.jpg)
გივი თალაკვაძე
მეცნიერებათა დოქტორი
სტუ ი. ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა დაბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი
დაასკანერე
დავამთავრე თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. დავიწყე მუშაობა ფიზიკის ფაკულტეტის ზოგადი ფიზიკის კათედრაზე ასისტენტად და გამოყენებითი ელექტროდინამიკის ლაბორატორიაში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. შემდგომში ვმუშაობდი კომკავშირის თბილისის საქალაქო კომიტეტის II მდივნად, კომპარტიის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის II მდივნად, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილედ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგედ, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად, საქართველოს მრეწველობის მინისტრის მოადგილედ, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად. აშშ-საქართველოს ერთობლივი კომპანია""Absolut-Hovard Energy"-ს პრეზიდენტის რანგში 1996 წლიდან ვხელმძღვანელობდი რიგ საერთაშორისო და ადგილობრივ სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ინდუსტრიულ პროექტებს. ვარ 80-ზე მეტი სამეცნიერი შრომის ავტორი, 4 პატენტის მფლობელი. ჩატარებული მაქვს 45 პრეზენტაცია მსოფლიოს 9 ქვეყანაში გამოყენებითი ელექტროდინამიკის, ენერგეტიკის, ინტეგრალური რესურების საკითხებზე. დაჯილდოებული ვარ საქართველოს ღირსების ორდენით, ივ. ჯავახიშვილის და პ. მელიქიშვილის მედლებით, საქართველოს კომკავშირის პრემიით მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში. ვარ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი. ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი ანალიტიკის და პროგნოსტიკის ცენტრის ხელმძღვანელი, 16 ბიზნეს-პროექტის ავტორი.
საქართველოს ეკონომიკას ზრდის პოტენციალი აქვს | გივი თალაკვაძე | სტატია | hhhh | 22 | 33 | 22 | ქართული | სახელშეკრულებო |
საქართველო დამოუკიდებლობის მესემე ათწლეულის ზღურბლზე | გივი თალაკვაძე | სტატია | http//:frioph, 2011 , 25 გვ. 2011, თბილისი. | 22 | 33 | 22 | ინგლისური | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
О Грузино-АбхАзском конфликте | გივი თალაკვაძე | სტატია | Центр гуманитарных мирных инициатив, 15.04.2013 | 11 | 33 | 22 | რუსული | სახელშეკრულებო |
ქართველი ხალხი უკეთეს აწმყოსა და მომავალს იმსახურებს | გივი თალაკვაძე | სტატია | IPN News. 27.06.2012 | 11 | 33 | 22 | ქართული | სახელშეკრულებო |
მომავლის პერსპექტივებისა და პროგნოზების შესახებ | გივი თალაკვაძე, გიორგი თალაკვაძე | სტატია | http/gtu, 2021 , 5 გვ. თბილისი. | 11 | 33 | 22 | ქართული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების კავშირი გლობალური ინტეგრალური რესურსების პოტენციალთან | გივი თალაკვაძე | სტატია | http/gtu, 2021 , 4 გვ. თბილისი. | 11 | 33 | 22 | ქართული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
ინტეგრალური რესურსების მართვის ოპტიმიზაცია - მდგრადი განვითარების საფუძველი | გივი თალაკვაძე | სტატია | http/gtu, 2021 , 5 გვ. თბილისი. | 11 | 33 | 22 | ქართული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
ინტეგრალური რესურსების უნივერსალური კლასიფიკაცია ახალი ხედვები და მიდგომები | გივი თალაკვაძე | სტატია | http/gtu, 2021 , 4 გვ. თბილისი. | 11 | 33 | 22 | ქართული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
გამოყენებითი ანალიტიკის და პროგნოსტიკის ცენტრის შესახებ | გივი თალაკვაძე | სტატია | http/gtu, 2021 , 4 გვ. თბილისი. | 11 | 33 | 22 | ქართული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
ინტეგრალური რესურსების კლასიფიკაციის საკითხისათვის | გივი თალაკვაძე | სტატია | „ბიზნეს-ინჟინერინგი“,#4-5, გვ. 46-49, თბილისი, 2021. | 11 | ISSN 1512-0538 | 22 | ქართული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
უნივერსალური სასწავლო-საგანმანათლებლო კურსის „რესურსმცოდნეობა“ შესახებ | გივი თალაკვაძე | სტატია | http/gtu, 2021 , 4 გვ. თბილისი. | 11 | 33 | 22 | ქართული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
