ბადრი მხეიძე

მეცნიერებათა დოქტორი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი

დაასკანერე

ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის ჰიდროგეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მაქვს მაგისტრის ხარისხი საინჟინრო-გეოლოგიაში და PH.D. ჰიდროგეოლოგიაში (1973). მაქვს საქართველოში მიწისქვეშა წყლების, ბუნებრივი აირის, მინერალური და თერმული წყლების კვლევების 60 წლიანი გამოცდილება. ამჟამად ვმონაწილეობ დიდი კავკასიონის სამხრეთ ფერდობის და აჭარა-თრიალეთის მთის ზონის მიწისქვეშა წყლების, მინერალური წყლის ქიმიური შემადგენლობის ფორმირების, თერმული ველებისა და თერმული წყლის საბადოების კვლევებში. ასევე ვმონაწილეობდი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პროექტებში. მაქვს მონოგრაფიები, ჰიდროგეოლოგიური რუქები და სტატიები საქართველოს ჰიდროგეოლოგიის, ბუნებრივი აირის, მინერალური და თერმული წყლების ფუნდამენტური კვლევისთვის.

კავკასიონის სამხრეთი კალთის მინერალური წყლების საბადოების სტრუქტურულ-ჰიდროგეოლოგიური დახასიათებაბ. მხეიძესტატია მეცნიერება, თბილისი/საქ. ჰიდროგეოლ. და საინჟ. გეოლ. პრობლემები, შრომათა კრებ. , 2001/XII, გვ.19-370 ISBN 978-9941-405-81-5 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
Условия формирования, гидрогеологический режим и ресурсы минеральной воды источника Нарзан – Воклюзბ. მხეიძე, ნ. დევიძე, მ. კოპაძე, ი. ნანაძესტატია მეცნიერება/საქართველოს ჰიდროგეოლ. და საინჟ. გეოლ. პრობლემები, შრომათა კრებ. , 2001/XII, გვ. 81-910 ISBN 978-9941-405-81-5 რუსულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
მტკნარი მიწისქვეშა წყლების გავრცელების სიღრმე საქართველოს ტერიტორიაზე.ბ. მხეიძე, ბ. ზაუტაშვილისტატია/ საქართვ. ტექნ. უნივერს. შრომები, 2003/№ 5,0 ISSN 1512-0996 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
რეგიონალური ჰიდროგეოლოგიაბ. მხეიძე, ბ. ზაუტაშვილი, ლ. ხარატიშვილისახელმძღვანელოტექნიკური უნივერსიტეტი, 20030 ISBN 9994014412. ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
საქართველოს ჰიდროგეოლოგიური დარაიონების საკითხვისათვისბ. მხეიძე, გ.ბუაჩიძე, ბ.ზაუტაშვილისტატია მეცნიერება/საქ. ჰიდროგეოლ. და საინჟ. გეოლ. პრობლემები, შრომათა კრებული , 2003/XIY, გვ.19-370 ISBN 978-9941-405-81-5 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ზოგადი ცვლილებები საქართველოს ჰიდროგეოლოგიურ დარაიონებაშიბ. მხეიძე, გ.ბუაჩიძე, ბ.ზაუტაშვილისტატიასამთო ჟურნალი, თბილისი, 2005/ 1 (14),0 ISSN:1512-407X ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ნახშირმჟავა სოდიანი მინერალური წყლები (გავრცელების და ფორმირების თავისებურებები)B. Zautashvili, b. Mkheidze, T. Pitavaსტატიასამთო ჟურნალი, თბილისი, 2005/ 1 (14), გვ.7-11. 0 ISSN:1512-407X ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
უწერის ნახშირორჯანგა მინერალური წყლის საბადოს რესურსები და ათვისების პერსპექტივები.ბ. მხეიძე, გ.ბუაჩიძესტატიასაქართველოს მეცნ. აკადემიის /მეცნიერება, ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტის შრომათა კრებული, 2005/ XV 0 ISBN 978-9941-405-81-5 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
თბილისის თერმების ქიმიური შედგენილობის ფორმირების ჰიდროგეოქიმიური თავისებურებანიბ. მხეიძე, ბ.ზაუტაშვილი, ნ.ზაუტაშვილისტატიასაქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2007/ტ. XVI, გვ. 136-1400 ISBN 978-9941-405-01-3 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ქ. ქუთაისის პერსპექტიული წყალმომარაგებისათვის ტობის ხეობის კარსტული წყაროების გამოყენების საკითხისათვისბ. მხეიძე, ზ. კაკულია, ა. სონღულაშვილი სტატიასაქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2009/ტ. XVII, გვ. 8-160 ISBN 978-9941-405-81-5 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
კავკასიის ჰიდროგეოლოგიური დარაიონება და ჰიდროგეოქიმიური ზონალობაბ. მხეიძე, ბ.ზაუტაშვილი, თ.პიტავასტატიასაქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2009/ტ. XVII, გვ. 22-310 ISBN 978-9941-405-81-5 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილის ჰიდროგეოლოგია K-(38), (39) ფურცლის ფარგლებშიბ. მხეიძე, ბ.ზაუტაშვილისტატიასაქ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ ჰ/გ და ს/გ ინსტიტუტი, შრომათა კრებული, 2009/ტ. XVII, გვ. 32-480 ISBN 978-9941-405-81-5 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ფთორიანი ნატურალური სასმელი წყლების თავისებურებანი და საქართველოში მათი გამოყენების პერსპექტივები  ბ. ზაუტაშვილი, ნ. ზაუტაშვილი, ბ. მხეიძე, ი. ნანაძე, ი. რაევსკაიასტატიასამთო ჟურნალი, თბილისი, 2009/ 2 (23), გვ.76-780 ISSN:1512-407X ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
