ავთანდილი სონღულაშვილი

მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი

დაასკანერე

პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ 1981 წლის 5 იანვრიდან მუშაობა დავიწყე ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის სექტორში, რომელიც შემდგომ გადაკეთდა ინსტიტუტად. თავიდა მეკავა ინჟინრის თანამდებობა. 1995 წლიდან ვიკავებ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას. 2015 წლიდან ვირიცხები მეცნიერ თანამშრომლადაც და აქტიურად ვმონაწილეობ სამეცნიერო საქმიანობაში.

აჭარისწყლის ხეობის მინერალური და თერმული წყლების რესურსების გაზრდისა და ათვისების პერსპექტივები.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტისტატიატექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 1(721), 2016, გვ.54-610 ISSN 0130-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების მონიტორინგის ზოგიერთი შედეგის შესახებბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტისტატიატექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2017/2(725), გვ.105-1100 ISSN 0310-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
აჭარა-თრიალეთის რეგიონის მინერალური წყლების რაციონალური გამოყენება -რეგიონის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საიმედო გზა.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტიკონფერენციის კრებულიმე-3 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2017/ გვ.89-920 ISBN 978-9941-20-832-4 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
აჭარა-თრიალეთის მთიან-ნაოჭა ზონის მინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივა რეგიონში ბალნეოლოგიური კურორტების და სასმელ-სამკურნალო წყლების ჩამომსხმელი ქარხნების განვითარების საქმეში ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტისტატიატექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2018/1(727), გვ.69-750 ISSN 0310-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
მინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივები აჭარა-თრიალეთის რეგიონის მთის კურორტების განვითარების საკითხში.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულიაკონფერენციის კრებულიმე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2018/ გვ.85-870 ISBN 978-9941-28-432-8 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
საქართველოს სამხედრო გზის სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილზე მდებარე მინერალური წყლები მთის კურორტების განვითარების მნიშვნელოვანი რესურსია.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ხ. ზაგაშვილიკონფერენციის კრებულიმე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2019/გვ.99-1010 ISBN 978-9941-28-432-8 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ზემო რაჭის მინერალური წყლების გამოვლინების გეოლოგია და ჰიდროქიმია (საქართველო)ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ლ. ხვიჩია, ლ. ღლონტიკონფერენციის კრებულიმეცნიერება, კვლევა, განვითარება, 2021/ №45, გვ. 37-450 ISBN: 978-83-66401-91-4 რუსულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო201701/06/2017 - 02/06/2017სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებააჭარა-თრიალეთის რეგიონის მინერალური წყლების რაციონალური გამოყენება -რეგიონის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საიმედო გზა.ზეპირი

აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების მონიტორინგის შედეგად მოპოვებული მონაცემებისა და ფონდური და გამოქვეყნებული მასალის შეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია რეგიონის ჰიდროთერმო-მინერალური რესურსების პოტენციალის შეფასება. აჭარა-თრიალეთის მრავალფეროვანი ქიმიური შედგენილობისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე მინერალური წყლების რესურსების რაციონალური ათვისება, ეჭვი არაა, ხელს შეუწყობს სასმელი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი წყლების ჩამომსხმელი წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას და ბალნეოლოგიური და ბალნეო-კლიმატური კურორტების ქსელის გაფართოებას, რაც საგრძნობ წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური პრობლემების, პირველ რიგში, დასაქმების პრობლემის გადაჭრის საქმეში.  

http://www.msgeorgia2012.com/files/krebuli_2017.pdf
მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო201829/05/2018 - 30/05/2018სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებამინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივები აჭარა-თრიალეთის რეგიონის მთის კურორტების განვითარების საკითხში.ზეპირი

 საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აჭარა-თრიალეთის რეგიონში გვხვდება ცივთან ერთად ცხელი ნახშირმჟავა მინერალური წყლები. პირველები ძირითადად გავრცელებულია რეგიონის დასავლეთ ნაწილში (ნაბეღლავი, საირმე, დანისპარაული, ნამონასტრევი, კოკოტაური) და ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში (მიტარბი, მაჭარწყალი, წინუბანი, ვარდევანი, გუჯარეთი. რამნისხევი, ფლატე). ცხელი ნახშირმჟავა მინერალური წყლები თავმოყრილია რეგიონის ცენტრალურ ნაწილში (ბორჯომის ხეობა) და ახალციხის დეპრესიის ფარგლებში (ახალციხე, ნაქალაქევი და სხვ). რეგიონის მინერალური წყლების ნაწილი მეტნაკლებად ათვისებულია, მაგრამ არის ისეთი გამოვლინებები, რომელთა რესურსები მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენება, ან საერთოდ ხელუხლებელია (ზეკარის, აბასთუმნის, დვირის, სადგერის თერმები, მდინარეების გუჯარეთისწყლის და აჭარისწყლის ხეობების ნახშირმჟავა წყლები).რესურსების დიდი პოტენციალით თერმულ წყლებს შორის აღსანიშნავია აბასთუმნისა და ზეკარის მინერალური წყლების საბადოები. თავისი მოხერხებული ადგილმდებარეობით და შესანიშნავი ბუნებრივი პირობებით გამოირჩევა აბასთუმნის საბადო, რომლის სუსტი მინერალიზაციის (0,6გ./ლ-მდე) ქლორიდულ-სულფატური ნატრიუმიან-კალციუმიანი წყლის ტემპერატურა 480C-ს აღწევს. ათვისების თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესოა ზეკარის თერმული დიდდებიტიანი წყაროები, რომლებიდანაც გადმოედინება სუსტი მინერალიზაციის (0,15-0,20 მგ/ლ) 37 0C-იანი წყალი სილიციუმის მჟავის მომატებული შემცველობით (50მგ/ლ).ნახშირმჟავა წყლების დიდი რესურსის მიღების პერსპექტივით ძალზე მიმზიდველია მდ. გუჯარეთისწყლის ხეობაში არსებული გამოსავლები. აქ მიტარბის მინერალური წყლის ჭაბურღილიდან დაწყებული ხეობის მაღლა აყოლებით რამდენიმე გამოსავალია. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საშუალო მინერალიზაციის სოდიანი მინერალური წყლები: მაჭარწყალი, წინუბანი, აგრეთვე დაბალი მინერალიზაციის „ნარზანის“ ტიპის წყლები: ვარდევანი, რამნისხევი. ნახსენები ხეობის მინერალური წყლები გამოირჩევა გახსნილი თავისუფალი ნახშირორჟანგის აირის მაღალი შემცველობით. გეოლოგიური-საძიებო სამუშაოები არ შეხებია აგრეთვე მდ. აჭარისწყლის ხეობის ნახშირმჟავა წყლების გამოსავლებს. თავისი საინტერესო ქიმიური შედგენილობით მათ შორის საყურადღებოა დანისპარაულის საშუალო მინერალიზაციის (6,0 გ/ლ) სოდიანი წყალი. მართალია წყაროს დებიტი უმნიშვნელოა, მაგრამ საძიებო და საკაპტაჟო სამუშაოების ჩატარების შედეგად აქ შესაძლოა მიღებული იქნას მაღალი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე მინერალური წყლის რესურსი. ამ ხეობაში აღინიშნება ნამონასტრევის დაბალი მინერალიზაციის ნახშინმჟავა წყლების მცირედებიტიანი გამოსავლები.ამჟამად მიმდინარე მთის კურორტების განვითარების პროცესში საგრძნობი წვლილის შეტანა შეუძლია ამ რეგიონში არსებული სხვადასხვა ტიპის მინერალური წყლების რესურსების რაციონალურად ათვისებას. 

https://publishhouse.gtu.ge/ge/post/1048
მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო201929/05/2019 - 30/05/2019სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებასაქართველოს სამხედრო გზის სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილზე მდებარე მინერალური წყლები მთის კურორტების განვითარების მნიშვნელოვანი რესურსია.ზეპირი