საქართველოს სასმელი წყლის რესურსები და პრობლემები | გივი თალაკვაძე, ქეთევან მახარაძე, რუსუდან ფირცხალავა | სტატია | ‘სამართალი და ეკონომიკა“, #12, გვ. 88-106, 2021, თბლისი, | 22 | Law and Economics, # 12, p. 88-106, 2021, Tbilisi, | 22 | ქართული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
Social, economical and ideological consequences of Pandemic Covid-19 | გივი თალაკვაძე | სტატია | Sciences of Europe, #60(60)Vol 3, p.p. 44-50, 2020, Praha | 11 | ISSN 3162-2364 | DOI:10.24412/3162-2364-2020-60-3-44-50 | რუსული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
Приоритеты и ресурсы Грузии: мифы, история, перспективы | გივი თალაკვაძე, ზურაბ ლომსაძე, იოსებ არჩვაძე | სტატია | «Экономика природопользования и устойчивое развитие»,№8(27), с.с.95-102,2020,Киев. №8(27), с.с.95-102,2020,Киев. | 33 | 22 | DOI:10.3710/2616-7689/2020/8(27)/13 | ქართული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
30 წელი | გივი თალაკვაძე | მონოგრაფია | #ნეკერი# | 11 | ISBN 978-9941-479-68-7 | 22 | ქართული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
პანდემია Covid-19 - გაკვეთილები და გამოწვევები | გივი თალაკვაძე | სტატია | „ბიზნეს-ინჟინერინგი“#3-4, გვ 46-49,თბილისი, 2020. | 11 | ISSN 1512-05382 | 22 | ქართული | სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა |
მთავრობას უნდა შეეძლოს თამამად თქმა-ჩვენ ვიცით არა მხოლოდ ის, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში, | გივი თალაკვაძე | სტატია | IPN News | 22 | 33 | 1 | ქართული | სახელშეკრულებო |
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისა და ირაკლი ჟორდანიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაი | თბილისი, საქართველო | 2021 | 17.11.2021 | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალების და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი | ინტეგრალური რესურსების გამოყენების მართვის ოპტიმიზაცია - ქვეყნის მდგრადი განვითარების ძირითადი პირობა | ზეპირი | იწყება იმის აღიარება, რომ კაცობრიობის აწმყო და მომავალი ინტეგრალური რესურსების არა მარტო ფლობაზე, არამედ და უმთავრესად მათი რაციონალური გამოყენებისა და ოპტიმალური მართვის სისტემების ეფექტიანობაზეა დამოკიდებული. კაცობრიობის განვითარებამ მკაფიოდ გამოხატული ანიზოტროპული ხასიათი მიიღო, რაც ახალი კონფლიქტების, რასიზმის, სეგრეგაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელოვანი შესუსტების მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ პირობებში განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო ყოველი ქვეყნისათვის მხოლოდ მისთვის გამოსადეგი განვითარების მაქსიმალურად კონკრეტიზირებულ მოქმედებათა პროგრამის ჩამოყალიბებასა და რეალიზაციისათვის. ასეთი პროგრამების საკვანძო საკითხია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი რეალიზაციის უზრუნველმყოფი ინტეგრალური რესურსების მართვისა და გამოყენების ოპტიმალური სქემებისა და რეჟიმების შემუშავება. წარმატებას ის ქვეყნები მიაღწევენ, რომლებიც შეძლებენ თავისი მიზნებისა და სურვილების და საკუთარ შესაძლებლობათა და უნარების დაბალანსებას, ანუ მდგრადი განვითარებისათვის პირობების ჩამოყალიბებას, რაც ბევრად არის დამოკიდებულია მათი ინტეგრალური რესურსების სტრუქტურასა და მახასიათებლებზე. ინტეგრალური რესურსების უნივერსალური კლასიფიკაციის კიდევ ერთი და ალბათ, პრინციპულად ახალი კომპონენტია ე.წ. „მონაცემთა რესურსი“ , რომელიც ბოლო წლებში “Big Data”-ს სახელით არის ცნობილი და რომელთა განსაკუთრებულ ადგილი და როლი თანამედროვე ცხოვრებაში დამატებით განმარტებებს არ საჭიროებს [10 ]. დიდი მონაცემები არის საწვავი თანამედროვე ანალიტიკური კვლევებისათვის. ისინი განმარტავენ, თუ როგორ შეუძლია მომხმარებელს ისარგებლოს ამ მონაცემები და რა უნდა გააკეთოს მონაცემთა ეფექტიანი გამოიყენებისთვის. უმთავრესი და აუცილებელი თვისება, რომელსაც ეს რესურსი უნდა აკმაყოფილებდეს - ეს არის მონაცემთა ობიექტურობა და დასახასიათებელი ფენომენის ადექვატური აღწერა. მკაფიოდ გამოიკვეთა გლობალური განვითარების მიმდინარე ეტაპის ძირითადი ტრენდი - ინტეგრალური რესურსების ფაქტორის მკვეთრი ამაღლება და მისი გადამწყვეტი ზემოქმედება უკლებლივ ყველა სახის გლობალურ პროცესებზე.
