მონოგრაფია საქართველოს სამეცნიერო - პერიოდული გამოცემების ცნობარი (2020 წლის მდგომარეობით), 2021, გვ. 176, ინსტიტუტი ტექინფორმი | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა | ცნობარი შეიცავს ISSN საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული ცენტრების მიერ რეგისტრირებული 149 დასახელების სამეცნიერო-პერიოდული გამოცემის იმ ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც გარკვეულწილად ასახავს მათ მზაობას სამეცნიერო პუბლიკაციების საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ჩასართავად. ინფორმაცია გამოცემის შესახებ აღებულია ჟურნალის ოფიციალური საიტიდან, გადამოწმებული და დადასტურებულია გამომცემლის მიერ. ცნობარის მონაცემები საფუძვლად დაედო საქართველოს სამეცნიერო ჟურნალების მონიტორინგს, რომლის შედეგად შესწავლილ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ჩართვისათვის საჭირო კრიტერიუმები: პუბლიკაციების რეცენზირება, გამოცემების პერიოდულობა, ჟურნალის დამოუკიდებელი საიტი, რედკოლეგიების საერთაშორისო შემადგენლობა, ციფრული ობიექტის ინდექსის მინიჭება, სამეცნიერო ბაზებში ინდექსაციის მდგომარეობა და სხვ. | https://files.techinformi.ge/vertical-carousel/Cnobari-GEO-28.03.2022.pdf |
Directory of Scientific-Periodicals of Georgia (As of 2020 in English), 2021, გვ. 159, ინსტიტუტი ტექინფორმი | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა | წინამდებარე ცნობარი წარმოადგენს ამავე სახელწოდების ქართულენოვანი გამოცემის თარგმანს ინგლისურ ენაზე. ცნობარი შეიცავს ISSN საერთაშორისო და საქართველოს ეროვნული ცენტრების მიერ რეგისტრირებული 149 დასახელების სამეცნიერო-პერიოდული გამოცემის იმ ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც გარკვეულწილად ასახავს მათ მზაობას სამეცნიერო პუბლიკაციების საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ჩასართავად. ინფორმაცია გამოცემის შესახებ აღებულია ჟურნალის ოფიციალური საიტიდან, გადამოწმებული და დადასტურებულია გამომცემლის მიერ. ცნობარის მონაცემები საფუძვლად დაედო საქართველოს სამეცნიერო ჟურნალების მონიტორინგს, რომლის შედეგად შესწავლილ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ჩართვისათვის საჭირო კრიტერიუმები: პუბლიკაციების რეცენზირება, გამოცემების პერიოდულობა, ჟურნალის დამოუკიდებელი საიტი, რედკოლეგიების საერთაშორისო შემადგენლობა, ციფრული ობიექტის ინდექსის მინიჭება, სამეცნიერო ბაზებში ინდექსაციის მდგომარეობა და სხვ. | https://files.techinformi.ge/vertical-carousel/Cnob-ENG-28.10-MMM%20(1).pdf |
სამეცნიერო პუბლიკაციების საერთაშორისო ბაზების კლასიფიკატორები, 2017, გვ. 74, ინსტიტუტი ტექინფორმი | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა | წინამდებარე ნაშრომში განხილულია Web of Science (WoS), Scopuc, Essential Science Indicator და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამეცნიერო დარგების კლასიფიკატორი (FOS). ნაშრომის მიზანია დაეხმაროს სამეცნიერო ჟურნალების რედაქციებს/გამომცემლებს სტატიათა სისტემატიზაციისათვის შეარჩიონ მათთვის მისაღები კლასიფიკატორი, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეცნიერო პუბლიკაციების საერთაშორისო სივრცეში ჩართვას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ამ სფეროში. კლასიფიკატორებში წარმოდგენილი ქართული ტერმინები შეთანხმებულია ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერებთან. | https://techinformi.ge/ge/?page=content/main/klasifikatori |
საინოვაციო საქმიანობის საკანონმდებლო უზრუნველყიოფა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, 2010, გვ. 31, ტექინფორმი | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა | მონოგრაფიაში განხილულია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საინოვაციო საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის მდგომარეობა. აღნიშნულია, რომ საინოვაციო საქმიანობის გაუმართაობა და არაეფექტურობა განპირობებულია საკანონმდებლო და ნორმატულ-სამართლებრივი ბაზის არასრულფასოვნებით. | https://institutes.gtu.ge/uploads/20/საინოვაციო საქმიანობის საკანონმდ.-მ.კ, ნ.მ., თ.ჩ..pdf |
უცხოეთის ქვეყნების ეროვნული საინოვაციო სისტემები, 2009, გვ. 56, ინსტიტუტი ტექინფორმი | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა | მონოგრაფიაში განხილულია ამერიკის შეერთებული შტატების, დასავლეთ ევროპის დიდი და მცირე ქვეყნების, ფინეთის, იაპონიის, ტაილანდის, თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის საინოვაციო სისტემები. გამოცემის მიზანია დაეხმაროს ინოვაციების სფეროთი დაინტერესებულ სპეციალისტებს საქართველოს საინოვაციო განვითარების დონის განსაზღვრისა და თანამედროვე ეროვნული საინოვაციო სისტემის შექმნის საქმეში. | https://institutes.gtu.ge/uploads/20/უცხოეთის ქვ. საინოვ. სისტ..pdf |