საქართველოს ჰიდროგეოლოგია.ბ. მხეიძე, ბ.ზაუტაშვილისახელმძღვანელოტექნიკური უნივერსიტეტი, 2011/გვ. 1840 https://gtu.ge/Geoldep/Pdf/saqarTvelos_hidrogeologia.pdf ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
მინერალური წყლების რუკაბ. მხეიძე, ბ.ზაუტაშვილიმონოგრაფიაკილო / საქართველოს 100 კურორტი, 2014 წელი / გვ.1320 ISBN: 978-9941-441-36-3 ქართულისახელშეკრულებო
ჰიდრომინერალური რესურსებიბ. მხეიძე, თ. კოროშინაძე, ბ.ზაუტაშვილისტატიაწიგნი-ერი/კრებული ჩვენი ღირსებანი, 2014/ტ.V, გვ. 187-2030 ISBN 978-9941-9349-1-9 ქართულისახელშეკრულებო
აჭარისწყლის ხეობის მინერალური და თერმული წყლების რესურსების გაზრდისა და ათვისების პერსპექტივები.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტი.სტატიატექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2016/1(721), გვ.54-610 ISSN 0310-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
მდ. აჭარისწყლის ხეობაში ბუნებრივი აირგამოვლინებების ქიმიური შედგენილობისა და გავრცელების შესახებბ. მხეიძესტატიატექნიკური უნივერსიტეტი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2016/1(721), გვ.41-440 ISSN 0310-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების მონიტორინგის ზოგიერთი შედეგის შესახებბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტისტატიატექნიკური უნივერსიტეტი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2017/ 2(725), გვ.105-1100 ISSN 0310-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
აჭარა-თრიალეთის რეგიონის მინერალური წყლების რაციონალური გამოყენება -რეგიონის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საიმედო გზა.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტი.კონფერენციის კრებულიმე-3 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2017, გვ.89-920 ISBN 978-9941-20-832-4 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
აჭარა-თრიალეთის მთიან-ნაოჭა ზონის მინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივა რეგიონში ბალნეოლოგიური კურორტების და სასმელ-სამკურნალო წყლების ჩამომსხმელი ქარხნების განვითარების საქმეში ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ი. ნანაძე, მ. კოპაძე, ლ. ღლონტისტატიატექნიკური უნივერსიტეტი/ მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2018/1(727), გვ.69-750 ISSN 0310-7061 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
მინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივები აჭარა-თრიალეთის რეგიონის მთის კურორტების განვითარების საკითხში.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულიაკონფერენციის კრებულიმე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2018/ გვ.85-870 ISBN 978-9941-28-064-1 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
საქართველოს სამხედრო გზის სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილზე მდებარე მინერალური წყლები მთის კურორტების განვითარების მნიშვნელოვანი რესურსია.ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ზ. კაკულია, ხ. ზაგაშვილიკონფერენციის კრებულიმე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ, თეზისების წიგნი, 2019/გვ.99-1010 ISBN 978-9941-28-432-8 ინგლისურისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ზემო რაჭის მინერალური წყლების გამოვლინების გეოლოგია და ჰიდროქიმია (საქართველო)ბ. მხეიძე, ა. სონღულაშვილი, ლ. ხვიჩია, ლ. ღლონტიკონფერენციის კრებულიმეცნიერება, კვლევა, განვითარება, 2021/№45, გვ. 37-450 ISBN: 978-83-66401-91-4 რუსულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებთბილისი, საქართველო201701/06/2022 - 02/06/2022სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებააჭარა-თრიალეთის რეგიონის მინერალური წყლების რაციონალური გამოყენება -რეგიონის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი საიმედო გზა.ზეპირი

აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების მონიტორინგის შედეგად მოპოვებული მონაცემებისა და ფონდური და გამოქვეყნებული მასალის შეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია რეგიონის ჰიდროთერმო-მინერალური რესურსების პოტენციალის შეფასება. აჭარა-თრიალეთის მრავალფეროვანი ქიმიური შედგენილობისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე მინერალური წყლების რესურსების რაციონალური ათვისება, ეჭვი არაა, ხელს შეუწყობს სასმელი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი წყლების ჩამომსხმელი წარმოების მნიშვნელოვნად გაზრდას და ბალნეოლოგიური და ბალნეო-კლიმატური კურორტების ქსელის გაფართოებას, რაც საგრძნობ წვლილს შეიტანს რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური პრობლემების, პირველ რიგში, დასაქმების პრობლემის გადაჭრის საქმეში.  