საქართველოს სამხედრო გზა საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო მაგისტრალია, რომელზეც წლის ნებისმიერ დროს სამხრეთიდან ჩრდილოეთით და პირიქით უწყვეტ ნაკადად მიედინება სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტი. სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე მიმდებარე ტერიტორიას მთის კურორტების აღსაშენებლად კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს ჯანსაღი ჰაერი და კამკამა ნახშირმჟავა მინერალური წყლების გამოსავლების სიმრავლე. გეოტექტონიკური თვალსაზრისით აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის ნაოჭა სისტემის ორი ზონის ყაზბეგ-ლაგოდეხის და მესტია-თიანეთის ნაოჭა ზონების კონტაქტზე.შეუწყობს მთიანი რეგიონის-ხევსურეთის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. საკვლევი ტერიტორიის მინერალური წყლების მრავალრიცხოვანი წერტილოვანი, თუ ფრონტალური გამოსავლები სივრცული სიახლოვის და წყლის ქიმიური შედგენილობის იდენტურობის მიხედვით შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: (ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ) ფანშეტის საბადო, სიონის წყარო, ყანობის ჭაბურღილი, კობის საბადო, საძელის ხევის ჯგუფი, კულაგინის ჯგუფი, დიდი და პატარა მაიორშა.ეს მინერალური წყლები გაჯერებულია ნახშირორჟანგა აირით; მათი მინერალიზაცია ძირითადად 2,0-4,0 გ/ლ ფარგლებშია. მინერალური წყლების გავრცელებაში ვლინდება მკაფიოდ გამოხატული კანონზომიერება: ყაზბეგ-ლაგოდეხის ზონის ფარგლებში გავრცელებული წყლები (ფანშეტიდან კობის ჩათვლით). საკვლევი ტერიტორიის მინერალური წყლები ცივია (ტემპერატურა 7-120ჩ ფარგლებში), არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, კამკამა გამჭირვალობისაა, უსუნოა, სასიამოვნო გემოსია, რასაც აძლიერებს მათი გაჯერება CO2-ით. პირველ რიგში ფრიად საინტერესოა ნახშირმჟავა ტუტე-მარილოვანი წყლების ტიპი (ფანშეტი, სიონი, კობის ჭაბურღილი), რომელთა რესურსების ბაზაზე ხელსაყრელია ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტების დაფუძნება. საკვლევი ტერიტორიის მინერალურ წყლებს შორის სოდის მაღალი შემცველობით მკვეთრად გამოირჩევა კობის ჭაბურღილი № 9-ში მიღებული მინერალური წყალი, რომლის მინერალიზაცია 4.0 გ/ლ-ს შეადგენს. კობის ჭაბურღილის მინერალური წყალი ქიმიური შედგენილობით ძლიერ წააგავს ბორჯომის საქვეყნოდ სახელგანთქმულ მინერალურ წყალს და მას გამოყენების ფართო პერსპექტივა აქვს, როგორც ბოთლირებულ, ისე ადგილზე მიღების გზით სასმელ-სამკურნალო თვალსაზრისით. დანარჩენი მინერალური წყლები დაბალი და სუსტი მინერალიზაციის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან ტიპს მიეკუთვნებიან (პატარა და დიდი მაიორშა, კულაგინის, საძელის ხევის და სხვ. წყაროები). მათ ბაზაზე ხელსაყრელია მინერალური წყლების პავილიონებისა და გადახურული ბიუვეტების მოწყობა. მდ. თერგის მარჯვენა შენაკადის მდ. ბიდარას ხეობაში არაღრმა (100-200 მ-ს სიღრმის) ჭაბურღილების გაყვანის შედეგად შესაძლებელია დიდი რაოდენობით მინერალური წყლების მოპოვებასთან ერთად ნახშირორჟანგა აირის მნიშვნელოვანი მარაგების გამოვლენა.

