავება. პროექტის ფარგლებში ჩატარდარ სარეკოგნოსცირებო სამუშაოები, რაჭაში, კახეთსა და დუშეთის რაიონებში. აღებულ იქნა ნიმუშები, მოხდა მათი დაქუცმაცება, გადაწონვა და მომზადება ექსპერიმენტებისათვის. მოხდა ტორფის ჩამოტანა მალთაყვიდან რის საფუძველზეც მომზადდა გამომტუტავი ხსნარი.რაჭის, კახეთისა და დუშეთის რაიონები15/07/2013 - 15/08/2013სახელმწიფო ბიუჯეტი
საქართველოს სამხედრო გზის სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა პროექტის ფარგლებში გამოკვლეულია მცხეთა-მთიანეთის მინერალური წყლების გამოსავლები, გაკეთებულია ჰიდროგეოლოგიური აგეგმვა.მცხეთა- მთიანეთის რაიონი21/06/2018 - 20/07/2018სახელმწიფო ბიუჯეტი
სვანეთისა და მთის რაჭის მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა პროექტის ფარგლებში გამოკვლეულია ზემო სვანეთის მინერალური წყლების 25 გამოსავალი. ხუთი მათგანი მდინარეების ადიდების შედეგად ჩამოტანილი მასალითაა დაფარული და მათი დასინჯვა არ მოხერხდა. შესწავლილი წყაროები მდ. ენგურის მარჯვენა შენაკადების ხეობებში არის განლაგებული. ზემო სვანეთის მინერალური წყლების საერთო დახასიათება: ნახშირორჟანგიანი ტიპი ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიან-კალციუმიანი ან კალციუმიან ნატრიუმიანია. ჯანმრთელობისათვის საზიანო მიკროელემენტებს მძიმე ლითონების სახით არ შეიცავს.მესტიის რაიონი 23/08/2019 - 23/08/2019სახელმწიფო ბიუჯეტი
ზემო სვანეთისა და მთის რაჭის მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა პროექტის ფარგლებში შესწავლილი იყო მთის რაჭის მინერალური წყლების წყაროები და ჭაბურღილები (სულ 12 გამოსავალი), წყაროები სოფელ გლოლაში, ღების ჭაბურღილი და ლაშიჭალას მინერალური წყლების ჯგუფი. გაკეთებული იქნა მინერალური წყლების საველე-ქიმიური ანალიზები, წყლის დებიტისა, pH-ის და ტემპერატურის განსაზღვრა.ონის რაიონი17/06-16/07/ 2020სახელმწიფო ბიუჯეტი
კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი ფერდობის მინერალრი წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა მინერალური წყლების წყაროები და ჭაბურღილები. საველე პირობებში შესწავლილი იქნა გამოსავლების გეოლოგიური პირობები, გაკეთდა მინერალური წყლების საველე ქიმიური ანალიზები, გაზომილია ტემპერატურა და დებიტი. დუშეთის მუნიციპალიტეტი24/06-23/07/2021სახელმწიფო ბიუჯეტი

დისერტაციის რეცენზირება


ახალციხის და ასპინძის რაიონში, მდ. მტკვარზე, ჰიდროტექნიკური კომპლექსის მშენებლობის საინჟინრო-გეოლოგიური პირობების შეფასებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
მდინარე არაგვის აუზის თანამედროვე ეგზოდინამიკური პროცესების კვლევა და საინჟინრო-გეოლოგიური შეფასებასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა


მდინარე მტკვრის ქვემო დინებაში გავრცელებული ლიოსისებური ქანების კვლევა ტერიტორიების რაციონალურად ათვისებისა და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნითსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ქალაქ თბილისში ლიბნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მეწყერის საინჟინრო გეოლოგიური პირობებისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სადოქტორო თემის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა


გოდერძის უღელტეხილის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გასწვრივ განვითარებული საინჟინრო გეოლოგიური მოვლენების შესწავლასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
აჭარის ხეობის ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის საინჟინრო გეოლოგიური პირობების შესწავლასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შემუშავება არიდული ზონის მთიანი რეგიონების სასმელი წყლით მომარაგების მიზნითსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

უცხოურ ენებზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


ქართულ ენაზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


რეფერირებული ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის მთავარი რედაქტორობა


