გიორგი ომსარაშვილი

მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი

დაასკანერე

ჩემი საქმიანობა ეხება ზედაპირული (მდინარეული) ჩამონადენისა და მიწიექვეშა წყლების კვლევას წყალმომარაგების მიზნებისათვის, მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების დადგენას. ამ წყლების რაციონალური გამოყენებისათვის რეკომენდაციების მომზადებასა და საწყალსადენო ნაგებობათა ოპტიმალური ვარიანტების შერჩევას.

მდ. ჭერემისხევის კალაპოტში ფორმირებული წყლების ხარისხის შეფასება სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების მიზნებისათვისგ. ომსარაშვილისტატიატექნიკური უნივერსიტეტი. სტუ-ის შრომები, 2021. №1 (519) გვ.136-147.http://shromebi.gtu.ge/admin/uploads/shroma%20N1(519)/010-OMSARASHVILI.pdf ISSN 1512-0996 ქართულისაგრანტო პროექტი

Web of Science: 0
Scopus: 0
Google Scholar: ციტირების ინდექსი-10, H-ინდექსი-2

დისერტაციის რეცენზირება


სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა


სადოქტორო თემის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა


უცხოურ ენებზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


ქართულ ენაზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


რეფერირებული ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის მთავარი რედაქტორობა


სამეცნიერო პროფესიული ჟურნალის/ კრებულის რეცენზენტობა


რეფერირებული სამეცნიერო ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრობა


საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტში/გრანტში მონაწილეობა


სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მხარდაჭერილ პროექტში/ გრანტში მონაწილეობა


ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის შემუშავება საქართველოს მთიანი რეგიონების ნახევრად არიდული ზონის ურბანული ტერიტორიების წყალმომარაგების პრობლემების გადაწყვეტის მიზნითსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 2019-12-01ხელმძღვანელი
საქართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური პრობლემების კვლევა რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და გარემოს დაცვის მიზნითსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2019-12-01შემსრულებელი
საქართველოს გეოთერმული პოტენციალის შესწავლა ჰიდროგეოქიმიური და იზოტოპური მეთოდებით" გრანტის FR-18-19173შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფნდი 2018-04-28დამხმარე პესონალი

პატენტის ავტორობა


P 2022 7361 Bსაქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი "საქპატენტი"PCTგურგენიძე დ., კლიმიაშვილი ლ., ომსარაშვილი გ. კალაპოტქვეშა წყალმიმღები ნაგებობაგამოგინება28.02.2022PCT
U 1946 (GE U 2017 1946 Y)საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი PCTთევზაძე თ. ომსარაშვილი გ. კალაპოტქვეშა წყალსაღები ნაგებობასასარგებლო მოდელი17.10.2017PCT

უფლება ქართულ ან უცხოურ სასაქონლო ნიშანზე, სასარგებლო მოდელზე


-

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ან სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრობა


საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრობა


კონფერენციის საორგანიზაციო/ საპროგრამო კომიტეტის წევრობა


ჯილდო ეროვნული/ დარგობრივი პრემია, ორდენი, მედალი და სხვ.


საპატიო წოდება


მონოგრაფია


სახელმძღვანელო


სტატია მაღალ რეიტინგულ და ადგილობრივ ჟურნალებში


"მდ. ჭერემისხევის კალაპოტში ფორმირებული წყლების ხარისხის შეფასება სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების მიზნებისათვის". 2021. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომების კრებული. №1 (519); გვ. 136-147.საგრანტო პროექტი

მოსახლეობის რიცხობრივმა ზრდამ, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებამ წარმოშვა წყალზე მოთხოვნილების სისტემური გადიდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მდიდარია მაღალი ხარისხის სასმელი თვისებების მქონე ბუნებრივი წყლის რესურსებით, ქვეყნის მრავალ რეგიონში და, განსაკუთრებით, მის ნახევრად არიდულ და ჰუმიდურ ზონებში მოსახლეობის სუფთა სასმელი წყლით მომარაგების საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას.