| |
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისა და ირაკლი ჟორდანიას 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციაი | თბილისი, საქართველო | 2021 | 17.11.2021 | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალების და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი | ინტეგრალური რესურსების უნივერსალური კლასიფიკაცია ახალი ხედვები და მიდგომები | ზეპირი |
მსოფლიოში ინტენსიურად ყალიბდება სრულიად ახალი და უპრეცედენტო რეალობა. 2020 და 2021 წლები კაცობრიობის ისტორიაში პანდემია „კოვიდ-19“-ის სახელით შევა. მაგრამ მიუხედავად მისი გრანდიოზული მასშტაბისა და გლობალურ ეკონომიკასა და ადამიანთა ფსიქიკასა და მსოფლხედვაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ზემოქმედებისა, უფრო მართებულია ჩავთვალოთ ის მხოლოდ ერთ ცალკეულ ეპიზოდად იმ უპრეცედენტო პროცესებისა, რომლებიც მიმდინარეობენ მსოფლიოში. ტერმინმა „ინკლუზიური კაპიტალიზმი” სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მას იყენებენ სახელმწიფო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ახლანდელი აშკარად მოძველებული და დაავადებული კაპიტალიზმიდან "ინკლუზიურ კაპიტალიზმზე" გადასვლის პროცესის დასახასიათებლად. „ინკლუზიური კაპიტალიზმის” დამფუძნებელთა აზრით, ეს არის კაპიტალიზმის ისეთი ნაირსახეობა, რომელშიც დომინირებენ გიგანტური კორპორაციები და რომელთა მიზანია იმ პასუხისმგებლობების აღება, რაც დღეს სახელმწიფოებს აკისრია. 2021-2022 წლებში მოხდა იმ საკვანძო ვექტორების გამოკვეთა და ჩამოყალიბება, რომლებიც საფუძველს ჩაუყრიან ტრადიციულისგან განსხვავებულ ცნობიერებას, აზროვნებას და პრაქტიკას. ამავე დროს, ცხადი ხდება, რომ მეოცე საუკუნისთვის დამახასიათებელი ზოგადი მსჯელობები, დისკუსიები და თეორიები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე კარგავს თავის აქტუალობას და რეალიზაციის პერსპექტივებს. წინა პლანზე გამოდის რადიკალური პრაგმატიზმი, რომელიც უახლოესი 20—25 წლის განმავლობაში კაცობრიობის სტაბილური საარსებო პირობების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების, მდგრადი გლობალური და რეგიონული განვითარების უმთავრესი ფაქტორი გახდება [5]. ასეთ პირობებში, უმთავრესი ამოცანაა, რომ გლობალური პროცესების ძირითადი აქტორების ინტერესები და მიზნები წინააღმდეგობაში არ მოვიდეს ადამიანების ძირითად ინტერესებსა და მიზნებთან. წლების განმავლობაში ნებისმიერ ქვეყანაში ძალაუფლების განხორციელების კომპონენტებად მიჩნეული იყო საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტები. გლობალური განვითარების მიმდინარე ეტაპზე მათ კიდევ ორი - არანაკლებ გავლენიანი და უთუოდ გასათვალისწინებელი კომპონენტი დაემატა ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და ანალიტიკური ცენტრების სახით. მონაწილის სერტიფიკატი
| gtu.ge |
IX საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია | თბილისი, საქართველო | 2021 | 16.10.2021 | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი | ინტეგრალური რესურსების კლასიფიკაცია - ახალი მიდგომები | ზეპირი | თანამედროვე ადამიანის არსებობისა და განვითარების თითქმის ათიათასწლიანი ისტორია არის რესურსებისათვის ბრძოლის ისტორია, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში თავად რესურსების ცნებას, მათ როლსა და ადგილს კაცობრიობის განვითარების პროცესში ერთგვარად, დამხმარე, არაძირითადი ხასიათი ენიჭებოდა. ინტეგრალური რესურსების დაყოფა მხოლოდ მატერიალურ, ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებად, იმის მიუხედავად, რომ ყოველი მათგანის აქტუალობა და როლი არ შეცვლილა, სრულად ვეღარ ასახავს რესურსების მრავალფეროვნებასა და მათი მართვისა და რაციონალური გამოყენების ყველა ასპექტს. გლობალური განვითარების ხასიათი და თავისებურებები მოითხოვს ე.