საქართველო ინტერნეტში - GEORGIA IN INTERNET, 2004, გვ. 232, ტექინფორმი | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა | ცნობარში შესულია საქართველოს ორგანიზაციების ვებ-მისამართები სისტემატიზებული შემდეგი თემატიკის მიხედვით: ზოგადი ინფორმაცია, სახელმწიფო და პოლიტიკა, ეკონომიკა, კომპიუტერებთან დაკავშირებული საქმიანობა, გარემოს დაცვა, მასმედია, ტურიზმი, მეცნიერება და განათლება, მედიცინა და ჯანმრთელობა, ისტორია, რელიგია, კულტურა, ტრადიციები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სპორტი, გართობა და დასვენება, უცხოური საიტები საქართველოს შესახებ. ცნობარი ქართულ-ინგლისურ ენებზეა და მოიცავს 2500-მდე ვებ-მისამართს. | https://institutes.gtu.ge/uploads/20/საქართველო-ინტერნეტში.pdf |
Georgia Today - Investor's Guide, 2003, გვ. 131, ტექინფორმი | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა | ინვესტორის ცნობარი შედგენილია სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის და სხვა ექსპერტების ოფიციალური მონაცემების საფუძველზე. იგი შექმნილია უცხოელი ბიზნესმენებისათვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში საქმიანობის წამოწყებით. ცნობარში მოცემულია საქართველოს ბუნებრივი რესურსების, მრეწველობის, ეკონომიკის და საზოგადოებრივი მეცნიერების სხვა დარგების მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური მონაცემები. | https://institutes.gtu.ge/uploads/20/geogia today.pdf |
|
სახელმძღვანელო |
სტატია მაღალ რეიტინგულ და ადგილობრივ ჟურნალებში Analysis of the Georgian Science Journals for Being Indexed in International Databases, 2021, ტ. 15, #4, 201-207 გვ., საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა | სამუშაო მიზნად ისახავს საქართველოს სამეცნიერო-პერიოდული გამოცემების იმ ბიბლიოგრაფიული მონაცემების შესწავლას, რაც გარკვეულწილად ასახავს მათ მზაობას სამეცნიერო პუბლიკაციების საერთაშორისო მონაცემთა ბაზებში ჩასართავად. განხილულია 149 დასახელების აქტიური სამეცნიერო ჟურნალი, რომელთა ISSN რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნულ ცენტრში და დადასტურებულია ISSN საერთაშორისო ცენტრის მიერ. ინფორმაცია გამოცემის შესახებ აღებულია ჟურნალის ოფიციალური საიტიდან, გადამოწმებული და დადასტურებულია გამომცემლის მიერ. დადგენილია, რომ საქართველოს სამეცნიერო ჟურნალების 66%-ს აქვს ბეჭდური გამოცემის სერიული ნომერი, 14%-ს - ელექტრონული გამოცემის, ხოლო 20%-ს - ორმაგი ნომერი; გამოცემების 76% თემატურია, 24% - პოლითემატური; სამეცნიერო ჟურნალების მესამედზე მეტი აშუქებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს; ყველაზე მრავალრიცხოვანი გამოცემების თემატიკაა ეკონომიკა, სამართალი და მედიცინა. შესწავლილ იქნა რამდენადაა დაცული საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ჩართვისათვის საჭირო კრიტერიუმები: პუბლიკაციების რეცენზირება, გამოცემის პერიოდულობა, ჟურნალის დამოუკიდებელი საიტი, რედკოლეგიების საერთაშორისო შემადგენლობა, ციფრული ობიექტის ინდექსის მინიჭება, სამეცნიერო ბაზებში ინდექსაციის მდგომარეობა და სხვ. კვლევის შედეგები ადასტურებს, რომ სამეცნიერო ჟურნალების მნიშვნელოვანი რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ჩართვისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. | http://science.org.ge/bnas/t15-n4/30_Kopaleishvili_Information%20Science.pdf |
Legal Regulation of Innovation Activity in Post-Soviet Countries, 2010, #3-4, გვ. 15-25, Information and Innovation, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა | სტატიაში განხილულია ამერიკის შეერთებული შტატების, დასავლეთ ევროპის დიდი და მცირე ქვეყნების, ფინეთის, იაპონიის, ტაილანდის, თურქეთის, ისრაელის, უნგრეთის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის საინოვაციო სისტემები. გამოცემის მიზანია დაეხმაროს ინოვაციების სფეროთი დაინტერესებულ სპეციალისტებს საქართველოს საინოვაციო განვითარების დონის განსაზღვრისა და თანამედროვე ეროვნული საინოვაციო სისტემის შექმნის საქმეში. | https://institutes.gtu.ge/uploads/20/Legal regulation of innovation activity-მ.კ., ნ.მ., თ.ჩ..pdf |
|
პუბლიკაცია სამეცნიერო კონფერენციის მასალებში, რომლებიც ინდექსირებულია Web of Science-ში და Scopus-ში |