სტატია ეხება ცივ-გომბორის ქედის ჩრდილოაღმოსავლეთ ფერდობზე განლაგებული ქ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების (ველისციხე, ზეგაანი, მუკუზანი) პერსპექტიული წყალმომარაგებისათვის, მდ. ჭერემისხევის კალაპოტში ფორმირებული წყლების გამოყენების საკითხს. ამ მიზნით,

2013–2020 წლებში საველე და სტაციონარულ პირობებში გამოვიკვლიეთ მდ. ჭერემისხევის ზედაპირული (მდინარეული) ჩამონადენისა და ალუვიურ-პროლუვიურ ნალექებში არსებული ფილტრატი წყლების ქიმიური და სანიტარიულ-მიკრობიოლოგიური მახასიათებლები. ქიმიური ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ

წყალი ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან ტიპს განეკუთვნება და საერთო მინერალიზაცია არ აღემატება 0,5 გ/ლ-ს. მთავარი იონების სეზონური ცვლილების დინამიკის თანახმად, გამოკვლეული ყველა მაჩვენებელი ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციის ფარგლებში მერყეობს. თუმცა მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგებმა ცხადყო, რომ გამოკვლეული წყალი ბინძურდება ანტროპოგენური ზეგავლენით და არ შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ სანიტარიულ ნორმებს.

http://shromebi.gtu.ge/admin/uploads/shroma%20N1(519)/010-OMSARASHVILI.pdf
"მდინარე ჭერემისხევის ალუვიურ-პროლუვიურ ნალექებში არსებული ფილტრატი წყლების სასმელი თვისებების კვლევა ქ. გურჯაანის წყალმომარაგების მიზნით". 2017. სამთო ჟურნალი. 1(38). გვ. 173-178.საგრანტო პროექტი

სტატიაში წარმოდგენილია მდ. ჭერემის ხევის ფილტრატებიდან სასმელი წყლის მიღების პერსპექტივა ქ. გურჯაანის სასმელ წყალით მომარეგებისათვის. ამ მიზნით, 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, განხორციელებული მდ. ჭერემის ხევის ზედაპირული მდინარეული ჩამონადენისა და ფილტრატების ყოველთვიური საველე და ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადინდა, რომ არ მიმდინარეობს ქიმიური შემადგენლობისა და მათი ფიზიკური თვისებების მკვეთრი ცვლილებების პროცესები. განხილულია აგრეთვე 2016 წლის მარტის და ივლისის თვეში განხორვიელებული ბაქტერიოლოგიური გამოკვლევები, რის შედეგად გამოვლინდა, რომ წყალში გარკვეული ტიპის დაბინძურებები შეინიშნება. დაფიქსირდა ივლისის თვეში კოლონიების წარმოქმნილი ბაქტერიებისა და კოლიინდექსის მაჩვენებლების მომატება, თუმცაღა გაწმენდითი ღონისძიებების გატარების შემდეგ დააკმაყოფილებს სახელმწიფო ნორმატივების მოთხოვნებს.

https://mining.org.ge/uploads/files/2018-09/1537091936_mining-journal_2017_n138.pdf
"პერსპექტიული ალუვიური გეოსტრუქტურის შერჩევის კრიტერიუმები არიდული ზონის ურბანული ტერიტორიების სასმელი წყლით წყალმომარაგებისათვის".2016. სამთო ჟურნალი. 2 (37). გვ. 74-77.საგრანტო პროექტი

წარმოდგენილი და გაანალიზებულია ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელია არიდული ზონის

ურბანული ტერიტორიების სასმელი წყლით მომარაგებისათვის. თავის მხრივ, ეს კრიტერიუმები განისაზღვრება იმ

საპროგნოზო ნიშნების საფუძველზე, რომელთა შერჩევა დამოკიდებულია პროექტით დასახული კონკრეტული

ამოცანების შესრულებისათვის. მაგალითად, როდესაც ჰიდროენერგეტიკული, ჰიდრომელიორაციული

ტერიტორიების ურბანული ათვისების, სარკინიგზო გვირაბებისა და საავტომობილო გზების გაყვანის, მაღალი

ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მოწყობის თუ ფერდობული პროცესების ჰარმონიზაციის და სხვა ტიპის

დაპროექტება-მშენებლობისათვის ერთმანეთისაგან განსხვავებული საპროგნოზო ნიშნების შერჩევაა საჭირო.

საპროგნოზო ნიშნების მხოლოდ დეტალური, მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე განხილვა განაპირობებს

მოსალოდნელი ნეგატიური პროცესების ჩამოყალიბება-განვითარების გათვალისწინებასა და შეფასებას, რაც

საფუძველს უქმნის დამცავი ღონისძიებების მაღალკვალიფიციურ შერჩევას. ეს კი ობიექტის მდგრადობის და საიმედო ექსპლუატაციის საფუძველს წარმოადგენს. განხილულია საქართველოს ნაოჭა მთიანი რეგიონების

არიდული კლიმატური ზონის პერსპექტიული ალუვიური გეოსტრუქტურის შერჩევის მეთოდი, რომელიც საპროგნოზო ნიშნების გათვალისწინების საფუძველს ემყარება.

https://mining.org.ge/uploads/files/2021-09/1632305652_zhurnali-2-37.pdf
"ნოოსფერო, ნოოგენეზის პროცესები და მისი ჰარმონიზაციის ასპექტები". 2015. მეცნიერება და ტექნოლოგიები. საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. #1(718) . გვ. 50-58.საგრანტო პროექტი

