მარიამ ხოსიტაშვილი

მეცნიერებათა დოქტორი

კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

დაასკანერე

1954 წელს შევედი დიღმის საშუალო სკოლაში, რომლის სრული კურსი დავამთავრე 1964 წელს. ამავე წელს ჩავირიცხე საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დავამთავრე 1970 წელს და მომენიჭა ინჟინერ- ტექნოლოგის კვალიფიკაცია მეღვინის სპეციალობით. 1964 წელს მუშაობა დავიწყე საქართველოს მებაღეობის,მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ღვინის ექსპერიმენტულ ქარხანაში მუშად. 1967 წელს გადამიყვანეს ამავე ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილების ბიოქიმიის ლბორატორიაში ლაბორანტად. 1970 წელს კი უფროს ლაბორანტად. 1971 წელს ამიყვანეს ამავე განყოფილებაში მაძიებლად და დამიმტკიცეს საკვალიფიკაციო თემა პროფესორ აბდრო ლაშხის ხელმძღვანელობით. 1978 წელს დავიცავი დისერტაცია და მომანიჭეს ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. ამავე წელს გადამიყვანეს უმცროს,ხოლო 1982 უფროს მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე ამავე ლაბორატორიაში. 1984 წელს დამიმტკიცეს სადორტორო საკვალიფიკაციო თემა, რომელიც დავიცავი 2000 წლის 25 თებერვალს და მომენიჭა ტექნიკის მეცნიერეებათა დოქტორის ხარისხი. 1994 წელს ვიკავებდი ქრომატოგრაფიული კვლევის სექტორის თანამდებობას, ხოლო 2006 წლიდან ინსტიტუტის არსებობის ბოლომდე მეღვინეობისა და ბიოქიმიის განყოფილების გამგის თანამდებობას. 1984 წლიდან 1996 წლამდე ლექციების წასაკითხად მიწვეული ვიყავი დოცენტის თანამდებობაზე საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ღვინის ქარხნების მოწყობილობების კათედრაზე. 1975-80 წლებში ვიყავი ინსტიტუტის კომკავშირის მდივანი, ხოლო 1980-88 დარგობრივი პარტორგანიზაციის მდივანი. 1972 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული მაქვს 300 მეტი სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო მაღალრეიტინგულ გამომცემლობებში. მონაწილეობას ვღებულობდი და ვღებულობ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. გამოქვეყნებული მაქვს 12 მონოგრაფია და სახელმძღვანელო. ვარ 8 საავტორო პატენტის მფლობელი. 2002 წლიდან 2007 წლამდე ვხელმძღვანელობდი მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან არსებულ სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელ საკვალიფიკაციო საბჭოს. 2007 წლიდან დღემდე ვარ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ვხელმძღვანელობ სასურსათო ტექნოლოგიების სადოქტორო პროგრამას და მიმყავს მეღვინეობის მიმართულებით სხვადასხვა საგნები. ჩემი ხელმძღვანელობით დაცულია: 15- ზე მეტი დისერტაცია საკანდიდატო და აკადემიური დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად და 2 სადოქტორო დისერტაცია; ამჟამად ვხელმძღვანელობ ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო პროდუქტების წარმოების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო თემებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

სხვადასხვა საფუარის გავლენის დადგენა ღვინის არომატულ კომპონენტებზე მ.ხოსიტაშვილიმონოგრაფიაარტანუჯი 2021 წ0 ISBN 978-9941-8 -3716-6 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ქვევრიდან მინერალურ ელემენტთა მიგრაცია ტკბილსა და ღვინოშიხოსიტაშვილი მ. სტატიასაქართველოს საინჟინრო სიახლენი , 2017, 4 გვ. 830 ISSN 1512-0287 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ფენოლური ნაერთების დაგროვების დინამიკა საქართველოში ინტროდუცირებულ წითელ ყურძენშიხოსიტაშვილი მ..; ბუისვილი გ.; ჩალათაშვილი ა.; კაციტაძე მ.სტატიასაქართველოს საინჟინრო სიახლენი, 2017,4, გვ. 880 ISSN 1512-0287 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

დისერტაციის რეცენზირება


სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა


სადოქტორო თემის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა


უცხოურ ენებზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


ქართულ ენაზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


რეფერირებული ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის მთავარი რედაქტორობა


სამეცნიერო პროფესიული ჟურნალის/ კრებულის რეცენზენტობა


რეფერირებული სამეცნიერო ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრობა


კვების მეცნიერება და ტექნოლოგიაუკრაინა01/01/2019

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტში/გრანტში მონაწილეობა


სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მხარდაჭერილ პროექტში/ გრანტში მონაწილეობა


შხამ-ქიმიკატების გავლენა ყურძნისა და ხილ-კენკროვნების გადამუშავების პროდუქტების ხარისხსა და უვნებლობაზე კვების პროდუქტების მიკრობიოლოგიური კვლევაკვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 01/01/2018-31/12/2023ხელმძღვანელი

პატენტის ავტორობა


GE P 2005 3707 Bინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი საქპატენტი995მ. ხოსიტასვილი ნ. ხოსიტაშვილითაფლის ალკოჰოლური სასმელის მიღების ხერხიაქტიური11/05/2002A01K 59/04

უფლება ქართულ ან უცხოურ სასაქონლო ნიშანზე, სასარგებლო მოდელზე


-

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ან სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრობა


საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრობა


კონფერენციის საორგანიზაციო/ საპროგრამო კომიტეტის წევრობა


შავი ზღვის მეცნიერება 20182018-დღემდე

ჯილდო ეროვნული/ დარგობრივი პრემია, ორდენი, მედალი და სხვ.


საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აჯილდოვებს ქალბატონ მარიამ ხოსიტაშვილს სამეცნიერო მიღწევებისთვის 2019

საპატიო წოდება


მონოგრაფია


სახელმძღვანელო


სტატია მაღალ რეიტინგულ და ადგილობრივ ჟურნალებში


პუბლიკაცია სამეცნიერო კონფერენციის მასალებში, რომლებიც ინდექსირებულია Web of Science-ში და Scopus-ში