ნანა ებელაშვილი

მეცნიერებათა დოქტორი

კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

დაასკანერე

ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული კაგორის ტიპის წითელი სადესერტო ღვინის ფენოლური სპექტრი.კეკელიძე ი.ა., ებელაშვილი ნ.ვ., ჯაფარიძე მ.შკონფერენციის კრებულიინოვაციური კვლევის ასპექტები აგრარულ მეცნიერებებში, შრომების კრებული; 2021წ. გვ. 216-2180 ISBN 978-9941-28-858-6 ინგლისური სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
წითელი ნახევრადტკბილი ღვინო წარმოებული ფენოლური ანტიოქსიდანტებით გამდიდრების ინოვაციური ტექნოლოგიით. ებელაშვილი ნ.ვ., უთურაშვილი ე.ა., კეკელიძე ი.ა.კონფერენციის კრებულიინოვაციური კვლევის ასპექტები აგრარულ მეცნიერებებში“, შრომების კრებული; 2021წ. გვ. 206-2080 ISBN 978-9941-28-858-6 ინგლისური სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ფენოლური ნივთიერებები სხვადასხვა ტექნოლოგიური ხერხის გამოყენებით დამზადებულ ნახევრადტკბილ წითელ ღვინოებში. ებელაშვილი ნ., უთურაშვილი ე., კეკელიძე ი. სტატიატექინფორმი, თბილისი. საქართველოს საინჟინრო სიახლენი. 2020, №2; გვ. 90-930 ISSN 1512-0287 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
გოგირდის დიოქსიდის შემცვლელი ბუნებრივი ანტისეპტიკის გამოყენების გავლენა ტკბილისა და ღვინის მიკროფლორაზეებელაშვილი ნ., გაგელიძე ნ., სალია ე, ბიბილური ნ. სტატიატექინფორმი, თბილისი. საქართველოს საინჟინრო სიახლენი. 2019, ტ. 89; გვ. 112-1160 ISSN 1512-0287 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა
ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული წითელი სადესერტო ღვინის ფენოლური ანტიოქსიდანტები. კეკელიძე ი., ებელაშვილი ნ., ჯაფარიძე მ., ჭანკვეტაძე ბ., ჭანკვეტაძე ლ. სტატიაჟურნალი - აგრარული მეცნიერების მაცნე. 2018. ტომი 16, №1. გვ. 34-38.0 ISSN 1512-1887 https://doi.org/10.1016/j.aasci.2017.12.005ინგლისური საგრანტო პროექტი
ეკოლოგიურად სუფთა ხილ–კენკრიდან პოლიფენოლების კონცენტრირების ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული წვენები. ებელაშვილი ნსტატიატექინფორმი, თბილისი. საქართველოს საინჟინრო სიახლენი. 2017, №3, გვ.107-1100 ISSN 1512-0287 ქართულისახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა

ენოფორუმი 2021იტალია202118/05/2021-21/05/2021ენოფორუმი 2021ინოვაციური ტექნოლოგიით წარმოებული წითელი სადესერტო ღვინის ფენოლური დახასიათებასტენდური