სამეცნიერო პროფესიული ჟურნალის/ კრებულის რეცენზენტობა


მუხრანის წყალამღების ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური პირობები და საექსპლუატაციო ჭაბურღილების ჰიდროდინამიკური რეჟიმის შესწავლასაქართველო10/06/2021
სარწყავი მასივების მელიორაციული ჰიდროგეოლოგიასაქართველო10/06/2019

რეფერირებული სამეცნიერო ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრობა


მეცნიერება და ტექნოლოგიებისაქართველო03/01/2013
სსიპ ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის XVII შრომათა კრებული საქართველო10/06/2009
მეცნიერება და ტექნოლოგიებისაქართველო05/01/2014
მეცნიერება და ტექნოლოგიებისაქართველო04/01/2015
მეცნიერება და ტექნოლოგიებისაქართველო03/01/2016
მეცნიერება და ტექნოლოგიებისაქართველო03/01/2017
მეცნიერება და ტექნოლოგიებისაქართველო03/01/2018
მეცნიერება და ტექნოლოგიებისაქართველო03/01/2019
მეცნიერება და ტექნოლოგიებისაქართველო05/01/2020
მეცნიერება და ტექნოლოგიებისაქართველო03/01/2021
მეცნიერება და ტექნოლოგიებისაქართველო09/06/2022
სსიპ ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებული XVIსაქართველო10/09/2007

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტში/გრანტში მონაწილეობა


სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მხარდაჭერილ პროექტში/ გრანტში მონაწილეობა


საქართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური პრობლემების კვლევა რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და გარემოს დაცვის მიზნით.სახელმწიფო ბიუჯეტი 3/01/2018 - 29/12/2022ხელმძღვანელი
ქ. თბილისის ავარიულ შენობა-ნაგებობათა დეფორმაციების გამომწვევი მიზეზების კვლევა და მათი საწინააღმდეგო ღონისძიებების დასახვასახელმწიფო ბიუჯეტი05/01/2015 - 28/12/2017ძირითადი შემსრულებელი
იურული თიხა-ფიქლებიდან მანგანუმის მიღების ბიოქიმიური მეთოდის დამუშავება.სახელმწიფო ბიუჯეტი 2/01/2013 - 30/12/2014ძირითადი შემსრულებელი
გრუნტის დეფორმაციის მოდულის ლაბორატორიული წესით განსაზღვრის ახალი მეთოდი.სახელმწიფო ბიუჯეტი 8/01/2013- 30/12/2014ხელმძღვანელი
ქ. თბილისის დელუვიურ-პროლუვიური გრუნტები, როგორც შენობა-ნაგებობათა ფუძეები და მათი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები.სახელმწიფო ბიუჯეტი 3/01/2011 - 27/12/2012ხელმძღვანელი
ჭიათურის მანგანუმის საბადოს რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის პერსპექტივები და გარემოს დაცვის შესაძლებლობები.სახელმწიფო ბიუჯეტი 3/01/2010 - 27/12/2012ძირითადი შემსრულებელი
სამთო წარმოების ნარჩენების უტილიზაციის შედეგად ოქროს მიღების პერსპექტივები მადნეულის საწარმოს მაგალითზე.სახელმწიფო ბიუჯეტი 8/01/2008 - 30/12/2010ძირითადი შემსრულებელი
ქ.თბილისის კლდოვანი ქანების, როგორც ფუძე-გრუნტების საინჟინრო-გეოლოგიური დახასიათება.სახელმწიფო ბიუჯეტი3/01/ 2008 - 30/12/2010ძირითადი შემსრულებელი
მძიმე მეტალებით დაბინძურებული საქართველოს სამთამადნო რეგიონების მიმდებარე ტერიტორიების ბიორემედიაცია.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი 13/01/2002 - 24/12/2004ძირითადი შემსრულებელი
ქანებიდან და ღარიბი მადნებიდან ბიოქიმიური გამოფიტვის თავისებურებანი და მისი გეოეკოლოგიური მნიშვნელობასახელმწიფო ბიუჯეტი 05/01/1999 - 29/12/2001ძირითადი შემსრულებელი

პატენტის ავტორობა


უფლება ქართულ ან უცხოურ სასაქონლო ნიშანზე, სასარგებლო მოდელზე


-

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ან სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრობა


საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრობა


საერთაშორისო საინჟინრო გეოლოგიის ასოციაციის (IAEG) საქართველოს საინჟინრო გეოლოგიის ჯგუფი2008 -დღემდე
საერთაშორისო ჰიდროგეოლოგიური ასოციაცია (IAH) 2010 -დღემდე

კონფერენციის საორგანიზაციო/ საპროგრამო კომიტეტის წევრობა


მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ28/10/2021 - 29/10/2021
მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ24/09/2020 - 25/09/2020
5-rd International Scientific-Practical Conference on Up-to-date Problems of Geology 29/05/2019 - 30/05/2019
მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ29/05/2018 - 30/05/2018
მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ01/06/2017 - 02/06/2017
პროფ. ი.ბუაჩიძეს 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია05/10/2007 - 07/10/2007

ჯილდო ეროვნული/ დარგობრივი პრემია, ორდენი, მედალი და სხვ.


საპატიო წოდება


მონოგრაფია


სახელმძღვანელო


სტატია მაღალ რეიტინგულ და ადგილობრივ ჟურნალებში


გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა მათემატიკური ეკოლოგიის მეთოდების და გეოსაინფორმაციო სისტემის პროგრამების გამოყენებით. სტუ-ს შრომები, 2021/# 3(521), 137-144სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

ინდუსტრიის განვითარების და მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პირობებში უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსების სწორ გამოყენებას. ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისთვის, მონიტორინგისა და მართვისთვის საჭიროა ყველა მისი კომპონენტების ეკოლოგიური, კარტოგრაფიული და სხვა ტიპის ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილების მიღება. არსებობს სხვადასხვა მეთოდი ამ ამოცანის გადასაწყვეტად. სტატიაში მოყვანილია იმ მეთოდის მოკლე აღწერა, რომელიც ჩვენ გამოვიყენეთ მდ. მტკვრის ერთ-ერთი მონაკვეთის ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისთვის, კერძოდ, მძიმე მეტალების შემცველობის განსაზღვრა მონაკვეთზე ზაჰესი – წითელი ხიდი. ანტროპოლოგიური ზემოქმედების ხარისხი მდინარეულ წყლებზე შეფასებული იყო მათემატიკური მოდელირების თანამედროვე მეთოდების და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. ინფორმაციის მათემატიკური დამუშავება შეიცავდა მათემატიკური ეკოლოგიის მთელ სპექტრს, დაწყებული მათემატიკური სტატისტიკიდან – დამთავრებული რთული მოდელით. აგრეთვე გამოყენებული იყო გეოსაინფორმაციო პროგრამების ძირითადი ფუნქციები: ინფორმაციის ორგანიზება, დამუშავება, ანალიზი, შემოწმება, ვიზუალიზაცია და სხვა. შედეგად შეიქმნა თემატიკური რუკები, რომლებიც ასახავს მძიმე მეტალების კონცენტრაციას და აგრეთვე ცვილებების დინამიკას. შემუშავებული მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ობიექტის შეფასებისთვის, ამ მეთოდის საშუალებით მარტივად და მცირე ხარჯებით შეგვიძლია ვაწარმოოთ ეკოლოგიური მონიტორინგი.

http://shromebi.gtu.ge/ka/?page=index&id=143
მათემატიკური მოდელირების მეთოდები გეოლოგიაში და ეკოლოგიაში (პროგრამული პაკეტი Excel), სტუ-ს შრომები, 2019/ # 3(513), 29-39სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

გეოლოგიური ობიექტების, ეკოლოგიური სისტემების თვისებების აღწერის, კლასიფიკაციისა და მათი ქცევის პროგნოზირებისთვის საჭიროა მათემატიკური მოდელის შექმნა. მოდელის შექმნის პროცესი საკმაოდ რთულია და რამდენიმე ეტაპისგან შედგება. დაკვირვების ან ექსპერიმენტების შედეგად მიღებული მონაცემები მუშავდება სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით. კომპიუტერული ტექნოლოგიების ფართო გამოყენებამ შესაძლებელი გახადა გეოლოგიისა და ეკოლოგიის ყველა დარგში ახალი ტექნოლოგიების გამოყენება. პროგრამა Excel-ის ინსტრუმენტების ნაკრების და ფუნქციების გამოყენებით შესაძლებელია მონაცემების სტატისტიკური დამუშავება. ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლები, როგორიც არის საშუალო მნიშვნელობა, დისპერსია, ასიმეტრია, კვადრატული ფესვი დისპერსიიდან, ექსცესი და სხვა თავმოყრილია ერთ ოფციაში, რამდენიმე აუცილებელი სტატისტიკური მახასიათებელი შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი ფუნქციით (ძირითადად სტატისტიკური და მათემატიკური), რაც დაწვრილებითაა აღწერილი. 