https://institutes.gtu.ge/uploads/2019 konferencia 29-30 maisi (2).pdf
"მეცნიერება, კვლევა, განვითარება", №45, 2021 გვ. 37-45პოზნანი, პოლონეთი202129/09/2021 - 30/09/2021უკრაინის სახელმწიფო ეროვნული უნივერსიტეტიზემო რაჭის მინერალური წყლების გამოვლინების გეოლოგია და ჰიდროქიმია (საქართველო)ზეპირი

ზემო რაჭა საქართველოს ერთ-ერთი მთიანი მხარეა. იგი დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთის შემადგენელი ნაწილია.ზ.რაჭა მდიდარია ნახშირბადიანი მინერალური წყლების გამოვლინებებით, რომელიც გამოირჩევა როგორც სახეობათა სიმრავლით, ასევე ქიმიური შემადგენლობის მრავალფეროვნებით. ზ. რაჭის მინერალური წყლების წარმოქმნასა და გავრცელებაზე გავლენა აქვს გეოლოგიურ და ჰიდროგეოქიმიურ ფაქტორებს. ზ.რაჭის მინერალური წყლების მაგალითზე ვლინდება შემდეგი კანონზომიერება: ნახშირბადიანი სოდიანი წყლები წარმოიქმნება ძირითადად ქვედა და შუა იურული პერიოდის ფიქლის ფენებში და, შესაბამისად, გავრცელებულია ამ ფენის განვითარების არეალში. ხოლო ქლორიდების შემცველი მინერალური წყლები წარმოიქმნება ზედა იურული - ქვედა ცარცის კარბონატულ ფლიშურ კომპლექსში და, შესაბამისად, გავრცელებულია კარბონატული ფლიშური ქანებისგან შედგენილ ტერიტორიაზე.