წ. პარციალური რესურსების იდენტიფიცირებასა და ინტეგრალური რესურსების ზოგად სტრუქტურაში მათ ადექვატურ ასახვას. მხოლოდ მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე იწყება იმის აღიარება, რომ კაცობრიობის აწმყო და მომავალი ინტეგრალური რესურსების არა მარტო ფლობასა, არამედ და უმთავრესად მათი რაციონალური გამოყენებისა და ოპტიმალური მართვის სისტემების ეფექტიანობაზეა დამოკიდებული. კაცობრიობის განვითარებამ მკაფიოდ გამოხატული ანიზოტროპიული ხასიათი მიიღო, რაც ახალი კონფლიქტების, რასიზმის, სეგრეგაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების კრახის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ პირობებში განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო ყოველი ქვეყნისათვის მხოლოდ მისთვის გამოსადეგი განვითარების მაქსიმალურად კონკრეტიზირებულ მოქმედებათა პროგრამის ჩამოყალიბებასა და რეალიზაციისათვის. ასეთი პროგრამების საკვანძო საკითხია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები განსაზღვრა და მათი რეალიზაციის უზრუნველმყოფელი ინტეგრალური რესურსების მართვისა და გამოყენების ოპტიმალური სქემებისა და რეჟიმების შემუშავება. | gtu.ge |
VIII საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია | თბილისი, საქართველო | 2020 | 19.10.2020 | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი | პანდემია COVID-19 - გაკვეთილები და გამოწვევები | ზეპირი | Covid-19-ის პანდემიამ, თანმხლებმა ეკონომიკურმა და სოციალურმა პროცესებმა აჩვენა უმრავლესობის შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო სტრუქტურების, ისევე როგორც ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მთავრობების უუნარობა, სწრაფად და ეფექტურად დაუპირისპირდნენ Covid-19 პანდემიას, ამაღლებული გლობალური კატასტროფის რანგამდე. უფრო მეტიც, მიუხედავად პანდემიის მეორე ეტაპის დაწყებისა, რომელიც არანაირ ეჭვს არ იწვევს, ამ ბოლომდე გააზრებული ფენომენის მიმართ არის დაუსაბუთებელი სიმშვიდე, რომელიც ესაზღვრება გულგრილობას. ამავდროულად, პანდემიამ გამოიწვია ყურადღების შესუსტება მთელ რიგ ნეგატიურ გლობალურ პროცესებზე - კლიმატის ცვლილება, განუყოფელი რესურსების მუდმივად მზარდი დეფიციტი და მათი რაციონალური განაწილების პრობლემა, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზრდა, კონტრაბანდის დომინირება. ფალსიფიცირებული და ყალბი პროდუქტები. იწვევს სერიოზულ შეშფოთებას და სტატისტიკური მაჩვენებლების ხშირ ფუნქციონირებას, რომლებიც არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. ეს პრობლემები განსაკუთრებით მგრძნობიარეა მცირე ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის ხარისხი გლობალურ პროცესებზე დაბალია, მაგრამ ამ უკანასკნელის გავლენა ამ ქვეყნების ეკონომიკასა და სოციალურ პროცესებზე მნიშვნელოვანია. შემოთავაზებულია მთელი რიგი ღონისძიებები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და საზოგადოების პრიორიტეტული პროცესების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას. თანამედროვე ადამიანის არსებობისა და განვითარების თითქმის