წითელი ღვინის ფენოლური ნივთიერებები: კატეხინები, ფლავონოლები, ფენოლკარბონმჟავები, ანტოციანები, რესვერატროლი ხასიათდება მაღალი ანტიოქსიდანტური აქტიობით და მკვეთრად ამცირებენ მრავალი დაავადების განვითარების რისკს. წითელ ღვინოებზე მსოფლიო ბაზარზე არსებული მზარდი მოთხოვნა განპირობებულია მათი ანტიოქსიდანტური ეფექტით. თუმცა, ანტიოქსიდანტური აქტიობის მიხედვით გამოირჩევა მხოლოდ ის წითელი ღვინოები, სადაც ფენოლური ნივთიერებების მაღალი შემცველობაა. მათი კონცენტრაცია ღვინოში დამოკიდებულია ვაზის ზრდის ადგილზე, ყურძნის ჯიშზე, ფერმენტული მაცერაციის ხერხებზე. ჩვენ შემოვიმუშავეთ წითელი სადესერტო ღვინის წარმოების ინოვაციური ტექნოლოგია მისი გამდიდრების მიზნით ანტიოქსიდანტური ფენოლური ნივთიერებებით. კვლევის ობიექტები იყო: საკონტროლო და საცდელო წითელი სადესერტო ღვინის ნიმუშები (ალკოჰოლი 16% მოც., სიტკბო 16%) დამზადებული საფერავის ყურძნის ჯიშისგან. საკონტროლო ნიმუში დამზადდა არსებული ტექნოლოგიით; საცდელი ნიმუშები – მაცერაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით ცალ-ცალკე და კომბინირებულად, როგორიცაა: საიგნი, მშრალად დადუღება, ფერმენტირებული დურდოს შემაგრება 16% მოც.-მდე და ღვინომასალის შენახვა 1 კვირით. HPLC მეთოდით განვსაზღვრეთ ფენოლების კონცენტრაცია. დადგენილია, რომ ფენოლური ანტიოქსიდანტების კონცენტრაცია ყველაზე მეტად იზრდება საცდელ ნიმუშში, რომელიც წარმოებულია მაცერაციის ხერხების კომბინირებული გამოყენებით: საიგნი და დარჩენილი დურდოს ფერმენტაცია მშრალად. საკონტროლოსთან შედარებით, იზრდება ფენოლების შემცველობა: (–)–ეპიკატეხინი და ყავის მჟავა - 5–ჯერ; ელაგის მჟავა – 4.5–ჯერ; კაფტარის მჟავა – 2.6–ჯერ; იასამნის მჟავა – 65%-ით; (+)–კატეხინი – 39.5%-ით

https://www.infowine.com/en/technical_articles/phenolic_characterization_of_red_dessert_wine_produced_with_innovative_technology_sc_19458.htm
ინოვაციური კვლევის ასპექტები აგრარულ მეცნიერებებშითბილისი, საქართველო202109/11/2021-12/11/2021საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული კაგორის ტიპის წითელი სადესერტო ღვინის ფენოლური სპექტრი ზეპირი მოხსენებაზეპირი

ფენოლური ნივთიერებების კონცენტრაცია განაპირობებს წითელი ღვინოების ანტიოქსიდანტურ აქტიურობას; მათი კონცენტრაცია დამოკიდებულია დამზადების ტექნოლოგიაზე. ჩვენ მიერ შემუშავებულია ფენოლური ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციის „კაგორის“ ტიპის წითელი სადესერტო ღვინის ინოვაციური ტექნოლოგია (“know-how”). კვლევის ობიექტები იყო საფერავიდან დამზადებული სადესერტო ღვინის ნიმუშები: საკონტროლო – სტანდარტული და საცდელი - ინოვაციური ტექნოლოგიით. ფენოლური სპექტრი გამოკვლეულია HPLC მეთოდით. საცდელ ნიმუშში, საკონტროლოსთან შედარებით, მაღალია კონცენტრაცია: კაფტარის მჟავის-2.6-ჯერ; ყავის მჟავის - 5.3-ჯერ, იასამნის მჟავის - 1.6-ჯერ, ელაგის მჟავის - 4.5-ჯერ, კვერცეტინის გლუკოზიდის - 5.9-ჯერ

https://institutes.gtu.ge/uploads/ნანა 1.pdf
ინოვაციური კვლევის ასპექტები აგრარულ მეცნიერებებშითბილისი, საქართველო202120/11/2021-21/11/2021საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიფენოლური ანტიოქსიდანტებით გამდიდრების ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული წითელი ნახევრადტკბილი ღვინოზეპირი

კვლევის ობიექტები იყო საფერავიდან დამზადებული წითელი ნახევრადტკბილი  ღვინის საკონტროლო და ოთხი საცდელი ნიმუში. საკონტროლო დამზადდა სტანდარტული ტექნოლოგიით; საცდელები -ფენოლური ანტიოქსიდანტებით გამდიდრების ინოვაციური ტექნოლოგით. ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებულ საუკეთესო საცდელ ნიმუშში, საკონტროლოსთან შედარებით, მაღალია: საერთო ფენოლების ჯამური რაოდენობა - 2.4-ჯერ, ფენოლკარბონმჟავები - 82.4%-ით, ვანილინის ალდეჰიდი - 45.9%-ით, კატეხინები,  ყავის და იასამნის   მჟავები - 2-ჯერ,  ვანილის მჟავა - 3.5-ჯერ; საკონტროლოსთან შედარებით მაღალია მისი  სადეგუსტაციო შეფასების მაჩვენებელიც. 