http://xn--e1aajfpcds8ay4h.com.ua/files/117_01s_x_2021.pdf

Web of Science: 0
Scopus: 0
Google Scholar: 0

პროექტი აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებათა დადგენა, კადასტრის დამუშავება და რუკის შედგენა. გამოკვლეულია ბორჯომი-ახალციხის მინერალური წყლების გამოსავლები, გაკეთებულია ჰიდროგეოლოგიური აგეგმვა.ბორჯომი-ახალციხე01/09/2015 - 30/09/2015სახელმწიფო ბიუჯეტი
უმაღლესი კლასის ნატურალური სასმელი წყალი პროექტის ფარგლებში აღებულ იქნა მტკნარი წყლის სინჯები, გაზომილ იქნა ჭაბურღილებისა და წყაროს წყლების დებიტი, ტემპერატურა, ვიზუალურად აღწერილ იქნა გეოლოგიური პირობები.მცხეთა-მთიანეთი19/10/2015 - 28/11/2015სახელმწიფო ბიუჯეტი
საველე პირობებშიგაიზომა მინერალური წყლების ჭაბურღილების და წყაროების დებიტი, წყლის ტემპერატურა,ადგილზე განისაზღვრა pH და ისეთი არამგრადი კომპონენტები, როგორიცაა გახსნილი ნახშირორჟანგი CO2 ბორჯომი-ახალციხე21/07/2015 - 19/08/2015სახელმწიფო ბიუჯეტი
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებათა დადგენა, კადასტრის დამუშავება და რუკის შედგენა პროექტის ფარგლებში ველზე აღებულ იქნა მინერალური წყლების სინჯები, აღწერილი იქნა მინერალური წყლების გამოსავლების გეოლოგიური პირობები, შეფასდა წყაროების დებიტები,წყლის გემო, ფერი, სუნი, გამჭვირვალობა, გაიზომა წყლის ტემპერატურა, სტაციონალურ ლაბორატორიაში გაკეთდა მინერალური წყლების სრული ანალიზები.ბორჯომი-ხაშური21/07/2016 - 19/08/2016სახელმწიფო ბიუჯეტი
ჩატარებულ იქნა საველე-საექსპედიციო სამუშაოები. ველზე გაკეთდა მინერალური წყლების მოკლე ქიმიური ანალიზები, ადგილზე განისაზღვრა აქროლადი და არამდგრადი კომპონენტები (CO2, Fe ორვალენტიანი), აღწერილი იქნა მინერალური წყლების გამოსავლების გეოლოგიური პირობები, შეფასდა წყაროების დებიტები,წყლის გემო, ფერი, სუნი, გამჭვირვალობა, გაიზომა წყლის ტემპერატურამცხეთა-თიანეთი18/04/2017 - 02/05/2017სახელმწიფო ბიუჯეტი
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებათა დადგენა, კადასტრის დამუშავება და რუკის შედგენა პროექტის თანახმადთანახმად ჩატარდა რეგიონის მინერალური წყლების გამოსავლების (ბუნებრივი წყაროები, ჭაბურღილები) ჰიდროგეოლოგიური კვლევა. საველე პირობებში შესწავლილი იქნა გამოსავლების გეოლოგიური პირობებიგურია-აჭარა05/06/2017 - 04/07/2017სახელმწიფო ბიუჯეტი
საველე პირობებშიგაიზომა მინერალური წყლების ჭაბურღილების და წყაროების დებიტი, წყლის ტემპერატურა,ადგილზე განისაზღვრა pH და ისეთი არამგრადი კომპონენტები, როგორიცაა გახსნილი ნახშირორჟანგი CO2ბორჯომი-ახალციხე07/09/2017 - 06/10/2017სახელმწიფო ბიუჯეტი
ჩატარებულ იქნა საველე-საექსპედიციო სამუშაოები. ველზე გაკეთდა მინერალური წყლების მოკლე ქიმიური ანალიზები, აღწერილი იქნა მინერალური წყლების გამოსავლების გეოლოგიური პირობები, შეფასდა წყაროების დებიტები,წყლის გემო, ფერი, სუნი, გამჭვირვალობა, გაიზომა წყლის ტემპერატურა.მცხეთა- მთიანეთის რაიონი21/08/2018 - 19/09/2018სახელმწიფო ბიუჯეტი
საქართველოს სამხედრო გზის სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა პროექტის ფარგლებში გამოკვლეულია მცხეთა-მთიანეთის მინერალური წყლების გამოსავლები, გაკეთებულია ჰიდროგეოლოგიური აგეგმვა.მცხეთა- მთიანეთის რაიონი21/06/2018 - 20/07/2018სახელმწიფო ბიუჯეტი
დეტალურად შესწავლილი იქნა ზემო სვანეთის ქიმიურ-ფიზიკური თვისებებით გამორჩეული და პრაქტიკული მიზნებისათვის საჭირო მინერალური წყლების კვლევა. მესტიის რაიონი 23/08/2019 - 21/09/2019სახელმწიფო ბიუჯეტი
სვანეთისა და მთის რაჭის მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა პროექტის ფარგლებში გამოკვლეულია ზემო სვანეთის მინერალური წყლების 25 გამოსავალი. ხუთი მათგანი მდინარეების ადიდების შედეგად ჩამოტანილი მასალითაა დაფარული და მათი დასინჯვა არ მოხერხდა. შესწავლილი წყაროები მდ. ენგურის მარჯვენა შენაკადების ხეობებში არის განლაგებული. ისინი სუყველა ნახშირორჟანგიანი ტიპის წყლებია. მათი ნაწილი დაბალი მინერალიზაციისაა 2,0-5,0მ/ლ. მეორე ნაწილი სუსტი მინერალიზაციისაა. ყველა გაჯერებულია CO2-ით. მინრეალური წყაროების ერთი ნაწილი ძალზე მცირე დებიტიანია, მაგრამ ეს ადვილად გადასალახავი პრობლემაა. 50-150 მ. სიღრმის საძიებო-საექსპლოატაციო ჭაბურღილების მეშვეობით შესაძლებელია მათი დებიტის გაზრდა ასჯერ და უფრო მეტჯერაც. ამის კარგი მაგალითია სოფ. ნაკრაში გაყვანილი ჭაბურღილი საიდანაც 1,5 მ. სიმაღლეზე ამოდის მინერალური წყლის შადრევანი. მისი დებიტი დღე-ღამეში 230 მ3-ს შეადგენს. ზემო სვანეთის მინერალური წყლების საერთო დახასიათება: ნახშირორჟანგიანი ტიპი ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიან-კალციუმიანი ან კალციუმიან ნატრიუმიანია. ჯანმრთელობისათვის საზიანო მიკროელემენტებს მძიმე ლითონების სახით არ შეიცავს.მესტიის რაიონი 10/06/2019 - 09/07/2019სახელმწიფო ბიუჯეტი
მთის რაჭაში (ლაშიჭალას ჯგუფიდან) გამოკვლეული იქნა მინერალური წყლის 28 გამოსავალი: 20- მთის რაჭაში და 8 - ლაშიჭალაში. დეტალურად შესწავლილი იქნა ქიმიურ-ფიზიკური თვისებებით გამორჩეული და პრაქტიკული მიზნებისათვის საჭირო მინერალური წყლების კვლევა. რაჭა-ლეჩხუმი11/08/2020 - 09/09/2020სახელმწიფო ბიუჯეტი
საველე პირობებშიგაიზომა მინერალური წყლების ჭაბურღილების და წყაროების დებიტი, წყლის ტემპერატურა,ადგილზე განისაზღვრა pH და ისეთი არამგრადი კომპონენტები, როგორიცაა გახსნილი ნახშირორჟანგი CO2 , საერთო ტიტრირებული გოგირდი ონის რაიონი17/06/2020 - 16/07/2020სახელმწიფო ბიუჯეტი
საველე პირობებში ადგილზე აღწერილი იქნა მინერალური წყლების გამოსავლის ტიპი (წყარო, გრიფონი, ჭაბურღილი), გამოსავლის გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები. წერთილები დატანილია 1: 25 000 მასშტაბის ტოპოგრაფიულ რუკაზე, გადაღებულია გამოსავლის და მისი მისადგომების ფოტოსურათები.დუშეთის მუნიციპალიტეტი12/08/2021 - 10/09/2021სახელმწიფო ბიუჯეტი
კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი ფერდობის მინერალრი წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა პროექტის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, გაზომილია წყაროების დებიტი, ტემპერატურა, pHდუშეთის მუნიციპალიტეტი24/06/2021 - 23/07/2021სახელმწიფო ბიუჯეტი