სტატიაში წარმოდგენილია ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20_40-იან წლებში მოღვაწე ცნობილი ფრანგი მეცნიერების პ. ტეიარ დე შარდენის, ე. ლერუასა და საბჭოთა მეცნიერის, აკადემიკოს ვ. ვერნადსკის მოსაზრება, რომ ადამიანის ზემოქმედება გარემოზე ხდება მისი განვითარების სულ უფრო და უფრო მძლავრი ფაქტორი. ამ მოსაზრების თანახმად, ნოოსფერო უნდა წარმოვიდგინოთ არა როგორც საზოგადოებად, რომელიც გარკვეულ გარემოში არსებობს, არა უბრალოდ გარემოდ, რომელმაც განიცადა კაცობრიობის ძლიერი ზემოქმედება, არამედ ერთიან, ინტეგრირებულ საზოგადოებად, რომელშიც გაერთიანებულია განვითარებული საზოგადოება და ცვალებადი გარემო. ტერმინი ,,ნოოგენეზი” ავტორთა მიერ პირველად დაფიქსირებულ იქნა 1999 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტის საიუბილეო შრომათა კრებულში, რომელიც მიეძღვნა ინსტიტუტის დაარსების 70 წლისთავს და იმავე წელს მოსკოვის საერთაშორისო კონფერენციის (,,საინჟინრო გეოლოგიის თეორიული პრობლემები’’) შრომათა კრებულში. ნოოსფეროში მიმდინარე ნოოგენეზურ პროცესებს ავტორები განიხილავენ, როგორც ბუნებრივ-ტექნოგენური კომპლექსების შექმნასთან დაკავშირებით ინიცირებულ პროცესებს, ხოლო აღნიშნული პროცესების ზემოქმედების შედეგად მიღებულ ქანებს, როგორც ნოოგენეზურ ქანებს, წყალსაცავის მიერ ტერიტორიის დატბორვით მიღებული მიწისქვეშა წყლების ახალ, ნოოგენეზურ ჰორიზონტს, სხვადასხვა დანიშნულების ტექნოგენური ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით ფერდობული პროცესებით შექმნილ რელიეფურ ფორმებს და ა.შ. საზოგადოების ზეგავლენა გარემოზე, განსაკუთრებით ისეთი, როგორიც გეოლოგიური პროცესების ინიცირების ტოლფასია, ჰიდრომელიორაციული და ჰიდროენერგეტიკული ტექნოგენური კომპლექსები წარმოადგენს. ასეთი ბუნებრივ-ტექნოგენური კომპლექსები (ბტკ) განაპირობებს ნოოგენეზის პროცესების ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ყალიბდება გარემოსაგან განსხვავებული ნოოგენეზური წარმოშობის ქანები, რელიეფური ფორმები, ჰიდროგეოლოგიური პირობები, მიკროკლიმატი, სეისმური პირობები და ა.შ., რომლებიც ადამიანის გონის მძლავრი ზემოქმედებითაა შექმნილი. ნოოგენეზის პროცესების ჰარმონიზაციას და ბუნებრივ-ტექნოგენური პროცესების უსაფრთხოებას საფუძველი ეყრება მათი მაღალპროფესიული დაპროექტების, ხარისხიანი მშენებლობის და ექსპლუატაციის წესების მკაცრი დაცვის პირობებში. 

https://publishhouse.gtu.ge/public_html_old/storage/archit/17/pdf-1456227497-wfI9aRpCgwTcVif17b2IgDGXM63QqM1o.pdf
"შავი ზღვის შელფური სანაპირო აკვატორიული ფერდობის ბიოგამაგრების მეთოდები".2015. მეცნიერება და ტექნოლოგიები. საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“. #1(718.) გვ. 59-65.საგრანტო პროექტი

სტატიაში წარმოდგენილია ეროზიული და აბრაზიულ-ეროზიული პროცესების

ზემოქმედებით გამოწვეული ნეგატიური მოვლენებისაგან დაცვის მეთოდები.

დედამიწის ზედაპირზე ეროზიული მოვლენებისაგან დაცვის მეთოდებს ადამიანი უხსოვარი დროიდან იყენებს და დღემდე შემუშავებული აქვს უამრავი სახეობის დამცავი საშუალება.

მაგალითად, ქარისმიერი ეროზიისაგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა ხე-ბუჩქნარის ქარსაცავი და

ნათესბალახიანი ზოლების მოწყობა, ეროზიულ ფერდობებზე მრავალწლიანი ხეების გაშენება,

ბარაჟირება მაღალი ქანობის ხევებზე და ა.შ. ახლახან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში შემუშავდა ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის ახალი მეთოდი –

გეოხალიჩა ,,ნესგეო”. ზემოთ ჩამოთვლილ მეთოდთაგან, გარდა ბარაჟირებისა, ყველა ბიოფიტოგენურ დამცავ საშუალებას წარმოადგენს.