https://institutes.gtu.ge/uploads/ნან.pdf
ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევებითბილისი, საქართველო201909/05/2019-12/05/2019კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიOrganic Wine Production via Application of Nanosilverზეპირი

მოცემული კვლევის მიზანია ნანოვერცხლის ეფექტის შესწავლა თეთრი და წითელი ორგანული ღვინოების ბიოტექნოლოგიურ პროცესებში პოლიფენოლებზე, ორგანულ მჟავებზე, ძირითად კონდიციურ მახასიათებლებზე, მიკროფლორაზე. ანტისეპტიკი გამოიყენებოდა შემდეგნაირად: თეთრი ყურძნის ტკბილის სტაბილიზაციის პროცესში; წითელი დურდოს დამუშავებისას ალკოჰოლური დუღილის წინ და ვაშლ-რძემჟავური ფერმენტაციის შემდეგ; ბაქტერიებით დაინფიცირებულ ღვინის ნიმუშებში; ლექიდან მოხსნის დროს. დადგენილია ორგანული ღვინოების წარმოების ბიოტექნოლოგიურ პროცესებში ნანოვერცხლის, როგორც გოგირდის დიოქსიდის შემნაცვლელი მასალის, გამოყენების ეფექტურობა და ოპტიმალური დოზები. ნანოვერცხლის გამოყენება ტოქსიკური გოგირდის დიოქსიდის შენაცვლების საშუალებას იძლევა და ანიჭებს ორგანულ ღვინოებს დაავადებებისგან დამცველ თვისებას, აქცევს მათ „ფუნქციონალურ“ პროდუქტად, რაც დამატებითი (კომერციული) ღირებულებაა

ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევებითბილისი, საქართველო201909/05/2021-12/05/2021კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი„წითელი სადესერტო ღვინის წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიაზეპირი

ჩვენ შემოვიმუშავეთ ფერმენტაციული მაცერაციის ინოვაციური ტექნოლოგია წითელი სადესერტო ღვინისთვის მისი ფენოლური ნივთიერებებით გამდიდრების მიზნით (ჩვენი “know-how”). კვლევის ობიექტები იყო წითელი სადესერტო ღვინის ნიმუშები დამზადებული საფერავის ყურძნისგან: საცდელი ნიმუში – ჩვენ მიერ შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენებით; საკონტროლო ნიმუში – არსებული (სტანდარტული) ტექნოლოგიის გამოყენებით. დადგენილია, რომ საკონტროლოსთან შედარებით საცდელ ნიმუშებში მაღალია: ფენოლური ნივთიერებების ჯამი 59.9% -ით, ფერის ინტენსივობა -  27.7% -ით, კატეხინების ჯამური კონცენტრაცია – 2.7–ჯერ; ფლავონოლების კონცენტრაცია  –  5.9–ჯერ, ფენოლკარბონმჟავების ჯამი -  2.7-ჯერ. საცდელი ღვინის ნიმუშის დეგუსტაციის შეფასების შედეგი საკონტროლოზე მაღალია

გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგიათბილისი, საქართველო201901/04/2019-05/04/2019ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი„ინოვაციური ტექნოლოგიით დამზადებული წითელი სადესერტო ღვინოების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებიზეპირი

ჩვენ შემოვიმუშავეთ წითელი სადესერტო ღვინოების ინოვაციური ტექნოლოგია მათი გამდიდრებისათვის ფენოლებით. კვლევის მიზანია არსებული და ჩვენ მიერ შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგიით საფერავის ყურძნისგან დამზადებული წითელი სადესერტო ღვინის ნიმუშების  ფენოლური შემცველობის შესწავლა. დადგენილია, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული ინოვაციური ტექნოლოგია, არსებულთან შედარებით, საშუალებას იძლევა მივიღოთ ფენოლური ნივთიერებების მაღალი ექსტრაქცია. სადესერტო ღვინის ბიოლოგიურად აქტიური ფენოლების მაღალი კონცენტრაცია ზრდის ანტიოქსიდანტურ ეფექტს, ბიოლოგიურ სტაბილურობას და კვებით ღირებულებას

http://biotech.tsu.ge/
გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგიათბილისი, საქართველო201901/04/2019-05/04/2019ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიღვინის ბიოდაცვა გოგირდის დიოქსიდის ნაცვლად ნანოსტრუქტურული კოლოიდური ვერცხლის გამოყენებითზეპირი