http://shromebi.gtu.ge/storage/archit/133/shroma-3513.pdf
"იურული თიხაფიქლებიდან მანგანუმის მიღების შესაძლებლობის შესწავლა, მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2018, #1 (727 ), სტუ "სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

შესწავლილია საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი იურული თიხაფიქლების ნიმუშებისაგან მანგანუმის გამოტანის შესაძლებლობა ჰეტეროტროფული მიკროორგანიზმების გამოყენებით. თიხაფიქლების ზედაპირული ფენიდან და არხოტის გვირაბში გარკვეული სიღრმეებიდან აღებულ მასალებში ბაქტერიული გამოტუტვის მეთოდით მიღებული შედეგები ადასტურებს შემოთავაზებული მეთოდიკის უპირატესობას სხვა ქიმიურ თუ დღეისათვის არსებულ ბაქტერიულ მეთოდებთან შედარებით. დადგენილია, რომ ერთნაირ პირობებში ექსპერიმენტების ეფექტი უკუდამოკიდებულია ქანში ელემენტის შემცველობასთან. რაც შეეხება თიხაფიქლებისაგან ბაქტერიული მეთოდით მიღებული მანგანუმის რაოდენობას, ტორფის ექსტრაქტში მისი გადასვლის მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია და ორგანულ-მინერალური ხსნარიდან ელექტროქიმიური გზით ამ ელემენტის ამოღების შემთხვევაში იურული თიხაფიქლებისაგან მანგანუმის მიღების დიდი პერსპექტივა ისახება

https://publishhouse.gtu.ge/ge/index/?id=90
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების მონიტორინგის ზოგიერთი შედეგის შესახებ,მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2(725), 2017, სტუსახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

2015-2016 წლებში ჩატარებული აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლებისმონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მინერალური წყლების მთელ რიგ გამოსავლებში მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მინერალური წყლების მთელ რიგ გამოსავლებში მიმდინარეობს დებიტის კლებისა და ქიმიური შედგენილობის ცვლილებების პროცესები. სტატიაში განხილულია კოკოტაურის, ბოგაურის, ნაბეღლავის და ნუნისის მინერალური წყლები, რომლებშიც ყველაზე მკვეთრად შეინიშნება ეს მოვლენები. 

https://publishhouse.gtu.ge/public_html_old/storage/archit/77/pdf-1501244542-bKzW3sXYla5UY4BKT7FibwkJkrEBOo6Z.pdf
"ბიოკოროზიის გამომწვევი მიკროორგანიზმების ფიზიოლოგიური ჯგუფების განსაზღვრა სარეაბილიტაციო მილსადენის ლითონის მილებზე და მათი განთავსების გრუნტში (დიღმის ველზე), მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2017 , #1 (724), სტუ "სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

შესწავლილია კოროზიის გამომწვევი მიკროორგანიზმების (გოგირდის ბაქტერიები, რკინის დამჟანგველი, სულფატმარედუცირებელი ბაქტერიები და ობის სოკოები) შემცველობა ტრანშეის გრუნტის სხვადასხვა მონაკვეთზე; განსაზღვრულია მათი თვისებრივი მახასიათებლების კავშირი გრუნტის ქიმიურ შედგენილობასა და ფიზიკურ თვისებებს შორის; დადგენილია გამოვლენილი მიკროორგანიზმების როლი რკინის მიღებაზე კოროზიული პროცესების განვითარებაში, მათი რაოდენობიობრის გავლენა ბიოკოროზიის ხარისხსა და მის მიმდინარეობაზე.

https://publishhouse.gtu.ge/public_html_old/storage/archit/74/pdf-1491380158-tQ5HnZW2xgsCN7cSbu93nJ2KDCEqFzq3.pdf
მდ. ენგურსა და რიონს შორის ზღვის სანაპირო ზოლის თანამედროვე საინჟინრო-გეოლოგიური პირობები ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, სამთო ჟურნალი, 2017/1 (38)სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