დისერტაციის რეცენზირება


სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა


სადოქტორო თემის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა


უცხოურ ენებზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


ქართულ ენაზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


რეფერირებული ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის მთავარი რედაქტორობა


სამეცნიერო პროფესიული ჟურნალის/ კრებულის რეცენზენტობა


რეფერირებული სამეცნიერო ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრობა


საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტში/გრანტში მონაწილეობა


სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მხარდაჭერილ პროექტში/ გრანტში მონაწილეობა


კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი ფერდობის მინერალრი წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა “სახელმწიფო ბიუჯეტი03/01/2021 - 30/12/2021შემსრულებელი
სვანეთისა და მთის რაჭის მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევასახელმწიფო ბიუჯეტი5/01/ 2019 - 29/12/2020შემსრულებელი
საქართველოს სამხედრო გზის სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა.სახელმწიფო ბიუჯეტი03/01/2018 - 27/12/2018შემსრულებელი
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებათა დადგენა, კადასტრის დამუშავება და რუკის შედგენასახელმწიფო ბიუჯეტი 5/01/2014 - 28/12/2017შემსრულებელი
უმაღლესი კლასის ნატურალური სასმელი წყალისახელმწიფო ბიუჯეტი 4/01/2015 - 28/12/2017შემსრულებელი

პატენტის ავტორობა


უფლება ქართულ ან უცხოურ სასაქონლო ნიშანზე, სასარგებლო მოდელზე


-

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ან სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრობა


საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრობა


საერთაშორისო საინჟინრო გეოლოგიური ასოციაცია, საქართველოს ჯგუფის (IAEG) წევრი2018 - დღემდე

კონფერენციის საორგანიზაციო/ საპროგრამო კომიტეტის წევრობა


ჯილდო ეროვნული/ დარგობრივი პრემია, ორდენი, მედალი და სხვ.