http://www.msgeorgia2012.com/files/krebuli_2017.pdf
მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო201829/05/2018 - 30/05/2018სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებამინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივები აჭარა-თრიალეთის რეგიონის მთის კურორტების განვითარების საკითხშიზეპირი

 საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აჭარა-თრიალეთის რეგიონში გვხვდება ცივთან ერთად ცხელი ნახშირმჟავა მინერალური წყლები. პირველები ძირითადად გავრცელებულია რეგიონის დასავლეთ ნაწილში (ნაბეღლავი, საირმე, დანისპარაული, ნამონასტრევი, კოკოტაური) და ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში (მიტარბი, მაჭარწყალი, წინუბანი, ვარდევანი, გუჯარეთი. რამნისხევი, ფლატე). ცხელი ნახშირმჟავა მინერალური წყლები თავმოყრილია რეგიონის ცენტრალურ ნაწილში (ბორჯომის ხეობა) და ახალციხის დეპრესიის ფარგლებში (ახალციხე, ნაქალაქევი და სხვ). რეგიონის მინერალური წყლების ნაწილი მეტნაკლებად ათვისებულია, მაგრამ არის ისეთი გამოვლინებები, რომელთა რესურსები მხოლოდ ნაწილობრივ გამოიყენება, ან საერთოდ ხელუხლებელია (ზეკარის, აბასთუმნის, დვირის, სადგერის თერმები, მდინარეების გუჯარეთისწყლის და აჭარისწყლის ხეობების ნახშირმჟავა წყლები).რესურსების დიდი პოტენციალით თერმულ წყლებს შორის აღსანიშნავია აბასთუმნისა და ზეკარის მინერალური წყლების საბადოები. თავისი მოხერხებული ადგილმდებარეობით და შესანიშნავი ბუნებრივი პირობებით გამოირჩევა აბასთუმნის საბადო, რომლის სუსტი მინერალიზაციის (0,6გ./ლ-მდე) ქლორიდულ-სულფატური ნატრიუმიან-კალციუმიანი წყლის ტემპერატურა 480C-ს აღწევს. ათვისების თვალსაზრისით არანაკლებ საინტერესოა ზეკარის თერმული დიდდებიტიანი წყაროები, რომლებიდანაც გადმოედინება სუსტი მინერალიზაციის (0,15-0,20 მგ/ლ) 37 0C-იანი წყალი სილიციუმის მჟავის მომატებული შემცველობით (50მგ/ლ).ნახშირმჟავა წყლების დიდი რესურსის მიღების პერსპექტივით ძალზე მიმზიდველია მდ. გუჯარეთისწყლის ხეობაში არსებული გამოსავლები. აქ მიტარბის მინერალური წყლის ჭაბურღილიდან დაწყებული ხეობის მაღლა აყოლებით რამდენიმე გამოსავალია. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საშუალო მინერალიზაციის სოდიანი მინერალური წყლები: მაჭარწყალი, წინუბანი, აგრეთვე დაბალი მინერალიზაციის „ნარზანის“ ტიპის წყლები: ვარდევანი, რამნისხევი. ნახსენები ხეობის მინერალური წყლები გამოირჩევა გახსნილი თავისუფალი ნახშირორჟანგის აირის მაღალი შემცველობით. გეოლოგიური-საძიებო სამუშაოები არ შეხებია აგრეთვე მდ. აჭარისწყლის ხეობის ნახშირმჟავა წყლების გამოსავლებს. თავისი საინტერესო ქიმიური შედგენილობით მათ შორის საყურადღებოა დანისპარაულის საშუალო მინერალიზაციის (6,0 გ/ლ) სოდიანი წყალი. მართალია წყაროს დებიტი უმნიშვნელოა, მაგრამ საძიებო და საკაპტაჟო სამუშაოების ჩატარების შედეგად აქ შესაძლოა მიღებული იქნას მაღალი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე მინერალური წყლის რესურსი. ამ ხეობაში აღინიშნება ნამონასტრევის დაბალი მინერალიზაციის ნახშინმჟავა წყლების მცირედებიტიანი გამოსავლები.ამჟამად მიმდინარე მთის კურორტების განვითარების პროცესში საგრძნობი წვლილის შეტანა შეუძლია ამ რეგიონში არსებული სხვადასხვა ტიპის მინერალური წყლების რესურსების რაციონალურად ათვისებას. 

https://publishhouse.gtu.ge/ge/post/1048
მე-5 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გეოლოგიის უახლესი პრობლემების შესახებ თბილისი, საქართველო201929/05/2019 - 30/05/2019სტუ, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოებასაქართველოს სამხედრო გზის სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილზე მდებარე მინერალური წყლები მთის კურორტების განვითარების მნიშვნელოვანი რესურსია.ზეპირი

სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე მიმდებარე ტერიტორიას მთის კურორტების აღსაშენებლად კიდევ უფრო მეტ ხიბლს სძენს ჯანსაღი ჰაერი და კამკამა ნახშირმჟავა მინერალური წყლების გამოსავლების სიმრავლე. გეოტექტონიკური თვალსაზრისით აღნიშნული ტერიტორია მდებარეობს კავკასიონის ნაოჭა სისტემის ორი ზონის ყაზბეგ-ლაგოდეხის და მესტია-თიანეთის ნაოჭა ზონების კონტაქტზე.შეუწყობს მთიანი რეგიონის-ხევსურეთის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. საკვლევი ტერიტორიის მინერალური წყლების მრავალრიცხოვანი წერტილოვანი, თუ ფრონტალური გამოსავლები სივრცული სიახლოვის და წყლის ქიმიური შედგენილობის იდენტურობის მიხედვით შეიძლება დაიყოს შემდეგ ჯგუფებად: (ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ) ფანშეტის საბადო, სიონის წყარო, ყანობის ჭაბურღილი, კობის საბადო, საძელის ხევის ჯგუფი, კულაგინის ჯგუფი, დიდი და პატარა მაიორშა.ეს მინერალური წყლები გაჯერებულია ნახშირორჟანგა აირით; მათი მინერალიზაცია ძირითადად 2,0-4,0 გ/ლ ფარგლებშია. მინერალური წყლების გავრცელებაში ვლინდება მკაფიოდ გამოხატული კანონზომიერება: ყაზბეგ-ლაგოდეხის ზონის ფარგლებში გავრცელებული წყლები (ფანშეტიდან კობის ჩათვლით). საკვლევი ტერიტორიის მინერალური წყლები ცივია (ტემპერატურა 7-120 C ფარგლებში), არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს, კამკამა გამჭირვალობისაა, უსუნოა, სასიამოვნო გემოსია, რასაც აძლიერებს მათი გაჯერება CO2-ით. პირველ რიგში ფრიად საინტერესოა ნახშირმჟავა ტუტე-მარილოვანი წყლების ტიპი (ფანშეტი, სიონი, კობის ჭაბურღილი), რომელთა რესურსების ბაზაზე ხელსაყრელია ბალნეოლოგიურ-კლიმატური კურორტების დაფუძნება. საკვლევი ტერიტორიის მინერალურ წყლებს შორის სოდის მაღალი შემცველობით მკვეთრად გამოირჩევა კობის ჭაბურღილი № 9-ში მიღებული მინერალური წყალი, რომლის მინერალიზაცია 4.0 გ/ლ-ს შეადგენს. კობის ჭაბურღილის მინერალური წყალი ქიმიური შედგენილობით ძლიერ წააგავს ბორჯომის საქვეყნოდ სახელგანთქმულ მინერალურ წყალს და მას გამოყენების ფართო პერსპექტივა აქვს, როგორც ბოთლირებულ, ისე ადგილზე მიღების გზით სასმელ-სამკურნალო თვალსაზრისით. დანარჩენი მინერალური წყლები დაბალი და სუსტი მინერალიზაციის ნახშირმჟავა ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან ტიპს მიეკუთვნებიან (პატარა და დიდი მაიორშა, კულაგინის, საძელის ხევის და სხვ. წყაროები). მათ ბაზაზე ხელსაყრელია მინერალური წყლების პავილიონებისა და გადახურული ბიუვეტების მოწყობა. მდ. თერგის მარჯვენა შენაკადის მდ. ბიდარას ხეობაში არაღრმა (100-200 მ-ს სიღრმის) ჭაბურღილების გაყვანის შედეგად შესაძლებელია დიდი რაოდენობით მინერალური წყლების მოპოვებასთან ერთად ნახშირორჟანგა აირის მნიშვნელოვანი მარაგების გამოვლენა. 

https://institutes.gtu.ge/uploads/2019 konferencia 29-30 maisi (1).pdf
მეცნიერება, კვლევა, განვითარებაპოზნანი, პოლონეთი202129/09/2021 - 30/09/2021უკრაინის სახელმწიფო ეროვნული უნივერსიტეტი,ზემო რაჭის მინერალური წყლების გამოვლინების გეოლოგია და ჰიდროქიმია (საქართველო)ზეპირი

ზემო რაჭა საქართველოს ერთ-ერთი მთიანი მხარეა. იგი დიდი კავკასიონის სამხრეთ კალთის შემადგენელი ნაწილია.ზ.რაჭა მდიდარია ნახშირბადიანი მინერალური წყლების გამოვლინებებით, რომელიც გამოირჩევა როგორც სახეობათა სიმრავლით, ასევე ქიმიური შემადგენლობის მრავალფეროვნებით. ზ. რაჭის მინერალური წყლების წარმოქმნასა და გავრცელებაზე გავლენა აქვს გეოლოგიურ და ჰიდროგეოქიმიურ ფაქტორებს. ზ.რაჭის მინერალური წყლების მაგალითზე ვლინდება შემდეგი კანონზომიერება: ნახშირბადიანი სოდიანი წყლები წარმოიქმნება ძირითადად ქვედა და შუა იურული პერიოდის ფიქლის ფენებში და, შესაბამისად, გავრცელებულია ამ ფენის განვითარების არეალში. ხოლო ქლორიდების შემცველი მინერალური წყლები წარმოიქმნება ზედა იურული - ქვედა ცარცის კარბონატულ ფლიშურ კომპლექსში და, შესაბამისად, გავრცელებულია კარბონატული ფლიშური ქანებისგან შედგენილ ტერიტორიაზე.