სტატიაში განხილულია მდინარეების ენგურისა რიონს შორის ზღვის სანაპირო ზონის თანამედროვე საინჟინრო-გეოლოგიური პირობები. განსაზღვრულია ამ პირობებზე მოქმედი ძირითადი ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების როლი, მოცემულია საკვლევი რაიონის სანაპირო ზონის საინჟინრო-გეოლოგიური დარაიონება. დასახულია მისი ლითოდინამიკა. შემოთავაზებულია ღონისძიებები ზღვის სანაპირო ზონის გეოლოგიური გარემოს გასაუმჯბესებლად.

https://mining.org.ge/uploads/files/2018-09/1537091936_mining-journal_2017_n138.pdf
აჭარისწყლის ხეობის მინერალური და თერმული წყლების რესურსების გაზრდისა და ათვისების პერსპექტივები.სტუ,მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2016,1(721სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

სტატიაში განხილულია აჭარისწყლის ხეობის ფრიად მიმზიდველი ბუნებრივი პირობები, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მიწისქვეშა მინერალურ და თერმულ წყლებს, რომლებიც ქიმიური შედგენილობისა და ფიზიკური თვისებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ წყლების რესურსები შედარებით მცირეა, რაც, ავტორთა აზრით, განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებით, რომ ამ ტერიტორიის მინერალურ და თერმულ წყლებზე არ ჩატარებულა დეტალური გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები. დასაბუთებულია ამ წყლების რესურსების გაზრდის შესაძლებლობანი, რაც ხელს შეუწყობს სასმელ-სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების მინერალური წყლების ჩამოსხმის ორგანიზებას და მთელი წლის განმავლობაში მოქმედი ბალნეოლოგიური და ბალნეოკლიმატური კურორტების აღმშენებლობას.

https://publishhouse.gtu.ge/public_html_old/storage/archit/26/pdf-1464862124-1d7Guht2eZkuGkgeYEBFpYOJIRuSEmOC.pdf
გრუნტის ფიზიკური თვისებების შესწავლა თბილისში, დიღმის ველზე სასმელი წყლის მილსადენის განთავსების ტრანშეაში, სტუ, შრომათა კრებული, 2016, N4 (502)სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

სასმელი წყლის მილები გარკვეული დროის გასვლის შემდეგ საჭიროებს გამოცვლას, რადგან განიცდის მავნე ფაქტორების ზემოქმედებას, ზიანდება კოროზიული პროცესების მიმდინარეობის გამო და ვეღარ უზრუნველყოფს მოსახლეობის მომარაგებას სუფთა სტანდარტული სასმელი წყლით. იმისათვის, რომ გახანგრძლივდეს ახლად ჩაწყობილი მილების გამძლეობის ვადა, აუცილებელია წინასწარ გამოვიკვლიოთ ყველა ის ცნობილი აგრესიული აგენტი, რომლის განსაზღვრა შეამცირებს რკინის მილებზე კოროზიის წარმოქმნის შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი ძლიერი აგენტი არის აგრესიული არე-გრუნტი. კოროზიული რღვევის ამ სახეობას ექვემდებარება ნიადაგში მდებარე ლითონები და ლითონთა კონსტრუქციები, მათ შორის, მიწისქვეშა რეზერვუარები, მილსადენები, კაბელები და სხვა. გრუნტისმიერი კოროზიის მექანიზმის განსაზღვრისათვის და ახლად ჩაწყობილი მილების კოროზიული პროცესებისაგან დასაცავად, სასმელი წყლის მილსადენის განთავსების ტრანშეაში ჩატარებულია გრუნტის საკვლევი ნიმუშების ლითოლოგიის ვიზუალური აღწერა. შესწავლილია გრუნტის ფიზიკური მახასიათებლები და ქიმიური თვისებები, მისი გრანულომეტრიული შედგენილობა. დადგენილია კოროზიის გამომწვევი თითოეული ფაქტორის როლი პროცესის განვითარებაში.