ჩვენ შევისწავლეთ ნანოსტრუქტურული ვერცხლის და SO2 გამოყენების ეფექტი ყურძნის დურდოზე და ღვინის მიკროფლორაზე, თეთრი და წითელი ღვინოების დამზადების ბიოტექნოლოგიურ პროცესებში. კვლევის ობიექტები იყო თეთრი და წითელი ღვინის ნიმუშები: საკონტროლო – დამზადების დროს გამოყენებული იყო SO2 სტანდარტული დოზა; საცდელი ნიმუშები – ნანოვერცხლის სხვადასხვა დოზა (0.2; 0.4; 0.5; 0.6; 0.7; 0.8; 1 მგ/ლ). ანტისეპტიკი ამგვარად გამოიყენებოდა: 1. თეთრი ღვინოების დამზადებისას – ტკბილის სტაბილიზაციის ბიოპროცესში (ამუხრუჭებს სპონტანურ საფუვრებს, წმინდა კულტურის საფუვრების განვითარებას); 2. წითელი ღვინის დამზადების პროცესში - ვაშლ-რძემჟავური ფერმენტაციის ჩატარების შემდეგ. დადგენილია ნანოვერცხლის გამოყენების ოპტიმალური დოზები (როგორც რეალური ალტერნატიული მასალა SO2-ის ნაცვლად) ღვინოების ბიოტექნოლოგიური პროცესების დროს ბიოდაცვისათვის: თეთრი ყურძნის ტკბილის სტაბილიზაციის პროცესში – 0.4 მგ/ლ; ლაქტო- და აცეტო- ბაქტერიების ინჰიბირების დროს: თეთრი ღვინომასალებისთვის – 0.8 მგ/ლ; წითელი ღვინომასალებისთვის – 0.6 მგ/

http://biotech.tsu.ge/

დისერტაციის რეცენზირება


სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობა


„საფერავიდან დამზადებული წითელი ღვინოების ტექნო-ქიმიური დახასიათებასაქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
რქაწითელიდან ტრადიციული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინის ენოქიმიური გამოკვლევასაქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ნანოვერცხლის გამოყენება მშრალი ღვინოების დამზადების პირველ წელს ჩასატარებელ ტექნოლოგიურ პროცესებშისაქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
მაცერაციის ტექნოლოგიური ხერხების გავლენის გამოკვლევა მშრალი წითელი ღვინის ფენოლურ ნივთიერებებზესაქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

სადოქტორო თემის ხელმძღვანელობა/თანახელმძღვანელობა


„ფენოლური ნაერთებით გამდიდრებული, მაღალი ანტიოქსიდანტური აქტიობის წითელი სადესერტო ღვინოების დამზადების ინოვაციური ტექნოლოგიასაქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

უცხოურ ენებზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


ქართულ ენაზე მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტირება


რეფერირებული ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის მთავარი რედაქტორობა


სამეცნიერო პროფესიული ჟურნალის/ კრებულის რეცენზენტობა


რეფერირებული სამეცნიერო ან პროფესიული ჟურნალის/ კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრობა


საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მხარდაჭერილ პროექტში/გრანტში მონაწილეობა


სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მხარდაჭერილ პროექტში/ გრანტში მონაწილეობა


გამოკვლეულ იქნას კახური ტიპის ახალგზრდა ღვინოების დამზადების ტექნოლოგიაკვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი 01.01.2020-31.12.2025ხელმძღვანელი

პატენტის ავტორობა


უფლება ქართულ ან უცხოურ სასაქონლო ნიშანზე, სასარგებლო მოდელზე


-

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ან სოფლის მეურნეობის აკადემიის წევრობა


საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციის წევრობა


კონფერენციის საორგანიზაციო/ საპროგრამო კომიტეტის წევრობა


ჯილდო ეროვნული/ დარგობრივი პრემია, ორდენი, მედალი და სხვ.


საპატიო წოდება


მონოგრაფია


სახელმძღვანელო


სტატია მაღალ რეიტინგულ და ადგილობრივ ჟურნალებში


პუბლიკაცია სამეცნიერო კონფერენციის მასალებში, რომლებიც ინდექსირებულია Web of Science-ში და Scopus-ში