http://xn--e1aajfpcds8ay4h.com.ua/files/117_01s_x_2021.pdf

Web of Science: ციტირების ინდექსი-1, H-ინდექსი-1.
Scopus: 0
Google Scholar: ციტირების ინდექსი-23, H-ინდექსი-4

ონის რაიონის ფარგლებში ჩატარდა ჰიდგოგეოლოგიური აგეგმვა, ქიმიური ანალიზების ჩასატარებლად აღებულ იქნა 30-მდე სინჯი, გაიზომა წყაროების მინერალური წყლების ტემპერატურა, დებიტი, მჟავიანობა.ონი15/08/2010 - 30/09/2010სახელმწიფო ბიუჯეტი
კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი ფერდობის მინერალრი წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა მინერალური წყლების წყაროები და ჭაბურღილები. საველე პირობებში შესწავლილი იქნა გამოსავლების გეოლოგიური პირობები, გაკეთდა მინერალური წყლების საველე ქიმიური ანალიზები, გაზომილია ტემპერატურა და დებიტი. დუშეთის მუნიციპალიტეტი30/08/2012 - 19/09/2012სახელმწიფო ბიუჯეტი
პროექტი აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებათა დადგენა, კადასტრის დამუშავება და რუკის შედგენა. გამოკვლეულია ბორჯომი-ახალციხე მინერალური წყლების გამოსავლები, გაკეთებულია ჰიდროგეოლოგიური აგეგმვა.ბორჯომი-ახალციხე21/07/2015 - 19/08/2015სახელმწიფო ბიუჯეტი
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებათა დადგენა, კადასტრის დამუშავება და რუკის შედგენა პროექტის ფარგლებში ჩატარებულ იქნა კამერალური, ლაბორატორიული, საველე-საექსპედიციო სამუშაოები. ველზე გაკეთდა მინერალური წყლების მოკლე ქიმიური ანალიზები, ადგილზე განისაზღვრა აქროლადი და არამდგრადი კომპონენტები (CO2, Fe ორვალენტიანი), აღწერილი იქნა მინერალური წყლების გამოსავლების გეოლოგიური პირობები, შეფასდა წყაროების დებიტები,წყლის გემო, ფერი, სუნი, გამჭვირვალობა, გაიზომა წყლის ტემპერატურა, სტაციონალურ ლაბორატორიაში გაკეთდა მინერალური წყლების სრული ანალიზები.გურია-აჭარა10/06/2015 - 09/07/2015სახელმწიფო ბიუჯეტი
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებათა დადგენა, კადასტრის დამუშავება და რუკის შედგენა პროექტის თანახმადთანახმად ჩატარდა რეგიონის მინერალური წყლების გამოსავლების (ბუნებრივი წყაროები, ჭაბურღილები) ჰიდროგეოლოგიური კვლევა. საველე პირობებში შესწავლილი იქნა გამოსავლების გეოლოგიური პირობები, გაკეთდა მინერალური წყლების საველე ქიმიური ანალიზებიბორჯომი-ხაშური21/07/2016 - 19/08/2016სახელმწიფო ბიუჯეტი
ჩატარდა რეგიონის მინერალური წყლების გამოსავლების (ბუნებრივი წყაროები, ჭაბურღილები) ჰიდროგეოლოგიური კვლევა. საველე პირობებში შესწავლილი იქნა გამოსავლების გეოლოგიური პირობები, გაკეთდა მინერალური წყლების საველე ქიმიური ანალიზებიგურია-აჭარა05/06/2017 - 04/07/2017სახელმწიფო ბიუჯეტი
საქართველოს სამხედრო გზის სტეფანწმინდა-ჯვრის უღ ელტეხილის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა პროექტის ფარგლებში გამოკვლეულია მცხეთა-მთიანეთის მინერალური წყლების გამოსავლები, გაკეთებულია ჰიდროგეოლოგიური აგეგმვა.მცხეთა- მთიანეთის რაიონი21/08/-19/09/ 2018სახელმწიფო ბიუჯეტი
გამოკვლეულია მცხეთა-მთიანეთის მინერალური წყლების გამოსავლები, გაკეთებულია ჰიდროგეოლოგიური აგეგმვა.მცხეთა- მთიანეთის რაიონი21/06/2018 - 20/07/2018სახელმწიფო ბიუჯეტი
სვანეთისა და მთის რაჭის მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა პროექტის ფარგლებში გამოკვლეულია ზემო სვანეთის მინერალური წყლების 25 გამოსავალი. ხუთი მათგანი მდინარეების ადიდების შედეგად ჩამოტანილი მასალითაა დაფარული და მათი დასინჯვა არ მოხერხდა. შესწავლილი წყაროები მდ. ენგურის მარჯვენა შენაკადების ხეობებში არის განლაგებული. ისინი სუყველა ნახშირორჟანგიანი ტიპის წყლებია. მათი ნაწილი დაბალი მინერალიზაციისაა 2,0-5,0მ/ლ. მეორე ნაწილი სუსტი მინერალიზაციისაა. ყველა გაჯერებულია CO2-ით. მინრეალური წყაროების ერთი ნაწილი ძალზე მცირე დებიტიანია, მაგრამ ეს ადვილად გადასალახავი პრობლემაა. 50-150 მ. სიღრმის საძიებო-საექსპლოატაციო ჭაბურღილების მეშვეობით შესაძლებელია მათი დებიტის გაზრდა ასჯერ და უფრო მეტჯერაც. ამის კარგი მაგალითია სოფ. ნაკრაში გაყვანილი ჭაბურღილი საიდანაც 1,5 მ. სიმაღლეზე ამოდის მინერალური წყლის შადრევანი. მისი დებიტი დღე-ღამეში 230 მ3-ს შეადგენს. ზემო სვანეთის მინერალური წყლების საერთო დახასიათება: ნახშირორჟანგიანი ტიპი ჰიდროკარბონატულ ნატრიუმიან-კალციუმიანი ან კალციუმიან ნატრიუმიანია. ჯანმრთელობისათვის საზიანო მიკროელემენტებს მძიმე ლითონების სახით არ შეიცავს.მესტიის რაიონი 10/06/2019 - 09/07/2019სახელმწიფო ბიუჯეტი
სვანეთისა და მთის რაჭის მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა პროექტის ფარგლებში მთის რაჭაში (ლაშიჭალას ჯგუფიდან) გამოკვლეული იქნა მინერალური წყლის 28 გამოსავალი: 20- მთის რაჭაში და 8 - ლაშიჭალაში. დეტალურად შესწავლილი იქნა ქიმიურ-ფიზიკური თვისებებით გამორჩეული და პრაქტიკული მიზნებისათვის საჭირო მინერალური წყლების კვლევა. რაჭა-ლეჩხუმი08/08/2020 - 09/09/2020სახელმწიფო ბიუჯეტი