საპატიო წოდება


მონოგრაფია


სახელმძღვანელო


სტატია მაღალ რეიტინგულ და ადგილობრივ ჟურნალებში


აჭარა-თრიალეთის მთიან-ნაოჭა ზონის მინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივა რეგიონში ბალნეოლოგიური კურორტების და სასმელ-სამკურნალო წყლების ჩამომსხმელი ქარხნების განვითარების საქმეში. მეცნიერება და ტექნოლოგიები, 1(727), გვ.69-76, 2018სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლები გამოირჩევა გამოსავლების სიმრავლით და აირული და ქიმიური შედგენილობის მრავალფეროვნებით. აქ, შედარებით მცირე ტერიტორიაზე, დაფიქსირებულია როგორც ნახშირორჟანგიანი, ისე აზოტიანი და მეთანიანი ცივი, თბილი და ცხელი წყლები. მოკლედ გადმოცემულია 2015_2017 წლებში ჩატარებული მინერალური წყლების გამოსავლების მონიტორინგის ძირითადი შედეგები და მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები მათი რესურსული პოტენციალის გაზრდის გზების შესახებ.

https://publishhouse.gtu.ge/ge/index/?id=90
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების მონიტორინგის ზოგიერთი შედეგის შესახებ, ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2(725), 2017სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

2015 - 2016 წლებში ჩატარებული აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მინერალური წყლების მთელ რიგ გამოსავლებში მიმდინარეობს დებიტის კლებისა და ქიმიური შედგენილობის ცვლილებების პროცესები. სტატიაში განხილულია ზოგიერთი მათგანი, კერძოდ, კოკოტაურის, ბოგაურის, ნაბეღლავის და ნუნისის მინერალური წყლები, რომლებშიც ყველაზე მკვეთრად შეინიშნება ეს მოვლენები.

https://publishhouse.gtu.ge/ka/page/?page=page&slug=/ge/archive/techno
მდ. აჭარისწყლის ხეობაში ბუნებრივი აირგამოვლინებების ქიმიური შედგენილობისა და გავრცელების შესახებ, ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, მეცნიერება და ტექნოლოგიები, 1(721), 2016სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

სტატიაში განხილულია აჭარისწყლის ხეობის ფრიად მიმზიდველი ბუნებრივი პირობები, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მიწისქვეშა მინერალურ და თერმულ წყლებს, რომლებიც ქიმიური შედგენილობისა და ფიზიკური თვისებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ წყლების რესურსები შედარებით მცირეა, რაც, ავტორთა აზრით, განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებით, რომ ამ ტერიტორიის მინერალურ და თერმულ წყლებზე არ ჩატარებულა დეტალური გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები. დასაბუთებულია ამ წყლების რესურსების გაზრდის შესაძლებლობანი, რაც ხელს შეუწყობს სასმელ-სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების მინერალური წყლების ჩამოსხმის ორგანიზებას და მთელი წლის განმავლობაში მოქმედი ბალნეოლოგიური და ბალნეოკლიმატური კურორტების აღმშენებლობას.

https://publishhouse.gtu.ge/public_html_old/storage/archit/26/pdf-1464862124-1d7Guht2eZkuGkgeYEBFpYOJIRuSEmOC.pdf

პუბლიკაცია სამეცნიერო კონფერენციის მასალებში, რომლებიც ინდექსირებულია Web of Science-ში და Scopus-ში