ეროზიას განიცდის არა მარტო ხმელეთის რელიეფისა და ბუნებრივ-ტექნოგენური ობიექტების

ტერიტორიები, არამედ შელფის აკვატორიული ნაწილის ფსკერის ფერდობებიც. განსაკუთრებით

დიდი ზიანის მომტანია აბრაზიულ-ეროზიული პროცესები შელფური ფერდობების სანაპირო

ზოლში. შელფური ფერდობების ქვიშახრეშოვანი აკვატორიის ფსკერულ ნაწილში ნალექების

გადაადგილებას იწვევს შტორმული ტალღათცემა და სანაპირო ზოლის გასწვრივ არსებული სამხრეთ-ჩრდილოეთი მიმართულების დინება, რასაც თან ახლავს ლამიანი, ქვიშიანი, თიხნარი,

ხრეშიანი, კენჭნარი და სხვ. ფსკერული გრუნტების მიგრაცია კონტინენტური ფერდობის დიდი

სიღრმეებისაკენ და სანაპირო ურბანული ტერიტორიებიდან მნიშვნელოვანი ფართობები წაიტაცება.

ნეგატიური აბრაზიულ-ეროზიული მოვლენებისაგან დაცვა და შელფურ ფერდობზე მიმდინარე

უარყოფითი საინჟინრო-გეოლოგიური პროცესების ჰარმონიზაცია სხვა ტრადიციულ მეთოდებთან

ერთად ბიოზოოგენური ან ბიოზოოგენურ-ფიტოგენური ღონისძიების განხორციელებითაა

შესაძლებელი. მაგალითად, აბრაზიულ-ეროზიული მოვლენებისაგან დაცვის ერთ-ერთი წარმატებული ღონისძიებაა მარჯნის პოლიპების ხელოვნური გამრავლება, რაც ხელს შეუწყობს რიფების

ჩამოყალიბებას და ქმნის ლაგუნებს.

რიფწარმომქმელი მარჯნის ცხოველუნარიანობა და გამრავლება გარემო პირობების ბევრ კონკრეტულ ფაქტორთანაა დაკავშირებული, რაც დეტალურ შესწავლას საჭიროებს.

https://publishhouse.gtu.ge/public_html_old/storage/archit/17/pdf-1456227497-wfI9aRpCgwTcVif17b2IgDGXM63QqM1o.pdf
"აღმოსავლეთ საქართველოს არიდული ზონის მთიანი რეგიონების ბუნებრივი კომპლექსების შესწავლა ურბანული ტერიტორიების სასმელი წყლით მომარაგების მიზნით". 2014. სამთო ჟურნალი, # 2(33). გვ. 75-77.საგრანტო პროექტი

სტატიაში წარმოდგენილია აღმოსავლეთ საქართველოს არიდული ზონის მთიანი რეგიონის ბუნებრივი ჰიდროგეოლოგიური კომპლექსების (გეოსტრუქტურა-ზედაპირული ჩამონადენი) გამოკვლევების შედეგები ურბანული ტერიტორიების წყალმომარაგების მიზნით. შემუშავებულია ახალი ინოვაციური მეთოდი,                        - (კალაპოტქვეშა დიაგრამის საშუალებით მიწისქვეშა წყლების აკუმულირება ალუვიურ გრუნტებში და მათ მიწოდების რეგულირება წყალსიმცირის პერიოდში სასმელი წყლის მომარაგებისათვის). კომპლექსური ჰიდროგეოლოგიური სისტემების გამოვლინება მოგვცემს რეალურ პირობებს ასეთი ენერგოდამზოგი ტექნოლოგიის გამოყენებით სასმელი წყლით მომარაგების ახალი ობიექტების შექმნის შესაძლებლობას. ასეთ ობიექტებად შეიძლება ჩაითვალოს თელავის ხევის, შრომის ხევის, კისის ხევის, თურდოს ხევი, კარდენახის ხევი და სხვა. მაღალ ჰიფსომეტრიულ ნიშნულებზე განლაგებული უბნები, სადაც შეიქმნება წარმოდგენილი ტექნოლოგიური მეთოდით წყლის მნიშვნელოვანი მასების აკუმულირების, წყალაღებისა და თვითდენით ტრანსპორტირების პრეცენდენტები.

https://gtu.ge/Mining/pdf/-PUBLICATIONS/2-33-2014.pdf

პუბლიკაცია სამეცნიერო კონფერენციის მასალებში, რომლებიც ინდექსირებულია Web of Science-ში და Scopus-ში