http://shromebi.gtu.ge/storage/archit/73/pdf-1490183479-tFQzs1Uf3p0UCAhDfhepKpNgqlcQCRgf.pdf
К вопросу об использовании метода бактериального выщелачивания для извлечения силиция из кварцевой руды, სამეცნიერო- ტექნიკური ჟურნალი ენერგია, 2015, #1(73)სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

შესწავლილი იქნა კვარციდან სილიციუმის გამოტუტვის შესაძლებლობა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ

ექსტრაგირებული სილიციუმის მაქსიმალურმა რაოდენობამ შეადგინა 86 კგ 1 ტ ქანზე. ამ მეთოდის

ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საჭიროა ექსპერიმენტების გაგრძელება. ცხრ. 2, ლიტ. 7 დას.

http://www.energyonline.ge/j-2015/kartu/1(73).pdf
"Некоторые результаты экспериментальных исследований экстракции металлов и их геоэкологическое значение, რეფერირებადი სამეცნიერო- ტექნიკური ჟურნალი ენერგია, 2014, #1(69)"სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

"განხილუია ქანიბიდან, მადნიდან და ნარჩენებიდან ლითონთა გამოყოფა ნიადაგის მიკროორგანიზმების მრავალრიცხოვანი პოპულაციების მეშვეობით. შემოთავაზებულ მეთოდიკაში ბაქტერიული გამოტუტვის პროცესში ჩართულია ბიოორგანული კომპლექსი, რომელიც დამზადებულია ტორფის ბაზაზე. დადგენილია მიკრობთა ბიოქიმიური მოქმედების იშვიათი, ძვირფასი და რადიოაქტიური ლითონების გამოტანისა და გამდიდრების განსხვავებული ტენდენციები. მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას წარმოების ნარჩენებისა და ნაყარების ტოქსიკური ელემენტებისგან გასაწმენდათ. ილ. 2, ლიტ. 7 დას. "

http://www.energyonline.ge/j-2014/kartu/1(69).pdf
ლიოსისებრი გრუნტების საწყისი ჩაჯდომადი წნევის განსაზღვრის შესახებ, სამთო ჟურნალი, 2013/1 (30)სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

სტატიაში განხილულია ლიოსისებური გრუნტების საწყისი დაჯდომის სიდიდის Pს განსაზღვრის ახალი მეთოდი, რომელიც ემყარება გრუნტების ზღვრული წონასწორობის პირობებს. ჩვეულებრივად ლიოსისებური გრუნტების საწყისი დაჯდომადობა Pს განისაზღვრება ლაბორატორიული ცდებით. გრუნტის ნიმუშს, რომელიც მოთავსებულია კომპრესიის ხელსაწყოში ასველებენ და ზრდიან გრუნტზე მოქმედ ვერტიკალურ დატვირთვას და საზღვრავენ იმ წნევას, როდესაც გრუნტი იწყებს დეფორმაციას. ჩვენი წინადადებით Pს შეიძლება განისაზღვროს ლიოსისმაგვარი გრუნტის ჭრაზე გამოცდიდათ. ე.ი. Pს მოცემული დატვირთვისათვის ტოლია გრუნტის ძვრისადმი წინაღობის Sp-ის

https://mining.org.ge/mining-journal.html
აჭარა-თრიალეთის მთიან-ნაოჭა ზონის მინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივა რეგიონში ბალნეოლოგიური კურორტების და სასმელ-სამკურნალო წყლების ჩამომსხმელი ქარხნების განვითარების საქმეში. ტექნიკური უნივერსიტეტი. მეცნიერება და ტექნოლოგიები. 2018სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლები გამოირჩევა გამოსავლების სიმრავლით და აირული და ქიმიური შედგენილობის მრავალფეროვნებით. აქ, შედარებით მცირე ტერიტორიაზე, დაფიქსირებულია როგორც ნახშირორჟანგიანი, ისე აზოტიანი და მეთანიანი ცივი, თბილი და ცხელი წყლები. მოკლედ გადმოცემულია 2015_2017 წლებში ჩატარებული მინერალური წყლების გამოსავლების მონიტორინგის ძირითადი შედეგები და მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები მათი რესურსული პოტენციალის გაზრდის გზების შესახებ.

https://publishhouse.gtu.ge/ge/index/?id=90

პუბლიკაცია სამეცნიერო კონფერენციის მასალებში, რომლებიც ინდექსირებულია Web of Science-ში და Scopus-ში