დისერტაციის რეცენზირება


სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა


სადოქტორო თემის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა


უცხოურ ენებზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


ქართულ ენაზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


რეფერირებული ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის მთავარი რედაქტორობა


სამეცნიერო პროფესიული ჟურნალის/ კრებულის რეცენზენტობა


რეფერირებული სამეცნიერო ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრობა


სსიპ ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის XVII შრომათა კრებულისაქართველო12/05/2009
ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის საიუბილეო (მიძღვნილი პროფ. ი.ბუაჩიძეს დაბადებიდან 100 წლისთავისადმი) შრომათა კრებული (XVI)საქართველო07/05/2007
საქართველოს ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის პრობლემებისაქართველო02/03/2003

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტში/გრანტში მონაწილეობა


სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მხარდაჭერილ პროექტში/ გრანტში მონაწილეობა


კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთი ფერდობის მინერალრი წყლების რესურსული პოტენციალის კვლევა სახელმწიფო ბიუჯეტი 2021ხელმძღვანელი
სვანეთისა და მთის რაჭის მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევასახელმწიფო ბიუჯეტი 2019-2020ხელმძღვანელი
საქართველოს სამხედრო გზის სტეფანწმინდა-ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მინერალური წყლების რესურსული პოტენციალის კვლევასახელმწიფო ბიუჯეტი 2018ხელმძღვანელი
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერებათა დადგენა, კადასტრის დამუშავება და რუკის შედგენასახელმწიფო ბიუჯეტი 2014-2017ხელმძღვანელი
უმაღლესი კლასის ნატურალური სასმელი წყალისახელმწიფო ბიუჯეტი 2015-2017ხელმძღვანელი
ენგურის ხეობის წყლების აგრესიულობის კვლევა ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში სუფოზიური პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით.სახელმწიფო ბიუჯეტი 2013-2014ხელმძღვანელი
კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ნახშირმჟავა მინერალური წყლების ქიმიური შედგენილობის ფორმირების გეოქიმიურ კანონზომიერებათა შესწავლა.სახელმწიფო ბიუჯეტი 2011-2012ხელმძღვანელი
საქართველოს სტრუქტურულ-ჰიდროგეოლოგიური დარაიონების რუკა.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი 2005-2006ძირითადი შემსრულებელი
კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ნახშირმჟავა სოდიანი მინერალური წყლები ( გავრცელების და ფორმირების კანონზომიერებანი). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი2002-2004ძირითადი შემსრულებელი
საქართველოს მტკნარი მიწისქვეშა წყლების სიღრმის სქემატური რუკის შედგენა.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გრანტი 2000-2001ძირითადი შემსრულებელი

პატენტის ავტორობა


უფლება ქართულ ან უცხოურ სასაქონლო ნიშანზე, სასარგებლო მოდელზე


-

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ან სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრობა


საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრობა


საერთაშორისო ჰიდროგეოლოგიური ასოციაცია, საქართველოს ჯგუფი 2005-2017

კონფერენციის საორგანიზაციო/ საპროგრამო კომიტეტის წევრობა


პროფ. ი.ბუაჩიძეს 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია2007

ჯილდო ეროვნული/ დარგობრივი პრემია, ორდენი, მედალი და სხვ.