ათიათასწლიანი ისტორია არის რესურსებისათვის ბრძოლის ისტორია, თუმცა მთელი ამ ხნის განმავლობაში თავად რესურსების ცნებას, მათ როლსა და ადგილს კაცობრიობის განვითარების პროცესში ერთგვარად, დამხმარე, არაძირითადი ხასიათი ენიჭებოდა. ინტეგრალური რესურსების დაყოფა მხოლოდ მატერიალურ, ადამიანურ და ბუნებრივ რესურსებად, იმის მიუხედავად, რომ ყოველი მათგანის აქტუალობა და როლი არ შეცვლილა, სრულად ვეღარ ასახავს რესურსების მრავალფეროვნებასა და მათი მართვისა და რაციონალური გამოყენების ყველა ასპექტს. გლობალური განვითარების ხასიათი და თავისებურებები მოითხოვს ე.წ. პარციალური რესურსების იდენტიფიცირებასა და ინტეგრალური რესურსების ზოგად სტრუქტურაში მათ ადექვატურ ასახვას. მხოლოდ მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე იწყება იმის აღიარება, რომ კაცობრიობის აწმყო და მომავალი ინტეგრალური რესურსების არა მარტო ფლობასა, არამედ და უმთავრესად მათი რაციონალური გამოყენებისა და ოპტიმალური მართვის სისტემების ეფექტიანობაზეა დამოკიდებული. კაცობრიობის განვითარებამ მკაფიოდ გამოხატული ანიზოტროპიული ხასიათი მიიღო, რაც ახალი კონფლიქტების, რასიზმის, სეგრეგაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების კრახის მიზეზი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ პირობებში განსაკუთრებული ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო ყოველი ქვეყნისათვის მხოლოდ მისთვის გამოსადეგი განვითარების მაქსიმალურად კონკრეტიზირებულ მოქმედებათა პროგრამის ჩამოყალიბებასა და რეალიზაციისათვის. ასეთი პროგრამების საკვანძო საკითხია ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები განსაზღვრა და მათი რეალიზაციის უზრუნველმყოფელი ინტეგრალური რესურსების მართვისა და გამოყენების ოპტიმალური სქემებისა და რეჟიმების შემუშავება. | gtu.ge |
Web of Science: 3 Scopus: 8 Google Scholar: 19, h-3 |
ამერიკის შეერთებული შტატები-26/02/1996 - 30/11/2000 | "ჰოვარდ ენერჯი ინტერნაციონალ" | "ჰოვარდ ენერჯი ინტერნაციონალ" |
დისერტაციის რეცენზირება
|
სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა |
სადოქტორო თემის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა |
უცხოურ ენებზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება |
ქართულ ენაზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება |
რეფერირებული ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის მთავარი რედაქტორობა |
სამეცნიერო პროფესიული ჟურნალის/ კრებულის რეცენზენტობა |
რეფერირებული სამეცნიერო ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრობა |
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტში/გრანტში მონაწილეობა |
სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მხარდაჭერილ პროექტში/ გრანტში მონაწილეობა |
პატენტის ავტორობა
|
უფლება ქართულ ან უცხოურ სასაქონლო ნიშანზე, სასარგებლო მოდელზე- |
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ან სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრობა |
საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრობა
|
კონფერენციის საორგანიზაციო/ საპროგრამო კომიტეტის წევრობა |
ჯილდო ეროვნული/ დარგობრივი პრემია, ორდენი, მედალი და სხვ.
|
საპატიო წოდება
|
მონოგრაფია |
სახელმძღვანელო |
სტატია მაღალ რეიტინგულ და ადგილობრივ ჟურნალებში |
პუბლიკაცია სამეცნიერო კონფერენციის მასალებში, რომლებიც ინდექსირებულია Web of Science-ში და Scopus-ში |