საპატიო წოდება


მონოგრაფია


წიგნი მე-5, ჩვენი ღირსებანი, თავი ჰიდრომინერალური რესურსები, 2014, გამომცემლობა წიგნიერი, 187-212სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

წიგნში ჩვენი ღირსებანი, თავი ჰიდრომინერალური რესურსები დეტალურად აღწერილია ბორჯომის მინერალური წყლის საბადოების ქიმიური შედგენილობა, შესწავლილია მინერალიზაციის ხარისხი და განსაზღვრულია დებიტი.

http://laterna.ge/?cat=85&show=13768#.Y3SpPnZByUk
მინერალური წყლების რუკა, გამომც, კილო, თბილისი, საქართველოს 100 კურორტი, 2014, გვ.132სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

წიგნში „საქართველოს 100 კურორტი“ თავმოყრილია ინფორმაცია საქართველოში არსებული კურორტებისა და საკურორტო ადგილების შესახებ. კურორტოგრაფიული მონაცემების გარდა, წიგნში მოცემულია იმ ადგილთა ჩამონათვალი და აღწერილობა, რომელთა ნახვა-დათვალიერება საინტერესო იქნება კურორტის სტუმრებისთვის. ვიმედოვნებთ, ეს წიგნი ერთგვარი გზამკვლევი გახდება როგორც მკითხველთა ფართო წრისთვის, ისე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმით დაინტერესებულთათვის.

https://klio.ge/produit/2014-100-k

სახელმძღვანელო


საქართველოს გეოგრაფია, თავი მინერაკური წყლები , 2013 გვ 145-148სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

თავში განხილულია მეთანის, აზოტიანი და გოგირდწყალბადიანი პროვინციის მინერალური წყლები, მათი ქიმიური შედგენილობა .

http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/browse.html?pft=biblio&from=156670
საქართველოს გეოგრაფია, თავი ჰიდროგეოლოგია , 2013 გვ 130-145სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

თავში განხილულია გეოლოგიური წყებების გაწყლიანების თავისებურებანი, წყლების ქიმიური და აირული შედაგენილობა, რესურსების სიუხვე და პრაქტიკული მნიშვნელობა ცირკულაციის ზონებისა და ჰიდროგეოლოგიური რაიონების მიხედვით.

http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/browse.html?pft=biblio&from=156670
საქართველოს ჰიდროგეოლოგია, სტუ, 2011სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

განხილულია საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული წყალშემცველი კომპლექსები,ჰორიზონტები, ზონები; გამოყოფილია და დახასიათებულია ჰიდროგეოლოგიური რაიონები და ჰიდროგეოქიმიური ზონები; დადგენილია მიწისქვეშა წყლების რაოდენობის, შედგენილობის, ფორმირებისა დაგავრცელების კანონზომიერებანი; შეფასებულია მიწისქვეშა წყლების მნიშვნელობა სასმელ-სამეურნეო, სასმელ-სამკურნალო და ბალნეოლოგიური, თბო-ენერგეტიკული, ეკოლოგიური თვალსაზრისით. გათვალისწინებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიური სპეციალობის მაგისტრანტებისათვის, ამასთან ის გარკვეულ დახმარებას გაუწევს ჰიდროგეოლოგიასა და მომიჯნავე დარგებში მომუშავე ახალგაზრდა სპეციალისტებს.

https://gtu.ge/Geoldep/Pdf/saqarTvelos_hidrogeologia.pdf

სტატია მაღალ რეიტინგულ და ადგილობრივ ჟურნალებში


აჭარა-თრიალეთის მთიან-ნაოჭა ზონის მინერალური წყლების გამოყენების პერსპექტივა რეგიონში ბალნეოლოგიური კურორტების და სასმელ-სამკურნალო წყლების ჩამომსხმელი ქარხნების განვითარების საქმეში. მეცნიერება და ტექნოლოგიები, 1(727), გვ.69-76, 2018სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლები გამოირჩევა გამოსავლების სიმრავლით და აირული და ქიმიური შედგენილობის მრავალფეროვნებით. აქ, შედარებით მცირე ტერიტორიაზე, დაფიქსირებულია როგორც ნახშირორჟანგიანი, ისე აზოტიანი და მეთანიანი ცივი, თბილი და ცხელი წყლები. მოკლედ გადმოცემულია 2015_2017 წლებში ჩატარებული მინერალური წყლების გამოსავლების მონიტორინგის ძირითადი შედეგები და მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებები მათი რესურსული პოტენციალის გაზრდის გზების შესახებ.

https://publishhouse.gtu.ge/ge/index/?id=90
აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების მონიტორინგის ზოგიერთი შედეგის შესახებ, ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2(725), 2017სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

2015 - 2016 წლებში ჩატარებული აჭარა-თრიალეთის მინერალური წყლების მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ მინერალური წყლების მთელ რიგ გამოსავლებში მიმდინარეობს დებიტის კლებისა და ქიმიური შედგენილობის ცვლილებების პროცესები. სტატიაში განხილულია ზოგიერთი მათგანი, კერძოდ, კოკოტაურის, ბოგაურის, ნაბეღლავის და ნუნისის მინერალური წყლები, რომლებშიც ყველაზე მკვეთრად შეინიშნება ეს მოვლენები.

https://publishhouse.gtu.ge/ka/page/?page=page&slug=/ge/archive/techno
აჭარისწყლის ხეობის მინერალური და თერმული წყლების რესურსების გაზრდისა და ათვისების პერსპექტივები.სტუ,მეცნიერება და ტექნოლოგიები, 2016,1(721სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

სტატიაში განხილულია აჭარისწყლის ხეობის ფრიად მიმზიდველი ბუნებრივი პირობები, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მიწისქვეშა მინერალურ და თერმულ წყლებს, რომლებიც ქიმიური შედგენილობისა და ფიზიკური თვისებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ წყლების რესურსები შედარებით მცირეა, რაც, ავტორთა აზრით, განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებით, რომ ამ ტერიტორიის მინერალურ და თერმულ წყლებზე არ ჩატარებულა დეტალური გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები. დასაბუთებულია ამ წყლების რესურსების გაზრდის შესაძლებლობანი, რაც ხელს შეუწყობს სასმელ-სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების მინერალური წყლების ჩამოსხმის ორგანიზებას და მთელი წლის განმავლობაში მოქმედი ბალნეოლოგიური და ბალნეოკლიმატური კურორტების აღმშენებლობას.

https://publishhouse.gtu.ge/public_html_old/storage/archit/26/pdf-1464862124-1d7Guht2eZkuGkgeYEBFpYOJIRuSEmOC.pdf
მდ. აჭარისწყლის ხეობაში ბუნებრივი აირგამოვლინებების ქიმიური შედგენილობისა და გავრცელების შესახებ, ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი, მეცნიერება და ტექნოლოგიები, 1(721), 2016სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

სტატიაში განხილულია აჭარისწყლის ხეობის ფრიად მიმზიდველი ბუნებრივი პირობები, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მიწისქვეშა მინერალურ და თერმულ წყლებს, რომლებიც ქიმიური შედგენილობისა და ფიზიკური თვისებების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ წყლების რესურსები შედარებით მცირეა, რაც, ავტორთა აზრით, განპირობებული უნდა იყოს იმ გარემოებით, რომ ამ ტერიტორიის მინერალურ და თერმულ წყლებზე არ ჩატარებულა დეტალური გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოები. დასაბუთებულია ამ წყლების რესურსების გაზრდის შესაძლებლობანი, რაც ხელს შეუწყობს სასმელ-სამკურნალო და პროფილაქტიკური დანიშნულების მინერალური წყლების ჩამოსხმის ორგანიზებას და მთელი წლის განმავლობაში მოქმედი ბალნეოლოგიური და ბალნეოკლიმატური კურორტების აღმშენებლობას.

https://publishhouse.gtu.ge/public_html_old/storage/archit/26/pdf-1464862124-1d7Guht2eZkuGkgeYEBFpYOJIRuSEmOC.pdf
ფთორიანი ნატურალური სასმელი წყლების თავისებურებანი და საქართველოში მათი გამოყენების პერსპექტივები, სამთო ჟურნალი, თბილისი, 2009/ 2 (23), გვ.76-78.  სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

ნაშრომში განხილულია სასმელ წყლებში ბიოლოგიურად აქტიური ელემენტის ფთორის მნიშვნელობა, როგორც მისი ჭარბი, ისე უმნიშვნელო შემცველობის შემთხვევაში. სასმელ წყალში ფთორის სიმცირით გამოწვეული კბილის დაავადების (კარიესი) საწინააღმდეგოდ შემოთავაზებულია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონის ცენტრალურ რაიონში გავრცელებული დაბალმინერალიზებული აზოტიანი სუბთერმების გამოყენება, რომლებიც ხასიათდება კარგი სასმელი თვისებებით, ფთორის დასაშვები ნორმებით (0.5 -1.2 მგ/ლ) შემცველობით და წყალუხვი გამოსავლებით.

http://www.nplg.gov.ge/ec/en/pd3/browse.html?pft=biblio&from=18068

პუბლიკაცია სამეცნიერო კონფერენციის მასალებში, რომლებიც ინდექსირებულია Web of Science-ში და Scopus-ში